მიუღებელია მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა. წინ და წინ, ევროპისკენ! –

” ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა მიუღებელია.
განცხადების თანახმად, კრიზისული მდგომარეობა აზიანებს ქვეყნის მომავალს და საფრთხეს უქმნის განვითარებას.
ჰოლდინგში, უკვე თითქმის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე, მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესის განვითარება ქვეყნის განვითარების პერსპექტივიდან დავინახოთ.
მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა აზიანებს უპირველესად ქვეყნის მომავალს, საფრთხეს უქმნის განვითარებასა და იმ საერთო მიზნებს, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე დავისახეთ.
ასევე, მიუღებელია მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა. თითოეული ქართველის მოვალეობაა, დავიცვათ კონსტიტუცია და ყველა ჩვენგანის ინტერესშია, გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც დასავლური სამყარო უხსნის ჩვენს ქვეყანას.
წინ და წინ, ევროპისკენ!”,- წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება“ – პაატა სალია