მიუნჰენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა, აქაური გულწასული ოპიზიციისთვის ჟანგბადის მიწოდებას ემსახურება

“ზეწოლები ს მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება და ამას როგორც მმართველმა გუნდმა, ისე საზოგადოებამაც უნდა გაუძლოს“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი .
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოს და ს წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციით ზიანს იღებენ ის ინსტიტუტები, რომლებიც ამას ავრცელებენ.
„მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა, აქაური გულწასული ოპოზიციისთვის ჟანგბადის მიწოდებას ემსახურება. საზოგადოების ხელისუფლებისგან გამიჯვნა კი, მათთვის წინასაარჩევნოდ, ხალხის ხელისუფლებისადმი მხარდაჭერით გაღიზიანების მაჩვენებელია. ოპოზიციის რადიკალური მხარე მოწონებას გარე დაკვეთების უპირობო შესრულებით იმსახურებს დამკვეთების მხრიდან, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება და ამას როგორც მმართველმა გუნდმა, ისე საზოგადოებამაც უნდა გაუძლოს. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოს და ს წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციით ზიანს იღებენ ის ინსტიტუტები, რომლებიც ამას ავრცელებენ.
ბუნებრივია, ამ ინსტიტუტების წინააღმდეგ ქართული საზოგადოება კრიტიკულ აზრს გამოთქვამს და ამას ოპოზიცია ანტიდასავლურ პროპაგანდას მიაწერს. სწორედ ეს იყო მათი მიზანიც – მტრობის გაღვივება დეზინფორმაციის საშუალებით.
თუმცა, მინდა გავუცრუო იმედები ოპოზიციას და მათ უცხოელ ლობისტებსაც, ქართველი ხალხი ასე ადვილად აღარ ტყუვდება. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება გამჭვირვალობაა და ჩვენ ყოველთვის უზრუნველვყოფთ საზოგადოებას დასაბუთებული სიმართლით,“ – წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

ვროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული

როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება

ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას