მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოები კონფერენციის ფარგლებში ერთმანეთ შეხვდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მათ შორის მოლაპარაკება თავდაპირველად დილას იყო დაგეგმილი, მაგრამ ამერიკის მხარემ ითხოვა შეხვედრის გადადება, რათა გასცნობოდა პარტნიორობის შესახებ მემორანდუმის ტექსტს.
ზელენსკისა და ჯეი დი ვენსის შეხვედრა საათზე ნაკლებ დროს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ დი ვენსმა განაცხადა, რომ საუბარი ნაყოფიერი იყო. “ჩვენ გვსურს, რათა დასრულდეს ომი, ჩვენ გვსურს, რომ შეწყდეს მკვლელობა, ჩვენ გვინდა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას, და არა ისეთ მშვიდობას, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ ევროპაში კონფლიქტი მოჰყვება”, – ციტირებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს უკრაინული სააგენტო “უკრაინსკა პრავდა”.
ვანსმა ასევე აღნიშნა, რომ” უახლოეს დღეებში, კვირებსა და თვეებში ” შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების კიდევ ბევრი რაუნდი გაიმართება. და იმედი გამოთქვა, რომ მათი მოლაპარაკებების დროს მხარეები შეიმუშავებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ხანგრძლივ მშვიდობას.
ზელენსკიმ დაადასტურა თავისი სურვილი “შეაჩერონ პუტინი და დაასრულონ ომი”. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოხარული იქნება უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, გენერალ კით კელოგის ნახვით.
· ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯეი დი ვენსის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შორის პირველი პირადი კონტაქტია.
· ჯეი დი ვანსი თეთრი სახლის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც მიუნხენის კონფერენციას ესწრება. დელეგაციაში ასევე შედიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კით კელოგი.
ფორუმი