მიუნხენის საარჩევნო უბანზე „ოცნებამ“ 1056-დან 47 ხმა, ანუ 4,45% მიიღო

გერმანიის ქალაქ მიუნხენში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმისმიცემა დასრულდა და შემაჯამებელი ოქმიც შედგა.
ოქმის თანახმად, უბანზე 1056 ამომრჩეველი გამოცხადდა. მმართველმა პარტიამ მათგან მხოლოდ 47-ის ხმა მიიღო, ანუ საერთო რაოდენობის 4,45%.
ჯამში, შედეგები ასეთია:
· „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 477
· „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 122
· „ძლიერი საქართველოსთვის“ – 189
· „გახარია – საქართველოსთვის“ – 110
· „ქართული ოცნება“ – 47
· „გირჩი“ – 66
· „ევროპელი დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსი“ – 6-6 ხმა
· ლეიბორისტული პარტია – 13
· „შეცვალე საქართველო“ – 4
· „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 1
· „საქართველო“ – 3
· „თავისუფალი საქართველო“ – 2
· „ჩვენ“ – 4
· „მემარცხენე ალიანსი“, „ქართველ ერთობა“, „საქართველოს ერთობისა და გაერთიანების პარტია“ – თითო-თითო ხმა.