მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული

მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. დოკუმენტში წერია, რომ პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე.
სწორედ ამ ანგარიშს დაეყრდნობა ის დისკუსიები, რომლებიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართება. დოკუმენტში საქართველოზე კიდევ ერთი ჩანაწერია: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ მნიშვნელოვანი შეშფოთებისა.
“შესაძლოა რუსეთმა ვერ შეძლო თავის ბანაკში საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბანაკის ჩათრევა, მაგრამ ის კვლავ ცდილობს, ხელი შეუშალოს მათ ინტეგრაციას დასავლეთში. პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლასა და ევროკავშირისგან დაშორებაზე, ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის მიუხედავად”, – აღნიშნულია ანგარიშში.