მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებულ გახარიასა და ხოკრიშვილს კვერცხები ესროლეს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, პარტიის„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და წევრს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.
ვიდეოკადრებში, რომლებიც რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა, ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.
„USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“ „გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხარ?“ – ისმოდა პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარიასა და გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ელგუჯა ხოკრიშვილის მისამართით კვერცხების სროლის დროს. შემთხვევა აეროპორტის შიდა სივრცეში მოხდა.
-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს 1992 წლიდან ეხმარება – სამ ათწლეულზე მეტია, სააგენტო ჩართულია ქვეყნის მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაში. USAID-ის დაფინანსება საქართველოს მიღებული აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროსაც.
პარტიის, “გახარია საქართველოსთვის წევრი ამბობს, რომ აეროპორტში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს ორგანიზებული „პარტიული ზონდერჯგუფი“ იყო მისული.
„გიორგი გახარიას ჩასაფრებით და ორგანიზებით ბიძინა ივანიშვილმა დაახვედრა ზონდერჯგუფი. მათ განახორციელეს ჩვენი გუნდის თავმჯდომარის და ჩვენი წევრის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებები. მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაპროვოცირებელი შეძახილები. როგორც ჩანს, ივანიშვილს კატასტროფულად ეშინია იმის, რასაც გიორგი გახარია მას დაპირდა – ბიძინა ივანიშვილი დაკარგავს ფულსაც და ძალაუფლებასაც“, – თქვა ბექა ლილუაშვილმა.
პარტიაში ამბობენ, რომ იქვე მყოფმა პოლიციამ უმოქმედობით ამ პროცესს ხელი შეუწყო:
„ისტერიაში მყოფი მოძალადე ე.წ. ხელისუფლება უკონტროლო ხდება“.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა პარტია „ქართული ოცნებისა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურებს – პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
დაახლოებით ერთ თვის წინ, 14 იანვარს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ს სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგი გახარიას. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა.