მიუნხენის “ბაიერნი” 21 წლის მეკარეს იმატებს

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, “კიოლნის” 21 წლის გერმანელი მეკარე იონას ურბიგი კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” განაგრძობს.
“რეკორდმაისტერმა” ახალგაზრდა კიპერთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ახლა “თხებს” სატრანსფერო თანხაზე უნდა გაურიგდეს, რაც დიდი ალბათობით, პრობლემა არ იქნება.
ურბიგის ღირებულებად დაახლოებით 8 მილიონი ევრო სახელდება. ის გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გახლავთ. მას “კიოლნის” გარდა კარიერის განმავლობაში “რეგენსბურგსა” და “ფიურტშიც” უთამაშია. მიმდინარე სეზონში ის მოედანზე 11 მატჩში გამოჩნდა და 22 გოლი გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში