მიუნხენის აეროპორტი დროებით დაიხურა – მიზეზები

გერმანიაში კლიმატის დამცველი აქტივისტების დემონსტრაციის გამო მიუნხენის აეროპორტი დროებით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
როგორც მედია წერს, კლიმატის დამცველმა აქტივისტებმა ასაფრენი ბილიკები დაიკავეს. აქციის მონაწილეების მიერ გამართულ ერთ-ერთ ბანერზე ეწერა: „პრობლემა მთავრობაა და არა ჩვენი დღესასწაული“.
პოლიციის ცნობით, დაკავებულია, სულ მცირე, 8 აქტივისტი.
აეროპორტის სპიკერმა განაცხადა, რომ მიუნხენის აეროპორტი თითქმის ორი საათის განმავლობაში სრულად დაკეტილი იყო აფრენისა და დაფრენისთვის. დაახლოებით 11 რეისი გადამისამართდა სხვადასხვა აეროპორტში, 60-მდე ფრენა კი გაუქმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…