გერმანიის აეროპორტებში უამინდობის გამო ფრენები უქმდება. ინფორმაციას გერმანული მედია აეროპორტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, მიუნხენის აეროპორტის ვებგვერდის თანახმად, ამინდის პროგნოზის გამო, მოსალოდნელია ფრენების შეზღუდვა და გაუქმება.
ასევე, ფრანკფურტის აეროპორტმა განცხადება გაავრცელა მსგავსი შეფერხებებისა და გაუქმების შესახებ დილის საათებში და ურჩია მგზავრებს შეამოწმონ, თავიანთი ფრენების სტატუსი აეროპორტში მისვლამდე.
ფრანკფურტის აეროპორტში სხვადასხვა ფრენა უნდა გაუქმებულიყო, მათ შორის ევროპის ცნობილ მიმართულებებზე, როგორიცაა პარიზი, ვენეცია და პრაღა.
მოგვიანებით, აეროპორტის ოპერატორის Fraport-ის წარმომადგენელმა გერმანულ საინფორმაციო სააგენტო DPA-ს განუცხადა, რომ კვირას დაგეგმილი 1090 რეისიდან 120 გაუქმდა.
ასევე, შტუტგარტის აეროპორტი სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში რამდენიმე რეისის შეფერხებაზე იტყობინება.