მიტროპოლიტმა შიომ, ჯაღმაიძემ და ბოტკოველმა პატრიარქი მოატყუეს… მიიტაცეს საპატრიარქო, გააუქმეს სინოდი – არქიმანდრიტი დოროთე

აქრიმანდრიტი დოროთე მეუფე შიოს, დეკანოზ ანდია ჯაღმაიძეს და დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს პატრიარქის მოტყუებაში ადანაშაულებს. სასულიერო პირი ამბობს, რომ აღნიშნულმა მაღალმა იერარქებმა უწმინდესს და უნეტარეს არშემდგარ კომისიის განჩინებაზე მოაწერინეს ხელი და არქიმანდრიტ ილია თოლორაიას ისე შეუჩერეს მღვდლობა.
მამა დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშ წერს, რომ სწორედ ეს სამი დასახელებული მაღალი იერარქი განაგებს საპატრიარქოს – “მიიტაცეს საპატრიარქო, გააუქმეს სინოდი, თვითონ არიან პატიარქიც და სინოდიც და ცდილობენ ქრისტეც მიიტაცონ” .
“მიტროპოლიტმა შიომ, დეკანოზმა ანდია ჯაღმაიძემ და პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქი მოატყუეს, არშემდგარ კომისიის განჩინებაზე მოაწერინეს ხელი და არქიმანდრიტ ილია თოლორაიას შეუჩერეს მღვდლობა.
მე რომ მათი საქციელი გავასაჩივრო ისევ დეკანოზ ანდრიას და მიქაელს უნდა მივმართო და როგრ ფიქრობთ ისინი თავიანთ თავს დასჯიან? ვის შევჩივლო სამართალი სად ვიპოვო.
მიიტაცეს საპატრიარქო, გააუქმეს სინოდი, თვითონ არიან პატიარქიც და სინოდიც და ცდილობენ ქრისტეც მიიტაცონ და ჩვენ გაგვაჩუმონ, რომლებიც ქრისტეს სამართალს ვუცხადებთ ერს.ხალხს რომ მივმართოთ, ხალხი დიდიხანია ჩამოაშორეს ეკლესიის მართვა გამგეობას ,სინოდი არ არის . დაგვრჩა მხოლოდ ერთი გზა, მივმართოთ ჩვეს ქრისტეს; უფალო გვშია და გვწყურია შენი სამართლიანობა, მოდი უფალო და გაფანტე შენი მტრები შენი ეკლესიიდან და შენი ერიდან . აღადგინე შენი სამართალი შენს ერში და ეკლესიაში , ნუ დაუთმობ ჩვენს თავს შენს მტრებს, რათა დავით წინასწარმეტყველის მზგავსად ჩვენც ვთქვათ : იმით მივხვდით უფალო, რომ შენ ჩვენთან ხარ , რამეთუ ჩვენმა მტრებმა ვერ გაიმარჯვეს ჩვენზე
ჰე უფალო მოდი”, – წერს არქიმანდრიტი.