მიტროპოლიტი შიო საქართველოში -ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს შეხვდა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი , მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში -ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მღვდელმთავრებმა ალან პერსელთან საუბარში დააფიქსირეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა – დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და მადლობა გადაუხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
„საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი ალან პერსელი მიიღო თანმხლებ პირებთან ერთად.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.
მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის, აღნიშნა, რომ მომავალ წელს გვაქვს საიუბილეო თარიღი – ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი და იმედი გამოთქვა, რომ საელჩოც მიიღებს საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას.
მღვდელმთავრებმა ბ-ნ ალან პერსელთან საუბარში დააფიქსირეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა – დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და მადლობა გადაუხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბ-ნმა ალან პერსელმა მღვდელმთავრებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს