მიტროპოლიტი ეპიფანე: ვუსამძიმრებ საქართველოს ეკლესიის მრევლს, რომელმაც წინამძღვარი დაკარგა

დიდი მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე ცნობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, -ის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, მარადიულობაში გადასვლის შესახებ – სულიერი ლიდერის, რომლის ცხოვრება ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას იყო მიძღვნილი.
მრავალი ათწლეულის განმავლობაში მისი პატრიარქობის პერიოდში ის უამრავი მორწმუნისთვის სულიერ გზამკვლევად რჩებოდა, ძალისხმევას არ იშურებდა რწმენის განმტკიცებისთვის, ქრისტიანული ტრადიციების შესანარჩუნებლად და საზოგადოების სულიერი აღორძინებისთვის, სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ. ჩვენთვის ასევე დასამახსოვრებელია ისიც, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიან შემოჭრას უმკლავდება.
პატრიარქ -ის ფიგურას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისი მსახურება შთააგონებდა ბევრ ადამიანს, ეხმარებოდა სირთულეების დაძლევაში და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე მძიმე დროსაც კი, განსაკუთრებით რუსი აგრესორების მიერ გამოწვეული ომების პერიოდში.
გულითადად ვუსამძიმრებ ეპისკოპატს, სამღვდელოებასა და საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის მრევლს, რომლებმაც თავიანთი წინამძღვარი დაკარგეს, აგრეთვე ქართველ ხალხს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამაც იყო.
ვლოცულოვბთ, რომ ჩვენმა მამამ მიიღოს თავისი მსახური ცათა სასუფეველში. დაე, უფალმა დაამკვიდროს ახლად განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის სული თავის სასუფეველში, ხოლო ამ დანაკარგით დამწუხრებულებს მიანიჭოს ნუგეში, მშვიდობა და სულიერი ძალა. მარადიული და ნათელი იყოს მისი ხსოვნა!