„მის შვეიცარიის“ კონკურსის ყოფილი ფინალისტი, კრისტინა იოქსიმოვიჩი დაახრჩვეს და დაანაწევრეს – მეუღლე მკვლელობას აღიარებს

შვეიცარიის სასამართლო დოკუმენტი შეიცავს სულისშემძვრელ დეტალებს იმ გარემოებების შესახებ, რომელშიც მსხვერპლი მოკლეს. მისმა ქმარმა, ტომას ლ.-მ დანაშაული აღიარა.
ეს არის საშინელი, ფემინისტურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობაა. 13 თებერვალს, ბაზელის მახლობლად, ბინინგენში, „მის შვეიცარიის“ 2007 წლის კონკურსის ყოფილი ფინალისტი, კრისტინა იოქსიმოვიჩი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მის ეჭვმიტანილ ქმარს, 41 წლის ტომას ლ.-ს ლოზანის ფედერალურმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შვეიცარიულმა გამოცემა „ბერნერ ცაიტუნგმა“ 11 სექტემბერს გამოაქვეყნა, 38 წლის ყოფილი მოდელის მკვლელობის შემზარავ დეტალებს აღწერს.
„ბერნერ ცაიტუნგის“ თანახმად, კრისტინა იოქსიმოვიჩი ჯერ დაახრჩვეს, შემდეგ კი „ხერხით, დანით და სეკატორით დაანაწევრეს“. გვამის ნაწილების საბოლოოდ მოშორებას, ტომას ლ.-მ „ხელის ბლენდერით დაფქვისა და ქიმიკატში გახსნის“ გზით შეეცადა. შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ ტომას ლ.-ს, რომელმაც ცოლის მკვლელობა მარტში აღიარა, „ფსიქიკური დაავადების სპეციფიკური ნიშნები“ ჰქონდა. როგორც შვეიცარიული ონლაინ გამოცემა 20 Minutes იუწყება, წყვილი 2017 წლიდან იმყოფებოდა ქორწინებაში და ორი პატარა გოგონა ჰყავდა.
შვეიცარიული გაზეთის, „ბერნერ ცაიტუნგის“ ცნობით, მსხვერპლის მოკვლის მეთოდი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ეჭვმიტანილი „ძალადობისკენ მუდმივ სწრაფვას“ ამჟღავნებს და „სადისტური, სოციოპათიური“ მიდრეკილებები აქვს. სასამართლოს შეფასებით, მან, ცოლის მკვლელობის შემდეგ „კრიმინალური ენერგიის მნიშვნელოვნად მაღალი დონე, თანაგრძნობის ნაკლებობა და სიმშვიდე“ გამოავლინა. თავდაპირველად ის ამტკიცებდა, რომ თავდაცვის მიზნით მოქმედებდა და პარტნიორს დანით თავდასხმაში ადანაშაულებდა. გამომძიებლების თქმით, მსხვერპლის მიმართ ძალადობა ტომას ლ-ს ადრეც გამოუვლენია.
შვეიცარიაში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ დარეკონ უფასო ანონიმურ ნომერზე 3919. დახმარების, ინფორებისა და კონსულტაციების ეს სერვისი 24/7 განმავლობაში მუშაობს. ნომერი უზრუნველყოფს ანონიმურობას, მაგრამ კლიენტს არ უწევს გადაუდებელ დახმარებას. უშუალო საფრთხის შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა დარეკოს ექსტრემალური დახმარების ნომერ 17-ზე (ან 114 SMS-ით), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიციის ან ჟანდარმერიის გამოძახებისთვის.
წუარო: 1 არხი