“მის თამაშს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ და ტოპ კლასის ფეხბურთელი გახდება” – გვარდიოლამ “სიტის” შემტევი გამოარჩია

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კლუბის ოფიციალურ ვებსაიტთან ინტერვიუში ბელგიელი შემტევის, ჟერემი დოკუს შესახებ ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, დოკუ წელს შესანიშნავად ასპარეზობს, თუმცა მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია.
“როდესაც ბურთი აქვს, ის უბრალოდ გარბის და გარბის. ჟერემი გასულ სეზონში ბევრს თამაშობდა ჩვენთვის. ზოგჯერ ჩვენ არ ვიყენებთ სრულფასოვან გარემარბებს. ბოლო სეზონებში ჩვენ ცოტა განსხვავებულად ვთამაშობთ. დოკუს ბოლომდე ვენდობით, ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც შეტევის ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. კარგი გაგებით აგრესიული ფეხბურთელია. დროდადრო მის თამაშს გავაუმჯობესებთ, შემდეგ კი ტოპ კლასის მოთამაშე გახდება”, – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, დოკუმ მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ სიტის” მაისურით ყველა ტურნირზე 22 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 6 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
“ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია” – იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
“მანჩესტერ სიტი” დოკუს დამატებასთან ახლოსაა
“ვილიარეალთან” თამაში ძალიან რთულია, რადგან ტოპ გუნდია” – გვარდიოლას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
“სიტის” მორიგი შენაძენი – დოკუ კარიერას მანჩესტერულ გუნდში განაგრძობს
გვარდიოლას სურვილით – “სიტი” პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
ოფიციალურად: დოკუ “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია
კეინი, ჰოლანი თუ ალვარესი? – “ბარსელონას” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი გეგმები აქვს
[VIDEO] “სიტიმ” “რეალს” მადრიდში მოუგო – გადააყენებენ ალონსოს?
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
“ასე პსჟ-სთან გაგვიჭირდება” – პეპ გვარდიოლა “რეალთან” გამარჯვების შემდეგ
“მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს” – დავიდ სილვა

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }