“მისი “ჩელისიში” ტრანსფერი თითქმის შემდგარი იყო, გეტყვით, ხელი რამ შეგვიშალა, იანვარში ახლიდან ვეცდებით…” – ობი მიკელმა ოსიმენზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯონ ობი მიკელმა თანამემალე ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. მიკელმა Obionepodcast-ში განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში კლუბები ვიქტორის ტრანსფერზე თითქმის შეთანხმებულები იყვნენ, თუმცა გარიგების დასასრულებლად დრო საკმარისი დრო აღარ იყო.
“სიცრუეა, რომ ოსიმენმა “ჩელსიში” ტრანსფერზე უარი თქვა, ის ამ გუნდში თამაშზე კვლავ ოცნებობს. ასე ვიტყვი, “ჩელსიმაც” და “ნაპოლიმაც” გარიგების დასასრულებლად დიდი სამუშაო გასწიეს, ისევე როგორც ოსიმენის წარმომადგენლებმა, შეთანხმება თითქმის ყველა დეტალზე შედგა, თუმცა გარკვეული პროცედურების გასავლელად საკმარისი დრო აღარ დარჩა. იანვარში მოლაპარაკებები გაგრძელდება სწორედ იქედან, სადაც შევჩერდით.
ვიქტორი პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს”, – განაცხადა მიკელმა.
შეგახსენებთ, ოსიმენი ამჟამად იჯარის წესით “გალათასარაიში” ასპარეზობს, თურქულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს. იანვრიდან ვიქტორის მსურველ კლუბებს ფეხბურთელის შეძენა 75 მილიონ ევროდ შეეძლებათ.