“მისი სახელი და გვარი იცის ყველა აზრიანმა ადამიანმა პლანეტაზე!” – ნიკოლოზ რაჭველი

სხვათაშორის გიგაშას დამსახურებით, რომელმაც გუშინ ვენაში წამიყვანა მარინა აბრამოვიჩის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ უმნიშვნელოვანეს გამოფენაზე ვენის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში, მაქვს ამ გენიოსი ქალის აღქმის, გააზრების და შემეცნების პერიოდი!
სიგიჟეა ყველაფერი, რასაც მის შესახებ ვნახულობ, ვისმენ და ვიაზრებ. მინდა რომ მას ვგავდე თუნდაც იოტისოდენად… უჰ, რა მაგარია გენიოსების რეფლექსიის პროცესი, როცა თავადაც იღწვი მსგავსი სტატუსისთვის…
საოცარია, აღუწერელი, მართლა იმსახურებს იმას, რომ მისი სახელი და გვარი იცის ყველა აზრიანმა
ადამიანმა პლანეტაზე!!! (პაპუაშვილმა იცის თუ არა ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს, ს ა ე რ თ ო დ ! )

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა