“მისი მსგავსი არაფერი მინახავს” – კროოსის განცხადება, რომელმაც “რეალის” ფანები გაანაწყენა

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ ტონი კროოსმა Goal.com-თან ინტერვიუში “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავის, ლამინ იამალის შესახებ ისაუბრა.
გერმანელის თქმით, იამალი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც კი აქამდე უნახავს. აღნიშნულმა განცხადებამ “ბლანკოსის” ქომაგების გაღიზიანება გამოიწვია, “რეალის” ზოგიერთი ქომაგი სოციალურ ქსელში წერს, რომ კროოსი უფრო მეტად “სამეფო კლუბის” ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ უნდა საუბრობდეს და არა “ბლაუგრანასი”.
“17 წლის ასაკში “ბაიერნის” პირველ გუნდში მეც ვთამაშობდი, მაგრამ მის დონეზე არ ვიყავი, იამალი უბრალოდ წარმოუდგენელია. ამ ასაკში ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც ნორმალური არ არის. ეჭვგარეშეა, რომ უდიდესი ტალანტი აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად მე მისი თანმიმდევრულობითა და სტაბილურობით ვარ აღფრთოვანებული.
ის მოედანზე იმისთვის გადის, რომ ლიდერი იყოს. მას 2 დიდებული სეზონი ჰქონდა, ბოლო საერთოდ განსაკუთრებული იყო. მისნაირი ახალგაზრდა ფეხბურთელი არ მინახავს”, – განაცხადა კროოსმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.
“ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს” – რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
“ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი” – უცხოური სპორტული მედია ზე
“ბარსელონას” ფინალში მეტად გაუმართლა” – ტონი კროოსი
იამალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა – რა ფოტო გამოაქვეყნა ესპანელმა? [PHOTOS]
ზიდანმა დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებმაც “რეალში” ყველაზე მეტად აღაფრთოვანეს – სიაში კრიშტიანო რონალდო არაა
“მბაპესთან ერთამად თამაში არ მაინტერესებდა” – კროოსი კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაზე
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
“კროოსმა ჩემგან ბევრი რამ ისწავლა” – არტურო ვიდალი
იამალმა დაასახელა კლუბი, სადაც არასდროს ითამაშებს
კროოსი: არ მომწონს, რომ ფეხბურთელები საუდის არაბეთში გადადიან
“ბაიერნი” ხავსს ეჭიდება – მიუნხენში იმედოვნებენ, რომ “ბარსელონა” უილიამსს ვერ დაარეგისტრირებს
“მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს” – გუტიმ “ბარსელონას” ვარსკვლავზე ისაუბრა
შჩესნიმ გაახანგრძლივა – პოლონელი “ბარსელონაში” კიდევ 2 წელი დარჩება
ეს გუნდი პსჟ არაა – ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
“ოქროს ბურთი” მისთვის ჯერ ადრეა” – მაკელელემ იამალზე ისაუბრა
იამალი სკანდალში გაეხვია – ვინ არის ესპანელის 30 წლის შეყვარებული, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან?
კროოსმა თავისი აზრით გერმანიის ნაკრების მომავალი ლიდერები დაასახელა