ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი ფანებთან მივიდა და მათთა ერთად იზეიმა გამარჯვება. აღნიშნულის ამსახველი ფოტო ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გამოაქვეყნა.
“მისი ლიდერობის უნარი “ლივერულში” ტრანსფერისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო”, – წერს რომანო.
შეგახსენებთ, მამარდაშვილი ამჟამად “ვალენსიას” ღირსებას იჯარის წესით იცავს, სეზონის დასრულების შემდეგ კი “ლივერპულს” შეუერთდება.