თიკა ჯამბურია ქართველმა მსმენელმა ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა პატარა გოგონა მუსიკალურ კარიერას იწყებდა. მისმა განსაკუთრებულმა ხმამ და არტისტიზმმა მალევე იპოვა გზა – თიკას მიერ შესრულებული სიმღერები ჰიტებად იქცა.
თიკა ჯამბურია მისი კარიერისა თუ პირადი ცხოვრების გამო ყოველთვის იყო მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. შეიძლება ითქვას, საზოგადოება მის ყველა ნაბიჯს აკვირდებოდა. თიკას ხშირად იწვევდნენ პოპულარულ შოუებში როგორც მუსიკალური სიახლეების გასაზიარებლად, ისე ოჯახურ ცხოვრებაზე სასაუბროდაც.
თიკა ჯამბურიამ არაერთხელ ისაუბრა გულწრფელად ბიზნესმენ ბექა ხოფერიასთან მტკივნეულ განქორწინებაზე, თუმცა ყოველთვის აღნიშნავს, რომ მასთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს და მეგობრობს ყოფილ დედამთილთან, ხათუნა ხოფერიასთანაც.
ვინ თიკა ჯამბურიას თვალს ადევნებს, მარტივად შეამჩნევდა, რომ ბოლო წლების მანძილზე ის განსაკუთრებით შეიცვალა – როგორც ფიზიკურად, ისე პიროვნულად – უფრო მეტად გაძლიერდა, გახდა თავდაჯერებული და ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯიც გადადგა. სიახლეებია მის კარიერაში – კულინარიულ შოუში მონაწილეობის შემდეგ მან საკუთარი კაფე გახსნა. სიახლეა მის პირად ცხოვრებაშიც – ის უკვე რამდენიმე წელია, შეყვარებულია. ამის შესახებ მან ექსკლუზიურად „პრაიმ ტაიმთან“ ისაუბრა:
· “რელიგიის შეცვლა არ არის მარტივი გადაწყვეტილება, ეს ადამიანმა საკუთარი სურვილით უნდა გააკეთოს” – რას ამბობს მარიამ შარმანაშვილი მეუღლის, კარლო პონტი უმცროსის შესახებ
„ძალიან ღრმა ბავშვობის მეგობრები ვართ. იმდენად მეგობრები ვიყავით, ვერასდროს ვიფიქრებდით, თუ სიმპათიები გაგვიჩნდებოდა. ოთხი წლის წინ, სულ სხვანაირი თვალით შევხედეთ ერთმანეთს და ძალიან კარგიც მოხდა. მისი დამსახურებაა, რომ მეორედ დავიბადე და თავიდან შევდექი ადამიანად. ქალს გვერდზე როგორი მამაკაცი ჰყავს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩემმა შეყვარებულმა მომცა შანსი გამეკეთებინა ეს კაფე და დამეწყო საკუთარი ბიზნესი. ოთხი წელია, შეყვარებულები ვართ, მაგრამ არ უყვარს, როცა მასზე ვსაუბრობ და არასდროს მილაპარაკია ამაზე”, – აღნიშნა თიკა ჯამბურიამ „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას.
მომღერალ თიკა ჯამბურიას საქართველოში ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობენ, იმ დროს მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და თიკა პოპულარული შოუების სასურველი სტუმარია დღესაც. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი “ცისარტყელები”. , 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი “ჯეირანი”, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
· “დღეს ჩემ გვერდით არის ადამიანი და ვგრძნობ, რომ მას ვუყვარვარ” – თამთა ჭელიძის ხმაურიანი განქორწინება, ერთი შვილი და წარმატებული კარიერა
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს. ბავშვობაში ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა.
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.




