ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:
,,ვცდებით, როცა ვვარაუდობთ ხოლმე, რომ, აი, ბიძინა რაღაც ხლართავს! აი, იმას “დაკლავს” და იმას შესწირავს!..
ამ არაორდინალურ ოლიგარქს, სინამდვილეში, არანაირი საჭადრაკო პარტიის თამაში არც უნდა და არც შეუძლია!.. მისი “გენიალობაც” იმაშია, რომ ჩვენ ის “იგროკი” გვგონია!.. არადა, ჩვეულებრივი და ტვინგაყინული ძალაუფალია!.. უნდა და კობახიხეს ნიშნავს! უნდა და ღარიბაშვილს უშვებს! უნდა და ახურებს! უნდა და …
როდის გადაუნდება, ღმერთმაც არ იცის! როცა დილიხორი ექნება ამის!
როდის ექნება დილიხორიო, არ მკითხოთ! არ ვიცი… შეიძლება ხვალაც კი ჰქონდეს! შეიძლება არასოდეს არ ჰქონდეს! კიდია…
ახლა მეორე – თუ ჩვენ მას ჭადრაკს შევთავაზებთ, მოგვიგებს! იმიტომ, რომ ის ჭადრაკს არ თამაშობს, მუდმივად რინგისკენ მიგვათრევს! რინგზე უფრო ძლიერია!
თუ რინგს შევთავაზებთ, ასევე მოგვიგებს… დიდი გამძლეობა აქვს! არ ეწევა! არ სვამს!
მაშ, რა უნდა შევთავაზოთ? პინგ-პონგი?.. ცხადია, არა! მისი პროპაგანდა ძლიერია!
ბალეტი ან ტანგო? არ უნდა!
ტატამი? რინგისგან არაფრით განსხვავდება!
“გარადკი” ? … ალბათ არა!
მე მაქვს იდეა – კატანა მივცეთ! და მუდმივად შევახსენოთ, რა დანიშნულება აქვს მას!“