მისი აგენტი “ბარსელონას” თავად დაუკავშირდა – ნიკო უილიამსი “ბლაუგრანას” უახლოვდება

დიდი ალბათობით, ნიკო უილიამსი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ესპანელმა შემტევმა “ბლაუგრანასთან” პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
აღსანიშნავია, რომ “ბარსას” სპორტული დირექტორი დეკუ თავდაპირველად “ბილბაოსთან” მოლაპარაკებების გამართვას არ გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კლუბს თავად ნიკოს აგენტი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ფეხბურთელს “ბლაუგრანაში” თამაში ნებისმიერ ფასად სურდა, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობამ აზრი შეიცვალა.
უილიამსის დამატებით “არსენალი” და “ბაიერნიც” ინტერესდებიან, თუმცა ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ “ბარსაში” სურს.
აღსანიშნავია, რომ “რეკორდმაისტერს” ხელფასის სახით შემტევმა 18 მილიონი ევრო მოსთხოვა, “ბარსელონაში” გადასვლის შემთხვევაში კი მზადაა 6.6 მილიონ ევროს დათანხმდეს და არც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის გარანტიებს ითხოვს.
გასულ სეზონში უილიამსმა 45 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
“ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?” – გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
იამალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა – რა ფოტო გამოაქვეყნა ესპანელმა? [PHOTOS]
ნიკო უილიამსი, ალბათ, კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს
“ბარსელონამ” უილიამსი ვერ შეიძინა – ლაპორტას აკრიტიკებენ
“ბილბაოს” ლეგენდა ზაფხულში ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
“იამალის მსგავსი ტალანტია” – დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
“ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია” – პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
“ჯერ არაფერი დასრულებულა” – ალონსო “ბაიერნთან” მატჩის შემდეგ
დღეს დიდი მატჩებია – “არსენალმა” ახლა თუ არა, როდის და “რეალი”, რომელსაც აქ 20 წელია, არ წაუგია!..
“ბარსელონამ” ნახევარფინალში “ბილბაოს” მოუგო [VIDEO]
ლევანდოვსკი ნაკრებიდან გაურკვეველი ვადით წავიდა – მან დაბრუნების პირობაც დაასახელა
“ბარსელონას” ახალი მეკარე ეყოლება – ტერ შტეგენი ტრანსფერზეა
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის “რიგასი” “პაოკთან” დამარცხდა
ანჩელოტი: ნახევრად კმაყოფილი ვარ, “ბაიერნმა” ჩვენზე უკეთესად ითამაშა
[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში
ალფონსო დევისი “რეალში” აღარ გადავა
მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება – დიდი ალბათობით, ტუხელი “ბაიერნს” აღარ დატოვებს