მისასალმებელია, რომ „სირცხვილიამ“, როგორც იქნა, წაიკითხა კანონი, მიხვდა, რომ საქმიანობის ხელის შეშლას კანონი არ ისახავს მიზნად და დარეგისტრირდა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი გამჭვირვალობის კანონის რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციას ეხმიანება.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ აქტიურად მოქმედი NG0-ების დაახლოებით მეოთხედია უკვე რეგისტრირებული.
პარლამენტის წევრი „სირცხვილიას“ რეესტრში რეგისტრაციის ფაქტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ორგანიზაციამ კანონი წაიკითხა და მიხვდა, რომ საქმიანობის ხელის შეშლას კანონი არ ითვალისწინებს.
„მისასალმებელია, რომ ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ. აქტიურად მოქმედი ორგანიზაციების დაახლოებით მეოთხედი უკვე დარეგისტრირებულია და ალბათ, ორშაბათს, კიდევ უფრო მეტი დარეგისტრირდება. ასევე მისასალმებელია, რომ „სირცხვილიამ“, როგორც იქნა, წაიკითხა კანონი, მიხვდა, რომ საქმიანობის ხელის შეშლას კანონი არ ისახავს მიზნად და დარეგისტრირდა. იმედი მაქვს, რომ სხვა ორგანიზაციებიც დარეგისტრირდებიან და არ განაგრძობენ საქართველოს წინააღმდეგ აბსურდული ქმედებების განხორციელებას,“-აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა