მისასალმებელია, თუ ევროკავშირი გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როდესაც ჩვენს არჩევნებში გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ, ხან ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ?!

მისასალმებელია, თუ ევროკავშირი გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როდესაც ჩვენს არჩევნებში გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ, ხან ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ?!
ევროკომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპა არ არის საკმარისად მზად იმისათვის, რომ გაუმკლავდეს [არჩევნებში] ისეთი მტრების ჩარევას, როგორიცაა და ამას საარჩევნო თემად აქცევს, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, მისასალმებელია, თუ ევროკავშირი გარედან შემოსული ფულის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ, გასათვალისწინებელია საქართველოც, სადაც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური ხმის დათვლის შედეგებს აყალბებენ და ამით რევოლუციურ პროცესებს ახალისებენ, ხან კი ხელისუფლებას გამოგონილი ბრალდებებით არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ.
“ევროკომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპა არ არის საკმარისად მზად იმისათვის, რომ გაუმკლავდეს [არჩევნებში] ისეთი მტრების ჩარევას, როგორიცაა და ამას საარჩევნო თემად აქცევს. რუსეთი ვინც არის და რაც არის ევროპელებზე ბევრად უკეთ ვიცით და მხოლოდ მისასალმებელია, თუ ევროკავშირი მის ქვეყნებში გარედან შემოსული ფულის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? როდესაც ჩვენს არჩევნებში ასევე გარედან (არა რუსეთიდან!) დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ და ამით რევოლუციურ პროცესებს ახალისებენ, ხან ხელისუფლებას ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის გამოგონილი ბრალდებებით არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ?!” – წერს ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას