მისალოც წერილს ფაშინიანი – კობახიძეს, ალიევი -ყაველაშვილს უგზავნის

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებიც ულოცავენ.
სომხეთის პრემიერ მინისტრი მილოცვის წერილს, ირაკლი ს უგზავნის.
„გულითადად გილოცავთ თქვენ და მოძმე საქართველოს ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო წლებში სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებები ურთიერთშეთანხმებისა და ერთობლივი, უწყვეტი ძალისხმევის შედეგია უმაღლეს და უწყებათაშორის დონეზე, რაც ხელი შეუწყო ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ — სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლებას.მაღლად ვაფასებთ მეგობარი საქართველოს მხარდაჭერას სომხეთის მთავრობის მიერ წარდგენილ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონულ ქვეყნებს შორის კავშირისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას, ასევე იმ ნაბიჯებს, რომელსაც საქართველო დგამს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესის მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თქვენ და თქვენს ქვეყანას კეთილდღეობას, მშვიდობასა და ახალ წარმატებებს”, – ნათქვამია ფაშინიანის მილოცვაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მისალოც წერილში ყაველაშვილისადმი ალიევი წერს:
“პირადად ჩემგან და აზერბაიჯანის ხალხის სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს — 26 მაისს. გისურვებთ თქვენ წარმატებას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს — მშვიდობას, კეთილდღეობასა და პროგრესს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში კეთილმეზობლობასა და ურთიერთგაგებას ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძალისხმევით ეს ურთიერთობები მომავალშიც გაღრმავდება ჩვენი ქვეყნების და ხალხების საკეთილდღეოდ”.