“მირჩევნია, კარგი სპექტაკლი ვნახო, სერიოზული მსახიობური ნამუშევრები, ვიდრე ასე ვნახო თეატრი სპექტაკლის მერე – არა რუსულ კანონს”

ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დღეს სიმართლის მხარეს დგას. მათთვის ვისთვისაც ძვირფასი სიმართლე, ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები , ტრადიციები და ეროვნული ღირებულებებია 29 აპრილს „ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებას უერთდება.

სოციალურ ქსელში აქტიურობენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. ისინი მოუწოდებენ თანამოქალაქეებს 29 აპრილს, პარლამენტის წინ ერთად უთხრან უარი შავ ფულს და კი – გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“

29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ, – ამის შესახებ  ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„მივდივარ 29 აპრილს, მაგრამ ვინმესთან საჩხუბრად ან სადავოდ კი არ მივდივარ, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი გაყოფა არ შეიძლება… ასე საქართველო არ მოსულა აქამდე“,- აცხადებს მსახიობი იმედა კახიანი.

„დღევანდელმა დღემ დაგვანახა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა!
რამხელა საფრთხეებია შიგნით თუ გარეთ და რამხელა ძალა ეჭიდავება ქართულ სახელმწიფოს,იდენტობას და ამ ქვეყნის მოქალაქეს.  დღეს ენის მოჩლექის დრო არ არის,ან ხარ ქართველი და გინდა შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა,ან ხარ სხვა ქვეყნის ინტერების მსხვერპლი.(რბილად რომ ვთქვათ) 29 აპრილს მშვიდობით და ერთობით ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე“,- წერს მომღერალი ზურაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

„ვაჟკაცობა ისეთ ქმედებებშია, როცა შენს ბიოგრაფიაში არსებობს ისეთი რამ, რომ ურთულეს მომენტში ხმა ამოგიღია, გითქვამს, ჩემხელა ბიჭებს რას უშვრებით, რა უქენით იმათ მშობლებს, რატომ ამტვრევთ ძვლებში, რატომ აქრობთ?! შენგან პროტესტიც ჩემთვის მისაღებია, მაგრამ შენ საერთოდ კრინტიც რომ არ გითქვამს, არ გაჭაჭანებულხარ და გამოდიხარ – არა რუსულ კანონს, ჩემი ბიოგრაფიის მქონე ადამიანს ამაზე მეცინება. მირჩევნია, კარგი სპექტაკლი ვნახო, სერიოზული მსახიობური ნამუშევრები, ვიდრე ასე ვნახო თეატრი სპექტაკლის მერე – არა რუსულ კანონს“,- აცხადებს მსახიობი, ზაზა პაპუაშვილი.

„მივდივარ 29 აპრილს დანიშნულ აქციაზე, ჩემი წილი საქართველოს (მამულის, ენის, სარწმუნოების) დასაცავად. გამიხარდება ერთ ადამიანს მაინც თუ დავინახავ, პლაკატით, “არა ევროკავშირს – არა ელგებეტე პროპაგანდას” – წერს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ