თურქეთთან მატჩის მეორე დღეს საავადმყოფოში გადაყვანილი რუმინეთის ნაკრების მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ თავს უკეთ გრძნობდა, გამოწერას უპირებდნენ, მაგრამ მისი მდგომარეობა გაუარესდა.
80 წლის ლუჩესკუმ ინფარქტი მიიღო, თუმცა საბედნიეროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
ახლა ლუჩესკუს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ჯერ კიდევ რეანიმაციაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეორე ინფარქტი გადაიტანა, სიმართლეს არ შეესაბამება.