მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა

80 წლის ასაკში რუმინეთის ნაკრების მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა.
ლუჩესკუმ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში თურქეთთან დამარცხების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, პარასკევს ინფარქტი გადაიტანა, ხელოვნირ კომაში იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ლუჩესკუ ადრე “ინტერის”, “გალათასარაის”, “ბეშიქთაშის”, “ზენიტის”, “შახტარის”, კიევის “დინამოს” და თურქეთის ნაკრების თავკაცი იყო. მას სამწვრთნელო კარიერაში 35 ტიტული აქვს მოგებული.