მირონ მარკევიჩი: უკრაინა ევრო 2024-ზე მინიმუმ მეოთხედფინალში უნდა გავიდეს

“კარპატის” ამჟამინდელი და უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მირონ მარკევიჩი მიიჩნევს, რომ მათი ქვეყნის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გასვლა შეუძლია:
“საკვალიფიკაციო ტურნირზე გვანერვიულეს, მაგრამ კარგი შემადგენლობა გვყავს. მთავარია შედეგს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, სერგეი რებროვის შეგირდებზე ფსიქოლოგიური წყეხი მოქმედებდა, ასეთ სიტუაციაში კი ფეხბურთელები ყოველთვის ვერ ახერხებენ თავიანთი საუკეთესო უნარების წარმოჩენას. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ გუნდი ნერვიულობას გაუმკლავდა.
ჩემი აზრით, ევროპირველობაზე სულ სხვა ფეხბურთს აჩვენებენ, უფრო ხარისხიანს. მიმაჩნია, რომ გულშემატკივრებს ნაკრების მინიმუმ მეოთხედფინალში გასვლის იმედი უნდა ჰქონდეთ.