დირიჟორ მირიან ხუხუნაიშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – მუსიკოსი ვროცლავის ოპერის მუსიკალურ ხელმძღვანელად დაინიშნა:
“ჩემს სამშობლოში განვითარებული მოვლენების გამო, ჩემი სიხარული კოჭლია, თუმცა მინდა მაინც გაგიზიაროთ, რომ 2025 წლის სექტემბრიდან, პოლონეთის ერთ-ერთი გამორჩეული საოპერო თეატრის, ვროცლავის ოპერის მუსიკალური ხელმძღვანელი ვიქნები…
13 წლის წინ, როცა პოლონეთში სასწავლებლად წავედი, იმ სითბომ, სიყვარულმა და მხარდაჭერამ, რომელიც თავიდანვე მივიღე პოლონელებისგან, პოლონეთი ჩემი მეორე სახლი გახადა.
ამდენი წლის შემდეგ კი, კოლექტივებთან, რომელთა წარმოდგენებისთვის ოდესღაც რიგში ვიდექი, ახლა კონცერტებს ვმართავ.
პოლონეთი კვლავ გახდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი.
2025 წლიდან ყველაზე მეტ დროს ვროცლავის ოპერაში გავატარებ.
მაგრამ ჩემი მუსიკალური ცხოვრება პოლონეთში აქ არ მთავრდება – ასევე მჭიდროდ ვითანამშრომლებ Elbląg-ის კამერულ ორკესტრთან (Elbląska Orkiestra Kameralna), ორკესტრთან, რომელმაც ჩემი გული მოიგო პირველივე წუთებიდან.
ჩვენ უკვე დავპირდით ერთმანეთს, რომ წელიწადში მინიმუმ ოთხ კვირას გავატარებთ ერთად, როგორც მათი მთავარი დირიჟორი.”