საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მირიან, გასული კვირას აშშ-მ საქართველოს ხელისუფლების 30-მდე წარმომადგენელს აშშ-ში სავიზო სანქციები დაუწესა.
აშშ დასანქცირებულთა ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ, ყველა იმაზე საუბრობს, რომ ეს არ არიან ხელისუფლების პირველი პირები, არც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ივანიშვილი, მაგრამ, არიან სახელისუფლებო გუნდის მეორე ეშელონისა და ძალოვნების წარმომადგენლები.
ამერიკულ სანქციებს ორი განზომილება აქვს – პოლიტიკური და ეკონომიკური. მოდით, პოლიტიკურით დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით ვაშინგტონის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების პოლიტიკურ შემადგენელს?
– ვაშინგტონის მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებში ნეგატიური დატვირთვის სიახლეა.
როგორ ახლა ირკვევა, საქართველოში დასასანქცირებელი ადამიანების სიის შედგენა დაევალა აშშ-ს სადაზვერვო სამმართველოს და არა საელჩოს. როგორც წესი, ასეთ სიას დიპლომატიური სამსახური ადგენდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან უფრო მძიმე სიტუაციაა და ეს ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს.
როგორ ახლა ირკვევა, საქართველოში დასასანქცირებელი ადამიანების სიის შედგენა დაევალა აშშ-ს სადაზვერვო სამმართველოს და არა საელჩოს. როგორც წესი, ასეთ სიას დიპლომატიური სამსახური ადგენდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან უფრო მძიმე სიტუაციაა და ეს ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს
ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკულ დაზვერვას მიენდო არა მხოლოდ დასასანქცირებელ ადამიანთა სიის ფორმირება, არამედ, „საქართველოს ქეისის“ დიდი ნაწილი. საერთოდ, დაზვერვას არ უყვარს ასეთი ტიპის თემის დიპლომატებისთვის დაბრუნება. ეს ამ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. ეს ასე ნიშნავს იმასაც, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაფუჭების ტემპი კიდევ უფრო მძაფრი იქნება ვიდრე ველოდით.
საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ დიპლომატიური ლექსიკის ფარგლებში კი არ ვიქნებით, არამედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო დამძიმდება. დაზვერვის მოქმედების სტილი დიპლომატების მოქმედების სტილიდან განსხვავებულია. მთელი ნეგატიური პლასტი წინა პლანზე იქნება წამოწეული დაუყოვნებლივ და არა გარკვეული დროის შემდეგ.
დაზვერვის მოქმედების სტილი დიპლომატების მოქმედების სტილიდან განსხვავებულია. მთელი ნეგატიური პლასტი წინა პლანზე იქნება წამოწეული დაუყოვნებლივ და არა გარკვეული დროის შემდეგ
– ვაშინგტონის მიერ გადადგმული ნაბიჯის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო?
– ეს თემა ჩვენ რამდენჯერმე გავარჩიეთ. მე მაინც ჩემს თავდაპირველ პოზიციებს გავიხსენებ. ჩემი აზრით, ამერიკულ სიაში ივანიშვილი არ უნდა იყოს. სანქციების თემა თავიდან ბოლომდე ივანიშვილთან დაკავშირებული.
ვაშინგტონმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებით ივანიშვილს ეპისტოლე გამოუგზავნეს იმაზე, რომ მასთან პოლიტიკური ვაჭრობა დასრულებულია. ვაშინგტონი საქართველოს ჯერ რუსულ სანგრებში ჩამსხდარ ქვეყნად არ განიხილავს, მაგრამ, დე-ფაქტოდ, მოგვიაზრებენ, რომ ჩვენს ქვეყანას რუსული სანგრებისკენ აქვს აღებული გეზი.
ივანიშვილს ეპისტოლე გამოუგზავნეს იმაზე, რომ მასთან პოლიტიკური ვაჭრობა დასრულებულია. ვაშინგტონი საქართველოს ჯერ რუსულ სანგრებში ჩამსხდარ ქვეყნად არ განიხილავს, მაგრამ, დე-ფაქტოდ, მოგვიაზრებენ, რომ ჩვენს ქვეყანას რუსული სანგრებისკენ აქვს აღებული გეზი
ამერიკელებს „ქართული ქეისი“ ასე წარმოუდგენიათ, მათ უნდათ საქართველოს დასავლურ სივრცეში რეალური ინტეგრაცია. მათ ეს პროცესი უნდა დაეწყოთ, უკრაინაში ომის ფონზე რუსეთის დასუსტებისა და აშშ-ში ამერიკული არჩევნების დასრულების შემდეგ.
ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანი იყო ჯერ ტრამპის თემის დახურვა, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასუსტების. მათ მიაჩნდათ, რომ ამის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების რუსული წნეხისგან გათავისუფლების უფრო მეტად მოსურნეები იქნებოდნენ.
სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ამერიკელებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ „ქართული ქეისი“ რამდენიმე თვით გადაავადოს. თუ რატომ არ აძლევს ამის საშუალებას ჩვენი ხელისუფლება, ეს არის ყველზე დიდი და გაუგებარი ინტრიგა.
სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ამერიკელებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ „ქართული ქეისი“ რამდენიმე თვით გადაავადოს. თუ რატომ არ აძლევს ამის საშუალებას ჩვენი ხელისუფლება, ეს არის ყველზე დიდი და გაუგებარი ინტრიგა
– მომხდარი როგორ აისახება ქართულ ეკონომიკაზე, ამაზე რამდენიმე დღეა ვისმენთ მსჯელობებს. ნაწილი თვლის, რომ ქართულ ეკონომიკა არ დაზარალდება. მეორე ნაწილი კი პირიქით, აპოკალიფსურ სურათს ხატავს.
თქვენი აზრით, ვაშინგტონის მიერ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების პირველი ეტაპი როგორ აისახება ქართულ ეკონომიკაზე?
– სანქციების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ივანიშვილი იყო დარწმუნებული რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე ვაშინგტონი არ უპასუხებდა. მის ამ განწყობას ტრანსლირებდა „ქართული ოცნების“ დანარჩენი ლიდერშიფი.
ჩვენ ამ თემაზე ადრე გვისაუბრია და მე არა ერთხელ გამოვთქვი აზრი, რომ ჩვენი ხელისუფლების გზავნილებზე ვაშინგტონს ექნებოდა რეაქცია. პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლებას არა მხოლოდ სანქციებთან დაკავშირებით ჰქონდა მცდარი შეხედულებები. მათ სხვანაირად აღიქვეს რუსეთის აქტიურობა უკრაინის ფრონტზე. მათ ჰქონდათ განცდა, რომ რუსეთი იმარჯვებს. მათი ამგვარი შეხედულებები უკავშირდება იმას, რომ მათ სწორად ვერ შეაფასეს მხარეებს შორის ძალთა ბალანსი სწორად.
პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლებას არა მხოლოდ სანქციებთან დაკავშირებით ჰქონდა მცდარი შეხედულებები. მათ სხვანაირად აღიქვეს რუსეთის აქტიურობა უკრაინის ფრონტზე. მათ ჰქონდათ განცდა, რომ რუსეთი იმარჯვებს. მათი ამგვარი შეხედულებები უკავშირდება იმას, რომ მათ სწორად ვერ შეაფასეს მხარეებს შორის ძალთა ბალანსი სწორად
ხელისუფლებას მოეჩვენა, რომ თუ ამერიკა და დასავლეთი გადის პოსტსაბჭოთა სივრციდან, მაშინ ეკონომიკური ბერკეტები დასავლეთიდან გადავა რუსეთის მხარეს. მათ მოეჩვენათ, რომ თუ დასავლეთი პოლიტიკურად თმობს პოსტსაბჭოთა სივრცეს, მაშინ დასავლეთი ეკონომიკურ ბერკეტებსაც აღარ აამოქმედებს. ეგონათ, რომ არც ლარის კურს არაფერი არ დაემართებოდა.
რაც შეეხება ამის ყველაფრის ეკონომიკაზე ასახვას. დასანქცირებამდეც ვამბობდი, რომ ეს ქართულ ეკონომიკას შეეხება. ახლა ლარის კურსის ცვლილებასთან ამერიკა არაფერ შუაშია. ლარის კურსს დღეს დაარტყამს ის, რომ ყველა ინვესტორი, ყველა თავისუფალი მოთამაშე საქართველოს ბაზარზე გადაწყვეტს საქართველოში ეკონომიკური აქტიურობის შენელებას თავისი აუარების ეკონომიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე.ამ პროცესს ჩვენ ვერაფერს ვერ ვუზამთ, შესაბამისად ლარის კურსი და ქართული ეკონომიკა პერმანენტული დეგრადაციის რეჟიმში შევა.
ახლა ლარის კურსის ცვლილებასთან ამერიკა არაფერ შუაშია. ლარის კურსს დღეს დაარტყამს ის, რომ ყველა ინვესტორი, ყველა თავისუფალი მოთამაშე საქართველოს ბაზარზე გადაწყვეტს საქართველოში ეკონომიკური აქტიურობის შენელებას თავისი აუარების ეკონომიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე.ამ პროცესს ჩვენ ვერაფერს ვერ ვუზამთ, შესაბამისად ლარის კურსი და ქართული ეკონომიკა პერმანენტული დეგრადაციის რეჟიმში შევა
თუ ჩვენ დასავლეთთან ურთიერთობები ვერ დავალაგეთ, მსოფლიოს საფინანსო ინსტიტუციებს არ დავანახეთ რომ ლარის კურსი გეოპოლიტიკურ რისკებში არ არის, მაშინ ეკონომიკაში სერიოზულ ნეგატიურ პროცესებს ვერ ავიცდენთ. ვერანაირი ეკონომიკური და ფინანსური რისკები გეოპოლიტიკურ რისკებს ვერ გადაფარავს.
– ბრძანეთ, რომ ვაშინგტონმა გადადგმული ნაბიჯებით ივანიშვილს უთხრა – „ვაჭრობა დასრულებულია“. ახლა მთავარია, როგორი იქნება ამ ყველაფერზე ხელისუფლების პასუხი.
ამ თემაზე ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების მეორე ეშელონის წარმომადგენლებისგან კომენტარები. თუ ამ კომენტარებით ვიმსჯელებთ, არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ადეკვატურ და რაციონალურ დასკვნებს გააკეთებს. . .
– ხელისუფლებას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე მცდარი ალგორითმი აქვს. რაც მეტი დრო გადის, ეს ალგორითმი სულ უფრო და უფრო მცდარი ხდება. ხელისუფლებას ეგონა, რომ ევროპაში ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად დასრულდებოდა ევროპული ტრადიციული ელიტების სერიოზული მარცხით და საქართველოს ევროპარლამენტში გაუჩნდებოდა ძალიან სერიოზული გულშემატკივრებისა და „ადვოკატების“ მთელი სპექტრი.
ხელისუფლებას ეგონა, რომ ევროპაში ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად დასრულდებოდა ევროპული ტრადიციული ელიტების სერიოზული მარცხით და საქართველოს ევროპარლამენტში გაუჩნდებოდა ძალიან სერიოზული გულშემატკივრებისა და „ადვოკატების“ მთელი სპექტრი
არადა, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ეს ასე არ მოხდებოდა. ევროპის ლიდერშიფი გააგრძელებს თავის საქმიანობას, ფორ დენ ლაიენის მომხრეების რაოდენობა ევროპარლამენტში კიდევ უფრო გაიზრდება. ხელისუფლებას ასეთივე მცდარი შეხედულებები აქვს მაკროპოლიტიკურ რეალობებზე.
ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც, რატომღაც ხელისუფლების ქართულ პოლიტიკურ ელიტას პოლიტიკური კომპასი აერია და შეუქცევადად მცდარი დასკვნების სამყაროში შევიდა. თუ მსოფლიო პრაქტიკას გადავავლებთ თვალს, ამ რეალობიდან უკუსვლა ყველას უჭირს და ეს ქართული პოლიტიკური ელიტისთვის იქნება პრობლემა.
თუმცა, დავამატებ – ის რომ ამერიკული სანქციები არის ანონიმური, ამით ფაქტობრივად, ხელისუფლების ქართულ პოლიტიკურ ელიტასა და ლიდერშიფს, მიეცა საშუალება პოლიტიკური პრესტიჟის დამცვრობის გარეშე უკან დაიხიოს.
ის რომ ამერიკული სანქციები არის ანონიმური, ამით ფაქტობრივად, ხელისუფლების ქართულ პოლიტიკურ ელიტასა და ლიდერშიფს, მიეცა საშუალება პოლიტიკური პრესტიჟის დამცრობის გარეშე უკან დაიხიოს
ანუ, თუ გარკვეული პროამერიკული ნაბიჯები იქნება გადადგმული, სანქციების გაუქმდება და ვერავინ ვერ გაიგებს სანქციების ვის ჰქონდა დაწესებული და ვის არა.
– ანუ, ამ შანს გამოიყენებს ივანიშვილი? და თუ მან ეს შანსი არ გამოიყენა, ეს რისი მანიშნებელი იქნება?
– ეს ძალიან რთული კითხვაა. ფაქტობრივად, თქვენ ზუსტად სვამთ კითხვას. ივანიშვილის გარდა ამის ბერკეტი საქართველოში არავის აქვს. მე კი მინდა, რომ ივანიშვილმა ეს შანსი გამოიყენოს, მაგრამ, მიჭირს ზუსტი პასუხის გაცემა.
ჩემი აზრით, ვაშინგტონმა ივანიშვილს დაუტოვა ბოლო შანსი მოხდეს მსოფლიო პოლიტიკაში მისი ხელახალი რეინტეგრაცია. საქართველოში დღეს არსებულ მმართველობის სისტემას ივანიშვილის სისტემა შეიძლება ვუწოდოთ. მიუხედავად ამისა, იგი ინტეგრირებული იყო მსოფლიო პოლიტიკურ სისტემაში. მეტიც, მას არანაირი რისკები არ ჰქონდა.
ვაშინგტონმა ივანიშვილს დაუტოვა ბოლო შანსი მოხდეს მსოფლიო პოლიტიკაში მისი ხელახალი რეინტეგრაცია. საქართველოში დღეს არსებულ მმართველობის სისტემას ივანიშვილის სისტემა შეიძლება ვუწოდოთ. მიუხედავად ამისა, იგი ინტეგრირებული იყო მსოფლიო პოლიტიკურ სისტემაში. მეტიც, მას არანაირი რისკები არ ჰქონდა
თუ ივანიშვილმა ეს შანსი არ გამოიყენა, ძალიან სწრაფად დაიწყება მსოფლიო პოლიტიკური სისტემიდან ივანიშვილის ინტეგრაციიდან გასვლის პროცესი. ეს პროცესი თუ დაიწყო, ამის შემდეგ მე მიჭირს იმაზე საუბარი, საქართველოში პოლიტიკური პროცესსა და საფინანსო სიტუაციის გაუმჯობესების რა ბერკეტი შეიძლება არსებობდეს ნეგატიური პროცესებისგან დასაცავად.
– ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ახსენეთ. როგორც ვარაუდობენ, 24 ივნისს გაირკვევა ევროსტრუქტურებში პოზიციებს ვინ დაიკავებს. ასევე ვიცით, რომ ამის შემდეგ სხვა საკითხებთან ერთად დაგეგმილია საქართველოს საკითხის განხილვაც.
მხედველობაში მაქვს ის, რომ ევროკავშირი მკაფიოდ იტყვის რა პოზიცია ექნება მას საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, ასევე რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვიზალიბერალიზაციის საკითხზე და ასე შემდეგ.
მას შემდეგ რაც, ვაშინგტონმა საქართველოსთან მიმართებაში დასანქცირების ნაბიჯები გადადგა, ამ თემაზე ევროკავშირის ახალი შემადგენლობის პოზიცია როგორი იქნება?
– როგორც წესი, ევროპის ელიტა, სინქრონიზებულად მოქმედებს ევროპულ პოლიტიკურ ელიტასთან. მათ შორის დაპირისპირების პატარ-პატარა ქეისები კი არსებობს, მაგრამ, საგარეო პოლიტიკაში სხვაობები არ აქვთ.
საქართველოსთან მიმართებაში ცოტა ხანში მოხდება ასე – საქართველოს ევროპისკენ სვლის თემა, სამწუხაროდ დაიხურება. ხელისუფლებას მცდარი აზრები ჰქონდა რომ საქართველოს ორბანი უშველის. ორბანი ვერ გვიშველის. ვერანაირი ვეტო აქ არ ფიგურირებს. ხმების უბრალო უმრავლესობით შეიძლება გადაწყდეს დაგვრჩება თუ არა ვიზალიბერალიზაცია.
საქართველოსთან მიმართებაში ცოტა ხანში მოხდება ასე – საქართველოს ევროპისკენ სვლის თემა, სამწუხაროდ დაიხურება. ხელისუფლებას მცდარი აზრები ჰქონდა რომ საქართველოს ორბანი უშველის. ორბანი ვერ გვიშველის. ვერანაირი ვეტო აქ არ ფიგურირებს. ხმების უბრალო უმრავლესობით შეიძლება გადაწყდეს დაგვრჩება თუ არა ვიზალიბერალიზაცია
რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, ამ სტატუსს არ შეხებიან. ეს საკითხი ევროკავშირის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო და იგი ასეთად დარჩება. ევროკავშირი ჩვენ რუსული ორბიტისკენ არ გვიბიძგებს. საბოლოო ჯამში, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში ოპერატიული პაუზა გვაქვს აღებული. ის რომ სანქციები ანონიმურია, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთთვიანი მონიტორინგის ციკლი ჩართეს იქიდან და ელოდებიან საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯს.
საქართველოს ხელისუფლებას მთავრობის სხდომა დღეს უნდა გაემართა და რატომღაც გადადეს, თუ მთავრობამ ამერიკასთან და დასავლეთთან ურთიერთობის ნეგატიური სცენარი აირჩია, მკვახე შეფასებების რეჟიმში გადავიდა, მაშინ ყოველგვარი ოპერატიული პაუზის გარეშე დასავლეთი საქართველოსთან მიმართებაში ხისტ მოქმედებებზე გადავა. თუ ასე მოხდა, ჩვენ ათჯერ და ასჯერ მეტი დანაკარგები გვექნება, ვიდრე აქამდე გვქონდა.
თუ მთავრობამ ამერიკასთან და დასავლეთთან ურთიერთობის ნეგატიური სცენარი აირჩია, მკვახე შეფასებების რეჟიმში გადავიდა, მაშინ ყოველგვარი ოპერატიული პაუზის გარეშე დასავლეთი საქართველოსთან მიმართებაში ხისტ მოქმედებებზე გადავა. თუ ასე მოხდა, ჩვენ ათჯერ და ასჯერ მეტი დანაკარგები გვექნება, ვიდრე აქამდე გვქონდა
– ბაიდენმა და მაკრონმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მასში ნათქვამია – „მოუწოდებთ „ოცნებას“ პატივის სცეს საზოგადოების სურვილს ევროინტეგრაციულ გზაზე დაბრუნებით“.
გაქვთ იმის განცდა, რომ ეს გზავნილები თბილისში სწორად იქნება წაკითხული?
– ეს მესიჯები იმ კონტექსტში ჯდება, რაზეც მოგახსენეთ – კარგია რომ სანქციები ანონიმურიათქო. ამ გზავნილებით ვაშინგტონი და პარიზი მოუწოდებს ხელისუფლებას დაუბრუნდეს იმ მეგობრებს, რომელთანაც აქამდე აქტიურად თანამშრომლობდით.
თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ნარატივს „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, ფაქტობრივად, ჩვენ ვიღებთ იმ რეალობას, რომ საქართველოს ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ხელისუფლების ბრალდებას საერთაშორისო დონეზე, – მთელი მსოფლიოში ნეგატიური რაც ხდება უკრაინაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებები, ამ ყველაფრის ავტორი და ბრალი არის აშშ-ს პოლიტიკური ელიტა.
თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ნარატივს „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, ფაქტობრივად, ჩვენ ვიღებთ იმ რეალობას, რომ საქართველოს ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ხელისუფლების ბრალდებას საერთაშორისო დონეზე, – მთელი მსოფლიოში ნეგატიური რაც ხდება უკრაინაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებები, ამ ყველაფრის ავტორი და ბრალი არის აშშ-ს პოლიტიკური ელიტა
თუ ჩვენმა ხელისუფლებამ ანტიამერიკული რიტორიკა გაგრძელდა, ეს ნიშნავს რომ საქართველო აშშ-სთან და აშშ-ს პოლიტიკურ ელიტასთან ომში შედის. გლობალური ომის პარტიის არსებობის შესახებ იყო მთავარი, რაც ასე გააღიზიანა აშშ და არა იმან, რომ საქართველომ ამერიკისთვის მიუღებელი კანონი მიიღო. კანონის მიღება აშშ-ს მიერ მოქმედებაზე გადასასვლელად იურიდიულად იქნა გამოყენებული სანქციებისა და რეპრესიების დაწყებისთვის.
მთავარი პრობლემა, რამაც გამოიწვია ამერიკის რეაქცია, იყო ქართველი მხარის მიერ რუსული ბრალდებების გამეორება და ტირაჟირება. თუ ამ საკითხში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ გადაიხედა, მივიღებთ სრულმასშტაბიან ომს დასავლეთთან, აშშ და დასავლეთი ლეგიტიმურად არ ჩათვლიან შემოდგომის არჩევნებს.
მთავარი პრობლემა, რამაც გამოიწვია ამერიკის რეაქცია, იყო ქართველი მხარის მიერ რუსული ბრალდებების გამეორება და ტირაჟირება. თუ ამ საკითხში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ გადაიხედა, მივიღებთ სრულმასშტაბიან ომს დასავლეთთან, აშშ და დასავლეთი ლეგიტიმურად არ ჩათვლიან შემოდგომის არჩევნებს
ამის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას დააბრალებენ ხელისუფლების უზურპაციას. ეს კი ნიშნავს დასავლეთის ხელისუფლებასთან სრულმასშტაბიან დაპირისპირებას, რასაც მოჰყვება საქართველოში უმართავი პროცესები. ეს ნეგატიური სცენარის იმგვარი სტარტია, როცა გაჭირდება იმის დადგენა, თუ რა დრამატულად განვითარდება მოვლენები.
ვიმეორებ, ახლა საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოწვდილია ხელი, ბაიდენისა და მაკრონის მიმართვაც ამას ნიშნავს. ვისაც ომს გამოუცხადებენ, შემდეგ ასეთი მიმართვით აღარ მიმართავენ ხოლმე.
კიდევ არის შანსი სიტუაციის დეესკალაციის. მე დიდი სურვილი მაქვს ასე განვითარდეს პროცესი, თუმცა, ბოლომდე იმედი არ მაქვს. ვფიქრობ, ამგვარი სურვილის მოსურნე საქართველოში ბევრი იქნება და ხელისუფლება ამ შანს გამოიყენებს.
კიდევ არის შანსი სიტუაციის დეესკალაციის. მე დიდი სურვილი მაქვს ასე განვითარდეს პროცესი, თუმცა, ბოლომდე იმედი არ მაქვს. ვფიქრობ, ამგვარი სურვილის მოსურნე საქართველოში ბევრი იქნება და ხელისუფლება ამ შანს გამოიყენებს
ეს ჩვენ გვაძლევს საგარეო პოლიტიკური რისკებისგან დაცვის შესაძლებლობას და შიდაპოლიტიკური სტაბილურობის მაღალ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობას, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების და პოლიტიკური დეესკალაციის დიდ შანს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი