მირიან მირიანაშვილი – ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის სავარაუდო შედეგებზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ს მოლაპარაკებებს გამოეთიშოს, ამ მოლაპარაკებებზე მთელი პასუხისმგებლობა ევროპამ აიღოს, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდა, რა პოზიცია ექნება ჩინეთს, ასევე იმაზე, შექმნილ ვითარებაში რა პოზიცია ექნება ჩინეთს სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს მიმართ, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მირიან, სტამბულში უშედეგო რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა – „ვიდრე პუტინს არ შევხდები, შედეგი არ დადგება“.
შემდეგ გაირკვა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის არა შეხვედრა, არამედ სატელეფონო საუბარი 19 მისს შედგებოდა. საუბარი შედგა იმ ფონზე, რომ სტამბოლში რუსეთმა უკრაინას იმგვარი 5 პუნქტიანი მოთხოვნები წაუყენა, რომელიც სთვისაც მიუღებელია და უკრაინის მხარდამჭერი ევროპის ძირითადი და წამყვანი ქვეყნებისთვის.
ასეა თუნდაც იმიტომ, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა და იგი კიევისგან მისი პირობების მიღებას მოითხოვს და ევროპისა და აშშ-გან მისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას.
უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნების თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მანამდე ჩვენი საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შედეგებით უნდა დავიწყოთ.
ამ საუბრის შედეგებზე მხარეების შეფასებები კი მოვისმინეთ, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შედეგებს?
– როგორც ამერიკული მხარის განმარტებით ირკვევა და როგორც მოსალოდნელი იყო, საუბარი სავარაუდოდ, უკრაინის გარდა, შესაძლოა, უფრო მეტადაც ეხებოდა პოსტსაბჭოთა სივრცესაც, იმიტომ რომ რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, ეს იყო პოსტსაბჭოთა სივრცის რეინტეგრაციისთვის ომი და არა მარტო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ ნაწილში, შეიძლება ითქვას, რომ უდავოდ, საქართველოზეც იქნებოდა საუბარი. ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი საქართველოს ქეისთან დაკავშირებით არის საინტერესო.
მიმაჩნია რომ პუტინი დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაშია. არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით ის შეიძლება ითქვას კუთხეშიცაა მოქცეული, მას დროის თვალსაზრისით მანევრის რესურსი აღარ აქვს. პუტინს უკრაინასთან სამშვიდობო ზავი უნდა.
მიმაჩნია რომ პუტინი დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაშია. არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით ის შეიძლება ითქვას კუთხეშიცაა მოქცეული, მას დროის თვალსაზრისით მანევრის რესურსი აღარ აქვს. პუტინს უკრაინასთან სამშვიდობო ზავი უნდა
ერთი სატელეფონო საუბრით თუ კულუარული მოლაპარაკებებით სამშვიდობო ზავი არ მიიღწევა და ეს არც მოხდებოდა. ეს ვერც მოხდებოდა რუსეთის შიდა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური სხვა ვითარებებიდან გამომდინარე.
ფაქტია, რომ პუტინს აქვს გარკვეული შეზღუდვები, რომელთა შორის ყველაზე მთავარია რუსეთში ე.წ. „ციმბირული დაჯგუფება“. უდმურტულ-ტუვური კლასტერი, მათში მოიაზრება პატრუშევ-შოიგუს დაჯგუფება, რომელიც თავის დროზე თავად პუტინის მიერ იყო შექმნილი.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს რუსეთი ამ დაჯგუფების მძევალიც კია. ეს დაჯგუფება წინააღმდეგია რუსეთის დასავლეთთან დაახლოების. სხვათა შორის, ამ შიდა რუსული დაპირისპირების მძევალიც არის საქართველო. ასეა იმიტომ, რომ სანამ ამერიკასთან რუსეთის ზავი არ მოხდება, მანამდე საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ვერ გაირკვევა და ქვეყანა გრძელვადიან სტაბილურობას ვერ შეიძენს.
სანამ ამერიკასთან რუსეთის ზავი არ მოხდება, მანამდე საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ვერ გაირკვევა და ქვეყანა გრძელვადიან სტაბილურობას ვერ შეიძენს
– ბრძანეთ – „პუტინს სამშვიდობო ზავი უნდა“. ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ მხარეების მიერ გაკეთებული კომენტარებით პრაქტიკულად, ტრამპმა პუტინის მისცა დრო და სივრცე მანევრირებისათვის.
ტრამპმა განაცხადა – „რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ დაიწყება მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტასა და ომის დასრულებაზეო“, მაგრამ, პუტინი აცხადებს, რომ საუბარი „ცეცხლის შეწყვეტაზე კი არა, არამედ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყებაზეა“.
იმ თემებს, რაზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება, ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ, ამ თვალსაზრისით რამდენად შედეგიანი იყო ტრამპსა და პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი?
– ერთი სატელეფონო საუბრით ომს ვერ დაასრულებ, იგი პოლიტიკური პროცესის ნაწილად უნდა განვიხილოთ. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების დალაგება წინაპირობაა უკრაინა-რუსეთის ომის შეწყვეტის.
თუ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობები გრძელვადიანი სტაბილურობის რეჟიმში არ შევიდა, უკრაინა-რუსეთის ომი ვერ დამთავრდება. დღეს უკრაინა-რუსეთის ომი სხვა ომია იმასთან შედარებით, რომელიც 2022 წელს დაიწყო. თვალი უნდა მივადევნოთ იმ პროცესს, რომელსაც შიდა ინტრიგები ახლავს.
თუ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობები გრძელვადიანი სტაბილურობის რეჟიმში არ შევიდა, უკრაინა-რუსეთის ომი ვერ დამთავრდება. დღეს უკრაინა-რუსეთის ომი სხვა ომია იმასთან შედარებით, რომელიც 2022 წელს დაიწყო. თვალი უნდა მივადევნოთ იმ პროცესს, რომელსაც შიდა ინტრიგები ახლავს
პრობლემები არა მარტო რუსეთის მხარეს არის, ევროპაშიც და ამერიკაშიც საკმაოდ სერიოზული ჯგუფებია, რომლებიც რუსეთთან მიმართებაში ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ არიან. ეს ჯგუფები ამერიკაში საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფებია. ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს.
აქ აღარაა საუბარი მხოლოდ უკრაინის ინტერესებზე, არამედ საუბარია გლობალური დასავლეთის ინტერესებზე უკრაინაში. მეტიც, გლობალური დასავლეთის ინტერესებზე ამიერკავკასიაში და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეზე.
ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე მეტად სადავოა. დღეს მსოფლიოში არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი და სადავო ტერიტორია პოლიტიკურად, ეკონომიკურად და თუნდაც სამხედრო კონტექსტში, ვიდრე პოსტსაბჭოთა სივრცეა. დღეს მსოფლიო ომია პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. ამ ომის ზავის ბევრი ვერსია არსებობს, ასეა იმიტომ რომ უამრავი ინტერეს ჯგუფია, საკმაოდ გავლენიანი თავისი შეხედულებებით.
როცა ტრამპსა და პუტინს შორის კომუნიკაციაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა, ერთბაშად იხილებოდეს ბევრი ვარიანტი. ნუ ვიფიქრებთ იმას, რომ რასაც რუსეთი ახმოვანებს, ეს მხოლოდ მისი ვერსიაა. რუსეთი დღეს პოსტსაბჭოთა სივრცის გაყოფასთან დაკავშირებით ახმოვანებს ჩინურ ვარიანტს.
ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ არის დამალული, ინტრიგაა ამ დამალულის ხილვაა, მაგრამ, ჩვენ არ უნდა ვფოკუსირდეთ მარტო ტრამპის მცდელობებზე დაასრულოს უკრაინა-რუსეთის ომი.
ტრამპს აქვს სურვილი და ვალდებულებაც დაასრულოს ომი უკრაინაში დასავლეთის პირობებით. ამ ეტაპზე ტრამპის გეგმაზე თანახმა პუტინი ვერ იქნება. ამიტომ გრძელდება ომი, მაგრამ იგი ტრამპის საზავო შეთანხმებაზეც უარს ვერ იტყვის.
ტრამპს აქვს სურვილი და ვალდებულებაც დაასრულოს ომი უკრაინაში დასავლეთის პირობებით. ამ ეტაპზე ტრამპის გეგმაზე თანახმა პუტინი ვერ იქნება. ამიტომ გრძელდება ომი, მაგრამ იგი ტრამპის საზავო შეთანხმებაზეც უარს ვერ იტყვის
ამიტომ, უკრაინაში ომიც გაგრძელდება და უკრაინა-რუსეთს შორის საზავო მოლაპარაკებებიც.
– დიახ, ალბათ, რუსეთ-უკრაინის საზავო მოლაპარაკებები დაიწყება, მაგრამ ჩვენ გვახსოვს პუტინის განცხადებები იმის თაობაზე, რომ უკრაინა, როგორც ქვეყანა და ერი არ არსებობს, შემდეგ ამტკიცებდა, რომ ერთი ერი ვართო.
ახლა პუტინმა განაცხადა – „დავიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინასთან და ხელს მოვაწერთ მემორანდუმს მომავალ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, მთავარია, უკრაინულმა მხარემ მაქსიმალურად მიმართოს ძალისხმევა მშვიდობის დასამყარებლად და იპოვოს ის კომპრომისები, რომელიც ყველა მხარეს აწყობს“.
პუტინის ეს განცხადება არარეალისტურად გამოიყურება, თუნდაც იმის გამო, რომ რუსეთს არ აწყობს ომის დასრულება, ან თუ აწყობს მხოლოდ რუსული პირობებით. ამის ნათელი მაგალითი იყო სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის მედინსკის მიერ უკრაინულ მხარისთვის წარდგენილი 5 პუნქტიანი მოთხოვნები.
ამის ფონზე პუტინმა თავიდან აიცილა მოთხოვნა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის შესახებ.
თქვენ რა მოლოდინი გაქვთ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებისაგან, რომლის გამართვა დააანონსეს აშშ პრეზიდენტმა ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა?
– მოლოდინებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთს სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა გეგმები ჰქონდა, თან ხდებოდა ამ გეგმების ტრანსფორმირება. თუმცა, მთავარი პრობლემა ისაა, რის გამოც ომი უკრაინაში დაიწყო და რუსეთის გეგმებში დიდი ცვლილებები არ მომხდარა.
ომი რუსეთმა უკრაინაში დაიწყო პოსტსაბჭოთა სივრცის რეინტეგრაციისთვის, „ახალი რუსეთის გადაფორმატირების“ მიზნით. დღეს რუსეთის დეფიციტითა და მისი საგარეო პოლიტიკის რეალიზების შეუძლებლობიდან გამომდინარე ჩვენ დღეს თვალს ვადევნებთ სხვა ომს. დღეს უკრაინაში რუსეთის ომი არის ჩინეთის პროქსი ომი დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის ხელით. ამავე პროქსი ომის ფარგლებში დასავლეთი იგერიებს რუსეთსა და ჩინეთს უკრაინის ხელით.
დღეს უკრაინაში რუსეთის ომი არის ჩინეთის პროქსი ომი დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის ხელით. ამავე პროქსი ომის ფარგლებში დასავლეთი იგერიებს რუსეთსა და ჩინეთს უკრაინის ხელით
ამიტომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჰიბრიდული მოლაპარაკებების ფარგლებში უნდა განვიხილოთ ჩინეთის ინტერესების გათვალისწინებით. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ ამ ომის დასრულება ჩინეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად დღეს უკვე შეუძლებელია. დასავლეთს კი ამის აღიარება კატეგორიულად არ უნდა. ეს ახალი ფაქტორია რის გამოც საზავო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
ომის დასრულება ჩინეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად დღეს უკვე შეუძლებელია. დასავლეთს კი ამის აღიარება კატეგორიულად არ უნდა. ეს ახალი ფაქტორია რის გამოც საზავო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული
რუსეთს არა მარტო შიდაპოლიტიკურად, არამედ საგარეო პოლიტიკურადაც ჩინეთის გამო აღარ შეუძლია ომის დასრულება. ეს არის „ახალი რუსეთის“ დღევანდელი სახე. ვიმეორებ, რეალობა ასეთია და დასავლეთს არ უნდა ამ რეალობის აღიარება.
– ფაქტია, რომ რაც დრო გადის, ომის პირობებში რუსეთი მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე.
უკრაინის ომთან დაკავშირებით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით თუ ვიმსჯელებთ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არა ერთხელ გაავრცელა განცხადება, რომ პეკინი უკრაინის საკითხშიც ერთგული რჩება საერთაშორისო სამართლის პრინციპების. არადა, რუსეთი კატეგორიულად მოითხოვს უკრაინისგან იმის აღიარებას, რომ რუსეთმა უკრაინას 5 ოლქი წაჰგლიჯა.
უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩინეთის როლი როგორი შეიძლება აღმოჩნდეს?
– უკრაინა-რუსეთს შორის ომის დასაწყისში ჩინელები ამერიკელებს სთავაზობდნენ ომთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას წყნარი ოკეანის აუზში გარკვეულ პრეფერენციების სანაცვლოდ. გულისხმობდა ჩინეთისთვის ხელ-ფეხის გახსნა ტაივანის საკითხთან დაკავშირებით. ეს ძალიან თვალსაჩინო იყო, რადგან ჩინეთის ხელისუფლება ამას ღიად აცხადებდა.
დღეს როდესაც ჩინეთს პოსტსაბჭოთა სივრცის შუა აზიური ნაწილი ათვისებული აქვს, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის ხელისუფლებას ტაივანზე უფრო დიდი პერსპექტივები გაუჩნდა და მისი პრეტენზიები უფრო მასშტაბურიცაა.
როგორც კულუარებში ამბობენ, ჩინეთი ითხოვს შუა აზიის დაკანონებას. ანუ დასავლეთისგან შუა აზიაში მისი ფაქტობრივი მდგომარეობის აღიარებას. მე როგორც ვიცი, დასავლეთი ამისთვის მზად არ არის. დასავლეთისგან ამაზე დასტური დასავლეთისგან უცნაურიც კი იქნებოდა. ამიტომ უკრაინა-რუსეთის როლს ამძაფრებს.
როგორც კულუარებში ამბობენ, ჩინეთი ითხოვს შუა აზიის დაკანონებას. ანუ დასავლეთისგან შუა აზიაში მისი ფაქტობრივი მდგომარეობის აღიარებას. მე როგორც ვიცი, დასავლეთი ამისთვის მზად არ არის. დასავლეთისგან ამაზე დასტური დასავლეთისგან უცნაურიც კი იქნებოდა. ამიტომ უკრაინა-რუსეთის როლს ამძაფრებს
არადა, კვლევების მტკიცებითთ, უკრაინა-რუსეთის ომის საკითხში დასავლეთს უფრო სჭირდება ჩინეთის პოზიციის გათვალისწინება, ვიდრე ჩინეთს დასავლეთის და რუსეთის პოზიციის. ჩინური რესურსებით ომობს რუსეთი უკრაინასთან, იმაზე არანაკლებად, ვიდრე უკრაინა ომობს დასავლეთის რესურსებით.
ამიტომ, უკრაინა-რუსეთის ომის ასე მარტივად დასრულება არ გამოდის. ამ სიტუაციაში საქართველოს პრობლემაც არის. თუ ეს კონფლიქტი გაგრძელდა და არ დასრულდა ამა თუ იმ საზავო ფორმით, შუა აზიის მიმართ პრეტენზიებთან ერთად ჩინეთს გაუჩნდება ამიერკავკასიაში პრეტენზიები.
ჩინური რესურსებით ომობს რუსეთი უკრაინასთან, იმაზე არანაკლებად, ვიდრე უკრაინა ომობს დასავლეთის რესურსებით
ეს პირველ რიგში და ყველაზე მეტად საქართველოს ეხება, რადგან აქაა კავკასიაში რუსული გავლენები ყველაზე მეტი და ჩვენ ვართ ამ მხრივ ყველაზე დიდი რისკის ზონაში, რადგან უკვე თვალსაჩინოა, რომ ჩინეთი შუა აზიაში აპრობირებული სქემის დარად საქართველოშიც ცდილობს რუსული გავლენების საკუთარით ჩანაცვლებას. ანუ, თუ ჩვენ რუსულ გავლენებს არ ჩავეხსნებით, გარანტირებულად გავხდებით რუსულ-ჩინური დუალისტური პროტექტორატის მსხვერპლი.
თუ ჩვენ რუსულ გავლენებს არ ჩავეხსნებით, გარანტირებულად გავხდებით რუსულ-ჩინური დუალისტური პროტექტორატის მსხვერპლი
– ბრძანეთ – ჩინეთი უკრაინა-რუსეთის ომში აშშ-გან ნეიტრალიტეტს ითხოვდა. თუ კარგად დავაკვირდებით, ტრამპის ამერიკა დღეს უკრაინა-რუსეთის ომში უფრო ნეიტრალურია, ვიდრე უკრაინის მხარეს. მაგრამ, უკრაინა-რუსეთის ომში ნეიტრალური არაა ჩინეთი, რომელიც რუსეთს ამ ომში საკმაოდ ეხმარება.
ასეთ ვითარებაში უკრაინა-რუსეთის ომში ძალთა ბალანსი არა დასავლეთის, არამედ რუსეთის მხარესაა, რადგან მას მხარს ღიად უჭერს ჩინეთი, ხოლო უკრაინას მხოლოდ ევროპის წამყვანი ქვეყნები.
ახლა ვითარება ასე გამოიყურება – ტრამპი დროს აძლევს პუტინს გააჭიანუროს მოლაპარაკებების პროცესი. გარდა ამისა, პუტინს, როგორ დასანქცირებულ პირს, აქვს საშუალება კონტაქტზე იყოს აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპთან…
– მინდა, უფრო მკაფიო გავხადო პოზიცია, რომელსაც ვცდილობ თქვენს მკითხველებამდე მივიტანო.
ჩინეთის პოზიცია მეტ წილად წააგავს ტრამპის პოზიციას. ჩინეთი აშშ-თან კულუარულად საუბრობს იმაზე რომ მას უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთის დახმარება დაუჯდა დაახლოებით 150-200 აშშ მილიარდი დოლარი. ეს ციფრები დაახლოებით იდენტურია აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების. ჩინეთი ითხოვს, ამ თანხის ადეკვატურ პოლიტიკურ საფასურს.
თუ ჩინეთს უკრაინაში ომის დაწყებისას პრეტენზიები მხოლოდ ტაივანზე ჰქონდა, ამ პრეტენზიებს დაემატა შუა აზია. პუტინის ამბიციების კუპირება დასავლეთს შეუძლია თუ ჩინეთს ჩახსნის რუსეთისაგან. საქმე ისაა, რომ დასავლეთს ჩინეთისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა არ უნდა. ესაა ტრამპის დილემა – როგორ დაიყაბულოს გრძელვადიან ზავზე რუსეთი ისეთნაირად, რომ რუსეთი ჩინეთს გამოაცალოს კლანჭებიდან.
პუტინის ამბიციების კუპირება დასავლეთს შეუძლია თუ ჩინეთს ჩახსნის რუსეთისაგან. საქმე ისაა, რომ დასავლეთს ჩინეთისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა არ უნდა. ესაა ტრამპის დილემა – როგორ დაიყაბულოს გრძელვადიან ზავზე რუსეთი ისეთნაირად, რომ რუსეთი ჩინეთს გამოაცალოს კლანჭებიდან
რაკი ეს, ამ ეტაპზე გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელი ჩანს, ამიტომ დაიბადა იდეა 30 დღიანი დროებითი ზავის.
– რჩება შთაბეჭდილება, რომ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა პუტინმა აიცილა და დააანონსა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება.
გერმანიის კანცლერმა მერცმა განაცხადა – „უკრაინაში ევროპული შეიარაღებული ძალების განთავსების საკითხი გადადებულია“.
უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთვება თუ არა ევროპა? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ მოლაპარაკებებში გარკვეულ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღებს ევროპა?
– რუსეთს აქვს ერთი პრობლემა, ეს იმავდროულად ევროპელების პრობლემაც არის. ევროპელებს დღეს სამხედრო – პოლიტიკური ინტერვენციის რესურსი არ აქვთ. ევროპას არ ჰყავს ევროპული სახმელეთო არმია. ამგვარი არმიის არსებობა ბოლოს 1945 წელს ვერმახტის ჯარების კრახით დასრულდა.
ვიდრე ევროპას არ ეყოლება თავისი სამხედრო ძალები მის სამხედრო და პოლიტიკურ პრეტენზიებს არავინ არ მიიღებს. დღეს მიმდინარეობს გერმანიის ინტენსიური გადაიარაღება. 2027 წლისთვის გერმანიას ეყოლება თვისობრივად ახალი არმია, საკმაოდ მრავალრიცხოვანი და სამხედრო ბიუჯეტით 2 ჯერ მეტი, ვიდრე დღევანდელ რუსეთს. ვიდრე გერმანიის და ევროპის სამხედრო პოლიტიკური რესურსი ამ მდგომარეობამდე არ მივა, მანამდე ევროპის ამბიციები ჩაერიონ უკრაინის საკითხში იქნება იგნორირებული. ამას დღეს ღიად აკეთებს ტრამპი.
დღეს მიმდინარეობს გერმანიის ინტენსიური გადაიარაღება. 2027 წლისთვის გერმანიას ეყოლება თვისობრივად ახალი არმია, საკმაოდ მრავალრიცხოვანი და სამხედრო ბიუჯეტით 2 ჯერ მეტი, ვიდრე დღევანდელ რუსეთს. ვიდრე გერმანიის და ევროპის სამხედრო პოლიტიკური რესურსი ამ მდგომარეობამდე არ მივა, მანამდე ევროპის ამბიციები ჩაერიონ უკრაინის საკითხში იქნება იგნორირებული. ამას დღეს ღიად აკეთებს ტრამპი
როდესაც ტრამპის წარმომადგენელი უიტკოფი დადის რუსეთში სასაუბროდ პუტინთან, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რა არის ამ მოლაპარაკებების მიზანი. უიტკოფმა პირველივე შეხვედრაზე პუტინს უთხრა, თუ კონფლიქტი 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდა, 2027 წელს მოგიწევთ უკრაინაში არა მარტო ამერიკის, არამედ გერმანიის ინტერესების გათვალისწინება. ამიტომ, გირჩევნიათ ზავი დადოთ დღეს, ფაქტობრივად მხოლოდ ჩვენთან. აქ არსებითი დროის ლიმიტებია. 2027 წლამდე ევროპას სამხედრო პოლიტიკური რესურსი არ ექნება.
თუ კონფლიქტი 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდა, 2027 წელს მოგიწევთ უკრაინაში არა მარტო ამერიკის, არამედ გერმანიის ინტერესების გათვალისწინება. ამიტომ, გირჩევნიათ ზავი დადოთ დღეს, ფაქტობრივად მხოლოდ ჩვენთან. აქ არსებითი დროის ლიმიტებია. 2027 წლამდე ევროპას სამხედრო პოლიტიკური რესურსი არ ექნება
– ყველა თანხმდება რომ პუტინი ცდილობს დროის გაყვანას. რუსებს სამშვიდობო მოლაპარაკებების სათავისოდ გამოყენების დიდი გამოცდილება აქვთ.
თუ აშშ და ევროპა ამ მოლაპარაკებებში არ ჩაერია, ცხადია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი რუსული სცენარით განვითარდება.
დროის გაყვანითა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვით რა მიზნის მიღწევა სურს რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში?
– პუტინი დღეს ვერ იტყვის, რომ მას დღეს შეუძლია თავის პირვანდელ პირობებზე დაასრულოს ომი, ანუ იმ პირობებზე, რასაც მას ტრამპი სთავაზობს.
დიდი დოზით რეალისტურად უნდა ვივარაუდოთ, რომ პუტინი ტრამპის სამშვიდობო წინადადებაზე უარს კი არ ამბობს, არამედ დროს წელავს. ის გარკვეულ პოლიტიკურ სურათს უხატავს ჩინეთს. რომ ის წინააღმდეგია და საზავო წინადადებაზე არ წავა. სინამდვილეში, მან სხვაზე კარგად იცის, რომ იგი მეტს ვერ მიიღებს.
პუტინს დღეს ერთადერთი რამ დარჩა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის – მან ომი უნდა დაამთავროს ტრამპთან მისი შეხვედრისას. ამ შემთხვევაში ის გარკვეულ წილად გაითამაშებს იმ კომბინაციას, რომ მან ტრამპთან ახალი თეირანი და აილტის მსგავსი პაქტი გააფორმა. ბოლო რამდენიმე თვეა სწორედ მხოლოდ ამისთვის იღწვის რუსული დიპლომატია.ეს მისთვის შიდა პოლიტიკაში სერიოზული პოლიტიკური ბონუსი იქნება.
პუტინს დღეს ერთადერთი რამ დარჩა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის – მან ომი უნდა დაამთავროს ტრამპთან მისი შეხვედრისას. ამ შემთხვევაში ის გარკვეულ წილად გაითამაშებს იმ კომბინაციას, რომ მან ტრამპთან ახალი თეირანი და იალტის მსგავსი პაქტი გააფორმა. ბოლო რამდენიმე თვეა სწორედ მხოლოდ ამისთვის იღწვის რუსული დიპლომატია.ეს მისთვის შიდა პოლიტიკაში სერიოზული პოლიტიკური ბონუსი იქნება
– ვხედავთ, რომ აშშ-საქართველოს და ევროპა-საქართველოს ურთიერთობები იმაზე მეტად არასასურველია როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამის კარგი მაგალითია ჯერ პრემიერ ირაკლი კობახიძის გაგზავნილი წერილი ტრამპისა და ვენსისადმი, ხოლო შემდეგ კონგრესისა და სენატისადმი პარლამენტის თავმჯდომარის ს გაგზავნილი წერილი.
ალბანეთში ევროპის ლიდერთა შეხვედრაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის ვიზიტმაც აჩვენა, რომ საქართველოს პრემიერი ძირითადად იმ ქვეყნის ლიდერებს შეხვდა, რომლებიც პუტინის ღია მხარდაჭერები არიან.
არადა, „ქართული ოცნების“ ლიდერები აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ მათ ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ. რაც შეეხება ვაშინგტონში გაგზავნილ წერილებს მათზე პასუხი ჯერ ხელისუფლებას არ მიუღია. თუმცა, ამ თემაზე მედიასაშუალებებისთვის პასუხი ასე გამოიყურება – „საქართველოს ხელისუფლებამ იცის რა უნდა გააკეთოს აშშ-თან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
აშშ-ს პასუხი რომ დაახლოებით ასეთი იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო. თუ ასეა, გამოდის რომ ვაშინგტონში წერილების გაგზავნა არა ამერიკისგან პასუხის მიღება იყო, არამედ ისინი პირველ ყოვლისა თავისი მხარდამჭერების დასაშოშმინებლად გაიგზავნა ამერიკაში.
თქვენი დაკვირვებით, ხელისუფლებას აშშ-ში წერილების გაგზავნით რისი მიღწევა სურდა და რეალურად რა სურათი მივიღეთ?
– ხელისუფლებამ წერილი მიწერა არა ტრამპს, არამედ რუბიოს. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ საქართველოსთან და ამიერკავკასიასთან მიმართებაში გადაწყვეტილებებს ამერიკის მხარიდან იღებს რუბიო.
ის, რომ კობახიძის წერილზე, მათ შორის პაპუაშვილის წერილზე არ იქნებოდა პასუხი, მანიშნებელია იმის, რომ აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ არ მიიჩნევს. ეს ძალიან მძაფრი შეფასებაა, მაგრამ, ეს ის რეალობაა, რომელიც გვაქვს.
როგორც ჩანს, წერილების გაგზავნით საქართველოს ხელისუფლებას უნდოდა ზონდაჟი, გარკვევა იმისა, თუ რა გეგმა აქვს რუბიოს საქართველოსთან მიმართებაში. ის ფაქტი რომ რუბიოს დაჯგუფებამ რუბიო, გრემი და სხვა კონგრესმენები და სენატორები საკმაოდ გავლენიანი კლასტერები არიან, სრულიად გასაგებია.
ის, რომ კობახიძის წერილზე, მათ შორის პაპუაშვილის წერილზე არ იქნებოდა პასუხი, მანიშნებელია იმის, რომ აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ არ მიიჩნევს. ეს ძალიან მძაფრი შეფასებაა, მაგრამ, ეს ის რეალობაა, რომელიც გვაქვს
ცხადი ხდება, რომ საქართველოსთან მიმართებაში კარტები ბოლომდე არ იხსნება იმის გამო რომ ამ გუნდს საქართველოს ხელისუფლებისთვის მათთვის სასურველი გეგმა არ აქვს. თუ რა გეგმები აქვთ, ამაზე შეიძლება საუბარი, მაგრამ, პრობლემა იმაშია რომ როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ამ დაჯგუფებასთან დისკუსიის ფორმატი ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს.
ეს არის უცნაური, და გაუგებარია თუ რატომ არ ცდილობენ ისინი საჯარო ზონდაჟების ნაცვლად რუბიოს გუნდთან აწარმოონ დიპლომატიური კულუარული მოლაპარაკებები.
შესაძლოა, ხვალ ეს მოლაპარაკებები აქტუალური აღარც იყოს. იმიტომ რომ ეს მოლაპარაკებები რუსეთთან მოლაპარაკებების ერთ პაკეტში უნდა იყოს ჩადებული.
თუ საქართველოს ხელისუფლებამ ამ პაკეტში თავისი ინტერესების ჩადება ვერ მოახერხა, მაშინ ძალიან რთული პერსპექტივების წინაშე დადგებიან. ამერიკელების გავლით შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ამ ზავში ქართული პოლიტიკური ელიტის ინტერესების ჩადება.
რუბიო ლავროვის კონტაქტებიდან დღეს უკვე უკვე ცხადი ხდება, რომ ამერიკელები ქართველებისთვის რუსულ ქოლგას არ დაუშვებენ. ამერიკულ ელიტაში ცალსახა პოზიციაა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან აქტივად გვთვლიან და ჩვენით ვაჭრობას რუსებთან ნამდვილად არ დაუშვებენ.
ამერიკულ ელიტაში ცალსახა პოზიციაა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან აქტივად გვთვლიან და ჩვენით ვაჭრობას რუსებთან ნამდვილად არ დაუშვებენ
ეს უკვე რუსებმაც გააცნობიერეს უკვე, თუმცა ტრამპ-პუტინის შეხვედრამდე მაინც ეპოტინებიან ილუზიებს. თუმც მაგათი ტოტალური იმედგაცრუება ძალიან ახლოსაა!
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი