მირიან მირიანაშვილი – საქართველოსთვის აშშ-ს გზავნილის მთავარი პათოსი ასეთია: აშშ-ს ადმინისტრაცია არ მოითმენს საქართველოს პრორუსულ კურსს

აშშ-ს პრეზიდენტისა და მისი თანაგუნდელების ინიციატივით მიმდინარე მოლაპარაკებებზე მოსკოვთან და კიევთან ს ომის დასრულების სავარაუდო სცენარებზე, ამ ომის „რუსული სცენარით“ დასრულებაზე სავარაუდოდ, რით დასრულდება უკრაინის საკითხზე -სა და ევროპის განსხვავებული პოზიციები, იმაზე, თუ რა გზავნილები ჩამოუტანა ვაშინგტონიდან „ქართულ ოცნებას“ ელჩმა დანიგანმა, ასევე სხვა აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– გასულ კვირას ვაშინგტონიდან დაბრუნებული აშშ-ს ელჩი დანიგანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
ამ შეხვედრის მიზნებზე და იმაზე, სავარაუდოდ, თუ რა გზავნილები ჩამოიტანა ელჩმა დანიგანმა „ქართული ოცნებისთვის“, ბევრი, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოითქმის.
საპარლამენტო არჩევნებამდე გვახსოვს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ამბობდა რომ ს შემდეგ პირველივე დღეებში შეხვდებოდა საქართველოში აშშ-ს ელჩს. ასეთი შეხვედრა დღემდე არ გამართულა, მაგრამ, დანიგანი-ბოჭორიშვილის შეხვედრა რომ შედგა ფაქტია და ეს შეხვედრა მთლად რიგითი შეხვედრა არ იქნებოდა, ცხადია.
სავარაუდოდ, რა გზავნილები ჩამოუტანა საქართველოში აშშ-ს ელჩმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას?
– დავიწყებ იმით, რომ ეს დანიგანი-ბოჭორიშვილის შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი პოლიტიკური მოცემულობაც არის ამერიკელების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში აქტივობის თვალსაზრისით. ასეა იმიტომ რომ მანამდე ყოველგვარი ასეთ პოლიტიკური კომუნიკაციას აშშ-თან ადრე მოკლებულები ვიყავით.
ბოლო ოთხი თვის მანძილზე ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდეც კი ცდილობდა პირადი კომუნიკაციებით ტრამპის გარემოცვასთან სიტუაციის, მათ შორის ყბადაღებული ორბანის საშუალებით სიტუაციის გარკვევას. ერთი თვის წინ ორბანმა, აშშ-ში ყოფნისას და ამერიკულ ელიტასთან ურთიერთობაში პირდაპირ ღიად თქვა – „ქართველებს რუსებთან უნდათ ყოფნა და რატომ ვუკრძალავთო?“
დანიგანი-ბოჭორიშვილის შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი პოლიტიკური მოცემულობაც არის ამერიკელების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში აქტივობის თვალსაზრისით. ასეა იმიტომ რომ მანამდე ყოველგვარი ასეთ პოლიტიკური კომუნიკაციას აშშ-თან ადრე მოკლებულები ვიყავით
ამის გარდა, ივანიშვილი ტრამპის გარემოცვასთან კომუნიკაციას ცდილობდა ტრამპის სიძის, კუშნირების სანათესავოს საშუალებით. როგორც ჩანს, ამ წრეებთან ივანიშვილმა შეძლო გარკვეული საკომუნიკაციო საშუალებების მოპოვება. მაგრამ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გაიწელა ძირითადად იმის გამო რომ საქართველოსთან, სამხრეთ კავკასიასთან და პოსტსაბჭოთა სივრცესთან ტრამპის გარემოცვაში იყო აპარატული ბრძოლა იმაზე, თუ ვინ ჩაუდგებოდა სათავეში ამ სივრცეებს კურატორად.
ამბობენ, ორბანს რომ ევროპაში გარკვეული ფუნქცია ჰქონოდა, იგი უმიზნებდა ნატო-ს გენმდივნის თანამდებობას. ეს მას უთხოვია ტრამპისთვის. მაგრამ, გავლენიანი სენატორების ჯგუფის აქტივობის შედეგად მისი როლი და ფუნქცია მთლიანად ნულამდეა დასული.
ვეჭვობ რომ მან ხელახლა შეძლოს რაიმე სერიოზული როლის თამაში. რაც შეეხება კუშნირებს, რუბიოს გარშემო შეკრებილმა სენატორებმა, ვინც დღეს მართავს სიტუაციას, ისინიც ჩამოაშორეს საქმე და საქართველოსთან კომუნიკაცია დღეს ამ ჯგუფის ხელშია.
ამგვარ ვარაუდებს მე მანამდეც გამოვთქვამდი, მაგრამ, ის რომ ვაშინგტონისთვის ივანიშვილის შეთვლებზე ოფიციალურმა თბილისმა პასუხი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გავლით მიიღო, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან, სამხრეთ კავკასიასთან და პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში აშშ-ს მხრიდან მთავარი კომუნიკატორი მარკო რუბიო და მის გარშემო ჩამოყალიბებული სენატორების ჯგუფი იქნება, რომლებიც ყველაზე ანტირუსული, მე ვიტყოდი რუსოფობულადაც კი განწყობილ აშშ პოლიტიკურ ნაწილს წარმოადგენენ.
ის რომ ვაშინგტონისთვის ივანიშვილის შეთვლებზე ოფიციალურმა თბილისმა პასუხი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გავლით მიიღო, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან, სამხრეთ კავკასიასთან და პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში აშშ-ს მხრიდან მთავარი კომუნიკატორი მარკო რუბიო და მის გარშემო ჩამოყალიბებული სენატორების ჯგუფი იქნება, რომლებიც ყველაზე ანტირუსული, მე ვიტყოდი რუსოფობულადაც კი განწყობილ აშშ პოლიტიკურ ნაწილს წარმოადგენენ
აქედან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ დასკვნა, თვით რუსებსაც კი, როდესაც ლავროვს კომუნიკაცია ჰქონდა რუბიოსთან ელ-რიადში, სადაც საქართველოს თემაზეც იმსჯელეს, რუბიომ ლავროვს საქართველოს თემის განხილვაზე უარი უთხრა.
ფორმატია მნიშვნელოვანი, საქართველოს საკითხს აშშ-ს მხრიდან მენეჯმენტს განახორციელებს ყველაზე ანტირუსული პოლიტიკური ძალა. ეს არა მარტო ფორმატის ორგანიზაციული წინამძღვარია, ეს იმავდროულად აშშ-დან მიღებული პოლიტიკური გზავნილიცაა.
რა უნდა ვივარაუდოთ შემოთვლის პოზიტიურ ნაწილში? ერთი თვეა სენატის საგარეო კომიტეტში და ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს.
აზერბაიჯანსაც გაუგზავნეს გზავნილი, რომ მის აგრესიულ აქტივობებს სომხეთთან მიმართებაში არავინ არ მოითმენს. მით უმეტეს სომხეთის ტერიტორიის ერთი სანტიმეტრის პრეტენზიებს. აგრესიული გზავნილი მიიღო ანკარამაც. იმიტომაცაა, რომ დღეს თურქეთი და აზერბაიჯანი ძალიან კორექტულები გახდნენ. თუმცა, ისინი ცოტა ხნის წინ ძალიან აგრესიულებიც კი იყვნენ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ კავკასიაში თურქულ-აზერბაიჯანული დომინაცია ჩვენთვის, შესაძლოა, რუსულ დომინაციაზე უარესი იყოს.
რაც შეეხება საქართველოს შიდა პოლიტიკურ კონტექსტს და ამ თემაზე პოლიტიკურ კომუნიკაციებს, მე როგორც ვიცი, საქართველოსთვის აშშ-ს გზავნილის მთავარი პათოსი იყო ასეთი – აშშ-ს ადმინისტრაცია არ მოითმენს საქართველოს პრორუსულ კურსს.
რამდენადაც ვიცი, ეს პოზიცია აქ მომენტალურად იყო გაზიარებული, სწორედ ამის გამოა რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცოტა სიმბოლურად ანტირუსული ხმა ამოიღო და აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთეს საკმაოდ კრიტიკული განცხადება.
ასეთ ქცევაში ვხედავ სიმპტომებს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რა რესურსი აქვს ანტირუსული ნაბიჯების გადასადგმელად. ჩემი შეფასებით, მას პრაქტიკულად ამისთვის არანაირი რესურსი არ აქვს. მაგრამ, როგორი იქნება საქართველოში აშშ-ს გზავნილების რეალიზება, ამას ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ.
როგორი იქნება აშშ-ს გზავნილების საქართველოში რეალიზება, ამას ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ
არაფორმალური კომუნიკაციების ძიების მთელი პლასტი, რაც ივანიშვილს აქამდე აშშ-თან მიმართებაში ჰქონდა აქტივირებული, ეს ერთხელ და სამუდამოდ დაიხურა.
– თქვენი ამ ლოგიკის გაგრძელება საშინაო პოლიტიკაში ასეთი უნდა ყოფილიყო – ხელისუფლებას ოპოზიციასთან ურთიერთობაში კონფრონტაციულ ხაზზე უარი უნდა ეთქვა, უარი ეთქვა რეპრესიებზე და ასე შემდეგ.
17 მარტს 5 ფონდს, რომლებიც საპროტესტო აქციებში სხვადასხვა სახით დაზარალებულებს ეხმარებოდა და ცდილობდა მათთვის დაწესებული ჯარიმები გადაეხადა, ანგარიშები დაუყადაღეს.
რა უნდა ვიფიქროთ, ხელისუფლება აქციებში მონაწილეებს, რომლებიც ქუჩაში ევროპული გზის დასაცავად იდგნენ და ბევრი მათგანი ციხეში ზის, ანტირუსულ აქტივისტებად არ განიხილავს, ასევე ის ფონდებს, რომლებიც აქციებში დაზარალებულებს ეხმარებიან?
– ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ ვაშინგტონის გზავნილები ძალიან კარგად გაიგო. თქვენთან საუბარშიც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – ის, პოლიტიკური ჯგუფები და მათზე მიმაგრებული ფონდები, რომლებიც აქ ხელისუფლების აქტივობით შეიქმნა და მას ოპოზიციური შეფერილობა მიეცა, დასავლეთის დაბოლების მიზნით, დასავლეთი არასოდეს განიხილავდა პროდასავლურ ძალებად.
აშშ-ს, წამყვანი „რესპუბლიკური“ პარტიაში არსებობს საქართველოში პოლიტიკურად აქტიური ადამიანების სია, რომლებიც ე.წ. „შავი სიაში“ არიან შეყვანილი და მათი დიდი ნაწილი საქართველოში ფსევდო პროდასავლური აქტივისტებად მიიჩნევიან.
ამერიკელი „რესპუბლიკელების“ ლოგიკით, საქართველოში პოლიტიკური აქტივობები არ ითვლება ანტირუსულ აქტად. რატომ? იმიტომ რომ ისინი უყურებენ იმას, თუ რა ძალები დგანან მათ უკან.
– დღეს უნდა შედგეს ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი. ამ სატელეფონო საუბრის წინ პრეზიდენტი ტრამპს მაინცადამაინც ოპტიმისტური განცხადებები არ გაუკეთებია.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკი ტრამპის მიერ შეთავაზებულ 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადა. როგორც ჩანს, პუტინმა ტრამპის შეთავაზებაზე პირდაპირ უარის თქმა ვერ გაბედა, მაგრამ თქვა, რომ „არსებობს ნიუანსები“.
ამ ნიუანსებზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ თქვა – „მოლაპარაკებებში სამი „წითელი ხაზია“, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება – 1. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, 2. უკრაინა არასდროს არ აღიარებს რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად, და 3. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ვეტო დაადოს უკრაინელი ხალხის არჩევანს გახდეს ევროკავშირის, ან ნატო-ს წევრი.“
არადა, მინისტრი ლავროვი მუდმივად იმეორებს – „ომი შეწყდება მაშინ, როცა ომის შეწყვეტას რუსეთ შესაძლებლად ჩათვლის“.
ასეთ ფონზე, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შედეგი?
– ადრე თუ გვიან, და ეს უფრო ადრე მოხდება ვიდრე გვიან, რუსებს მოუწევს ტრამპის გეგმაზე დათანხმება. ახლა ამ მოლაპარაკებებში ორი მთავარი მარკერია, რომელიც პირველ რიგში აყალიბებს ომის შედეგს – 1. ვისი იქნება ის მატერიალური დოვლათი, რომლის ხელში ჩაგდების მიზნითაც რუსეთმა წამოიწყო ომი უკრაინაში? და 2. განლაგდება თუ არა უკრაინაში უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ზოლზე ევროპელების ჯარი?
თუ უკრაინის მატერიალური რესურსები წაიღო პირველ რიგში ამერიკამ, და უკრაინაში ჩადგა ევროპული ქვეყნების ჯარები არა აქვს მნიშვნელობა რა დროშით, ეს იქნება რუსების გეოპოლიტიკური მარცხი
ამ ომის ასეთნაირად დამთავრებას სხვაგვარად ვერავინ მსოფლიოში ვერ წაიკითხავს. თუ ტრამპმა ძალიან ბევრი წვრილმანი ნიუანსი დაუთმო პუტინს, მაგრამ პუტინს ის ორი კატეგორია მოახვია თავს, ვიმეორებ, ეს იქნება რუსეთის გეოპოლიტიკური მარცხი.
– რუსეთი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ქვეყნების ჯარებს არ დაუშვებს? კრემლის ეს პოზიცია რამდენად გადალახვადია?
– არა აქვს მნიშვნელობა რუსეთი დაეთანხმება თუ არა უკრაინაში ევროპელების განლაგებას. ტრამპი ამას ღიად ვერ ამბობს, მაგრამ ეს პოზიცია ამერიკული პოლიტიკური ელიტის პოზიციაა. ამავე მიზანს ემსახურება ამ საკითხში ბრიტანეთის აგრესიული პოზიციაც.
როგორც კი დროებით ზავს მოეწერება ხელი, უკრაინაში ყველა ვარიანტში აღმოჩნდებიან ევროპელების ჯარები. სხვათა შორის, თურქეთიც ითხოვს იქ თავისი კონტინგენტის შეყვანას.
სავარაუდოდ, უკრაინაში წარმოდგენილი იქნებიან 2/3-ით ძალები ნატოს ქვეყნებიდან, მათში ასევე შეიძლება იყოს წარმოდგენილი აზიური წარმომადგენლობა. ნებისმიერ შემთხვევაში რუსებს მოუწევს ამ ფაქტის მიღება. ასეა იმის გამო, რომ რუსეთს ომის ამ სახით დასრულების სხვა არანაირი რესურსი არ აქვს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, უკრაინაში ევროპული ძალების განლაგების ფარული ორგანიზატორი არის ამერიკა. უბრალოდ, აშშ ამას ღიად არ ამბობს.
სავარაუდოდ, უკრაინაში წარმოდგენილი იქნებიან 2/3-ით ძალები ნატოს ქვეყნებიდან, მათში ასევე შეიძლება იყოს წარმოდგენილი აზიური წარმომადგენლობა. ნებისმიერ შემთხვევაში რუსებს მოუწევს ამ ფაქტის მიღება. ასეა იმის გამო, რომ რუსეთს ომის ამ სახით დასრულების სხვა არანაირი რესურსი არ აქვს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, უკრაინაში ევროპული ძალების განლაგების ფარული ორგანიზატორი არის ამერიკა. უბრალოდ, აშშ ამას ღიად არ ამბობს
იმისთვის, რომ ომის დასრულების ჩამომყალიბებელი ეს 2 კატეგორია რუსეთმა მიიღოს ტრამპი პუტინს უამრავ წვრილმანს დაუთმობს, რომელთაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
მაგალითად, გაუგებარია როგორ უნდა გაესამართლებინათ პუტინი ამ ომის შემდეგ? თუ დასავლეთი მოსკოვს არ იპყრობს და რუსეთის ტერიტორიაზე არ დადგა, როგორ შეიძლება მომხდარიყო პუტინისა და რუსული ელიტის გასამართლება? უამრავი დეტალი იქნება დღის წესრიგიდან ჩამოხსნილი.
– გასული კვირის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ აღარ დააფინანსებს „ამერიკის ხმას“ და რადიო „თავისუფლებას“. რადიო „თავისუფლების“ მთავარმა რედაქტორმა ამ თემაზე განაცხადა – „ეს იქნება აშშ-ს მტრებისთვის საუკეთესო საჩუქარი.“
ჩვენი თაობის ხალხს ახსოვს „ამერიკის ხმისა“ და რადიო „თავისუფლების“ როლი სსრკ-ს დაშლაში. ჩემმა ერთმა ენამოსწრებულმა და გონიერმა ფბ-ფრენდმა ამ თემაზე დაწერა – „ახლა რომ სსრკ-ს ყოვლისშემძლე სუკის უფროსი ანდროპოვი ცოცხალი იყოს, ეს ამბავი მასაც კი გაახარებდა და გააკვირვებდა.
სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ რუსეთთან მიმართებაში ტრამპის რიტორიკა და მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ემთხვევა კრემლის სტრატეგიულ გეგმებს?
– ნუ ავყვებით რუსულ პროპაგანდას, „ამერიკის ხმის“ და რადიო „თავისუფლების“ დახურვა უნდოდა აშშ-ს ბუშის ადმინისტრაციას 2000-იანი წლების დასაწყისში.
მოტივი იყო მარტივი, მაშინ როდესაც „ამერიკის ხმა“ და რადიო „თავისუფლება“ ერთად ერთი საინფორმაციო რესურსი იყო, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ანუ „რკინის ფარდის“ სივრცეში მაუწყებლობდა, მაშინ სხვა რეალობა იყო.
დღეს ყველა დასავლური მედია არის პოსტსაბჭოთა ადამიანების სმარტფონში. ანუ წვდომა არის ტოტალური. „ამერიკის ხმისა“ და რადიო „თავისუფლების“ როლი პოსტსაბჭოთა ადამიანების გათვითცნობიერებაში არის აბსოლუტურად ნულის ტოლი. ამიტომ, ნუ ავყვებით რუსულ პროპაგანდას.
ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციის ნებისმიერი გადაწყვეტილების უკან რუსეთის მაამებლობას ნუ ვხედავთ. აშშ-ში მიღებული გადაწყვეტილებების 99. 9%-ის უკან იმალება აშშ-ს ეკონომიკური პრობლემები და შიდაპოლიტიკური ლოგიკა.
ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციის ნებისმიერი გადაწყვეტილების უკან რუსეთის მაამებლობას ნუ ვხედავთ. აშშ-ში მიღებული გადაწყვეტილებების 99. 9%-ის უკან იმალება აშშ-ს ეკონომიკური პრობლემები და შიდაპოლიტიკური ლოგიკა
ტრამპის ადმინისტრაციას აქვს მოტივირებული საფუძველი – „ამერიკის ხმას“ და რადიო „თავისუფლებას“ ისე მოექცეს, როგორც ის ექცეოდა წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპს. ეს გამოცემები ანტი ტრამპისტულ რიტორიკაში იყვნენ ჩართული. ესაა მიზეზი იმისა, რაც მათ ირგვლივ ხდება და არა ტრამპის პრორუსულობა.
– გასული კვირის ბოლოს ტრამპის თანაგუნდელმა ილონ მასკმა კიდევ ერთხელ გაგვაკვირვა თავისი განცხადებით.
მასკის განკარგულებით დაფინანსება შეუწყდა საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც რუსების მიერ უკრაინიდან 20 ათასი ბავშვის გაყვანას ეხებოდა. საუბარია უკრაინიდან ძალის გამოყენებით ბავშვების გაყვანაზე და არა იმათზე, ვინც თავისი ნებით გადავიდა ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე.
იმის ნაცვლად, რომ მასკს რუსეთისთვის უკრაინელი ბავშვების უკრაინისთვის გადაცემა მოეთხოვა, აკეთებს იმას, რაც უკვე მოგახსენეთ.
სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებით რისი თქმა უნდოდა ბატონ მასკს ერთი მხრივ უკრაინისთვის, მეორე მხრივ რუსეთისთვის და შემდეგ დანარჩენი მსოფლიოსთვის?
– მასკი და მის ირგვლივ ჩამოყალიბებული ოლიგარქიული ჯგუფი ცდილობს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში მოვლენები დაინახოს პრორუსული გადმოსახედიდან.
მასკი დღეს 21- საუკუნეში არის მეოცე საუკუნის როტშილდი. როტშილდს უამრავი რესურსები ჰქონდა და პოლიტიკური ამბიციებიც. სწორედ როტშილდმა ებრაელების სამაგიეროს გადახდის მიზნით დაანგრია რუსეთის იმპერია.
მასკი და მის ირგვლივ ჩამოყალიბებული ოლიგარქიული ჯგუფი ცდილობს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში მოვლენები დაინახოს პრორუსული გადმოსახედიდან
მასკს და მის ორგვლივ ჩამოყალიბებულ ამერიკული ოლიგარქატის გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია რომ როტშილდის ქცევა რუსეთის იმპერიის დასაშლელად იყო დიდი შეცდომა იმიტომ რომ დასუსტებული რუსეთის რესურსების „დათრევა“ უფრო კარგი გამოსავალი იქნებოდა, ვიდრე მისი დანგრევა.
ამიტომ, მასკის ბევრი პრორუსული ნაბიჯი უნდა ავხსნათ იმ პოლიტიკური მიზანდასახულობით, რომელიც მას და მის ირგვლივ ჩამოყალიბებულ ოლიგარქიულ გუნდს აქვს. და არა მარტივი პრორუსულობით და პუტინისთვის კოჭის გაგორების მცდელობით. პირიქით, აქ საუბარია იმაზე რომ მასკს და ამერიკულ ოლიგარქატს რუსეთის დასუსტების ფაქტიდან გამომდინარე თავისი აგრესიული ზრახვები აქვს რუსეთის მატერიალურ სიმდიდრეებზე.
მასკს და მის ირგვლივ ჩამოყალიბებულ ამერიკული ოლიგარქატის გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია რომ როტშილდის ქცევა რუსეთის იმპერიის დასაშლელად იყო დიდი შეცდომა იმიტომ რომ დასუსტებული რუსეთის რესურსების „დათრევა“ უფრო კარგი გამოსავალი იქნებოდა, ვიდრე მისი დანგრევა
მაგალითად, ცნობილი ფაქტია – პუტინს შეუთვლია, რომ მთელ „როსკოსმოს“ და კიდევ ბევრ საწარმოებს, რომლებიც „როსკოსმოსზეა“ მიბმული, ფაქტობრივად საჩუქრად გადასცემს მასკს და მის გარემოცვას.
რუსეთი ამ დასუსტებიდან გამომდინარე კარგავს არა მხოლოდ უკრაინის სიმდიდრეებს, როგორც გაირკვა ტყუილად უომია, იმიტომ რომ ისინი ამერიკას მიაქვს, არამედ ძალიან სერიოზულ საკუთარ რესურსებსაც.
იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრის სიტყვები უნდა მივიღოთ მხედველობაში, მესამეჯერ გამოვიდა და ამერიკელებს მოუწოდა – „, ფაქტობრივად ხელში ჩაიგდო ჩინეთმა. თუ ამერიკა რაიმე ფორმით რუსეთს არ აიძულებს გამოძვრეს ჩინეთის კლანჭებიდან, რამდენიმე წელში ციმბირზე სუვერენიტეტი ჩინეთს ექნება“.
ამიტომ, ამერიკის ელიტისა და ტრამპის ბანალური რუსეთის მომხრეობა კი არის აქ მთავარი, არამედ, ამერიკის ელიტის გადაწყვეტილებით რუსეთის დღევანდელი დასუსტებით არ ისარგებლოს ჩინეთმა და ეს არ გახდეს აშშ-ს ეგზისტენციალური საფრთხე.
ამერიკის ელიტისა და ტრამპის ბანალური რუსეთის მომხრეობა კი არის აქ მთავარი, არამედ, ამერიკის ელიტის გადაწყვეტილებით რუსეთის დღევანდელი დასუსტებით არ ისარგებლოს ჩინეთმა და ეს არ გახდეს აშშ-ს ეგზისტენციალური საფრთხე
– რადგან ოფიციალურმა თბილისმა ვაშინგტონიდან უკვე მიიღო გზავნილები და როგორც თქვენ ამბობთ სწორადაც წაიკითხა, საშინაო პოლიტიკაში მოვლენები სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს?
– ერთი რამაა სრულიად მკაფიო – ს მხარდაჭერა და არც სპონსორობა ამერიკიდან არ იქნება. ასეა იმიტომ რომ ზურაბიშვილს ამერიკელები აღიქვამენ, როგორც ფრანგული გავლენების გარემოების შედეგს. ფრანგულ გავლენებს ამიერკავკასიაში, კერძოდ საქართველოში და სომხეთში აშშ საკმაოდ ალმაცერად უყურებს. ამიტომ უახლოეს მომავალში სალომე ზურაბიშვილის გარშემო რაიმე სერიოზული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას არ ველი.
სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა და არც სპონსორობა ამერიკიდან არ იქნება… ამიტომ უახლოეს მომავალში სალომე ზურაბიშვილის გარშემო რაიმე სერიოზული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას არ ველი
რაც შეეხება სხვა პერსონებს, მე როგორც ვხდები, ივანიშვილს ოპოზიციის პროდასავლურ სეგმენტში უნდოდა შეეშვა გახარიას დაჯგუფება. როგორც ვხვდები, ადგილობრივ არჩევნებში ამერიკელების ჩარევა შიდა პოლიტიკაში სერიოზული არ იქნება. ამერიკელი ტრამპისტების ჯგუფს არა ერთი მცდელობა ჰქონდათ შეექმნათ უკრაინაში ტრამპისტული პარტია და შეექმნათ სერიოზული მიტინგური პრობლემები ზელენსკისთვის.
მარკო რუბიოსთან შეხვედრის დროს, მათ რუბიომ უთხრა, უკრაინაში ტრამპისტული პარტიის ჩამოყალიბება არის ნაადრევი. ზელენსკი ახლა ჩანაცვლება არის საშიში, რადგან მას შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა, რომელსაც შეეძლება პრობლემების შექმნა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთივე ლოგიკა ექნება აშშ-ს საქართველოში.
სანამ რუბიო და „რესპუბლიკური“ პარტიის ელიტა მასკის პოლიტიკიდან ჩამოშორებას ვერ მოახერხებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკური ვაკანსიების შექმნა გადადებულია. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ძირითადი და ტოტალური განახლებები მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება.
სანამ რუბიო და „რესპუბლიკური“ პარტიის ელიტა მასკის პოლიტიკიდან ჩამოშორებას ვერ მოახერხებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკური ვაკანსიების შექმნა გადადებულია. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ძირითადი და ტოტალური განახლებები მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება
მიჭირს იმის დანახვა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ამერიკელების კეთილგანწყობა ბიძინა ივანიშვილმა იმ პოლიტიკური კურსით, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ ატარებს. თუ აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია შიდა პოლიტიკურ ძალთა განლაგებას და პოლიტიკურ პროცესებს მივადევნებთ თვალს, სრულიად მკაფიოა, რომ იქ ძალაუფლებას ნელ-ნელა, მაგრამ ძალიან მყარად ხელში იღებს „რესპუბლიკური“ პარტიის სენატორული ელიტა.
დღეს ტრამპი 40-მდე სენატორზე ძალიან არის დამოკიდებული, იგი ვერანაირ სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯს მათ გარეშე ვერ გადადგამს. მათი როლი იზრდება და მე ივანიშვილს და ჩვენს პოლიტიკურ ელიტას მოუწოდებდი ამ სენატორებთან კომუნიკაციას. ისინი არიან აშშ-ს ხვალინდელი დღე სამ ნახევარი წლის განმავლობაში. რაც მთავარია, აშშ-თან ახლა საქართველოს ტრამპის დაჯგუფებასთან მისასვლელად პრორუსული დღის წესრიგი არ გამოადგება.
მიჭირს იმის დანახვა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ამერიკელების კეთილგანწყობა ბიძინა ივანიშვილმა იმ პოლიტიკური კურსით, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ ატარებს
ტრამპის გარემოცვის ელიტასთან კომუნიკაცია შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ რუსეთთან დაშორების პოლიტიკურ კონტექსტში. დღეს საქართველოს მთავარი პრობლემაა არის ის, რომ ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით ვართ უძლური სახელმწიფო. სამხედრო თვალსაზრისით ძალიან ჩამოვრჩებით სომხეთს და აზერბაიჯანს. დაღესტანს და ჩეჩნეთსაც კი. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩვენ ასეთი სუსტები გარემოცვასთან მიმართებაში არასოდეს ვყოფილვართ.
ახლა შეიძლება სწორედ საქართველოს მილიტარიზაციის პროგრამა იქნას დაძრული. რუსეთის დასუსტების ფონზე ამის ყველაზე ნაკლები რისკი ახლა არის. საქართველოს ამ როლისა და ფუნქციის ყველაზე დიდი მხარდამჭერი აშშ-ს „რესპუბლიკური ელიტაა.
ტრამპის გარემოცვის ელიტასთან კომუნიკაცია შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ რუსეთთან დაშორების პოლიტიკურ კონტექსტში
მაქვს ყველა ინფორმაცია, რომ საქართველოს გაძლიერების მოსურნე დღეს აშშ-ს სერიოზული „რესპუბლიკური“ პოლიტიკური ჯგუფია. დღეს აშშ-ს ელიტა ძლიერი საქართველოს მოსურნეა. ძლიერი საქართველოს გზა საქართველოს მილიტარიზაციაზე გადის.
ხელშეკრულება, რომელიც რუსეთმა სააკაშვილს მოახვია 2008 წლის ომის შემდეგ, მხედველობაში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება სამხედრო აქტივობაზე უარის შესახებ, უნდა მოხდეს მასზე უარის თქმა.
ასეთივე დელიმიტაციის ლოზუნგებით უნდოდა რუსეთს 2022 წელს უკრაინის დემილიტარიზაცია. ამ თემაზე რუსეთ-საქართველოს ფარული ფაქტი უნდა იქნა დენონსირებული. დღეს ამის შანსი არის ძალიან დიდი.
ამიტომ, თუ ჩვენ არ აღმოვჩნდით „საბოტაჟნიკები“, საქართველოს მომავალს ვუყურებ ძალიან ოპტიმისტურად,
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი