მირიან მირიანაშვილი – რუსების დამშვიდების თვალსაზრისით, „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ შეტოპა, რუსული სამხედრო-პოლიტიკური საფრთხე აღარ არსებობს, ამიტომ, გაუგებარია, ვის ვამშვიდებთ ასე დაუსრულებლად

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მირიან, ცოტა ხნის წინ -მ ივანიშვილს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი. მართალია, ეს ბრალდება ოფიციალურად არ წაუყენებიათ, მაგრამ, ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებაზე. ადრე თქვენ ამბობდით, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აშშ-თან იყო შეთანხმებული. მაგრამ, დრომ აჩვენა, რომ თუ ივანიშვილის დაბრუნება ვაშინგტონთან შეთანხმებული იყო, ახლა ცხადად ჩანს, რომ რომელიღაცა მხარემ „დაბრუნების“ პირობები დაარღვია.
თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ს გავლენიანი „ამერიკის ხმის“ მტკიცებას, რომ ივანიშვილი საქართველოში რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედებს და ასეთი ბრალდება რას შეიძლება ნიშნავდეს?
– მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადებები მთლად ოფიციალურიც არაა, ისინი დიპლომატიურ ენაზე უნდა წავიკითხოთ. დიპლომატიურ ენიდან თარგმნილი ვფიქრობ ასე უნდა აღვიქვათ და წავიკითხოთ – შეიძლება ასე ითქვას, აშშ-მ ივანიშვილს ბოლო გაფრთხილება გამოუგზავნა.
აშშ-მ ივანიშვილს ბოლო გაფრთხილება გამოუგზავნა
ამის შემდეგ, როგორც ჩანს, ეს ბრალდებები მოქმედებაში გადაიზრდება და ვშიშობ, პირველ რიგში ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ. რა მოქმედებები იქნება რეალიზებული მე არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს არის მინიშნება იმაზე, რომ თუ ივანიშვილი ერთდროულად გეგმავს პრეზიდენტობას და ანტიამერიკული კურსის გაგრძელებას, აშშ ამას არ შეურიგდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს განცხადებები ამაზე მინიშნება უფრო მგონია.
– აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის მიღებაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის ჯერ მიწვევა, შემდეგ მიწვევის გაუქმება ჩვენში დღემდე განიხილება.
მას შემდეგ, რაც თბილისში ჩამოსულ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ივანიშვილმა უარი თქვა, შემდეგ ასევე უარით გაისტუმრა აშშ-ს სენატორები, რომლებმაც მასთან შეხვედრა ითხოვეს, ამის შემდეგ კი პრემიერი აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე უთხრა, რომ თუ აშშ საქართველოს მიმართ სანქციების პოლიტიკას გააგრძელებდა, თბილისი აშშ-თან ურთიერთობებს გადახედავდა, წესით, მმართველი გუნდისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო პრემიერ კობახიძის ბაიდენთან მიღებაზე უარის თქმა.
ამ თემაზე მმართველი გუნდის კომენტარებიც მოვისმინეთ. მაგრამ, თუ აშშ „გლობალური ომის პარტიას“ უკან დგას, თუ აშშ და ევროპას ვადანაშაულებთ 2008 წლის ომის დაწყებაში, თუ აშშ და ევროპა ჩვენს ტრადიციებს ებრძვის, გაუგებარია, ასეთი გულდასაწყვეტი რატომ აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის და მათი მხარდაჭერებისთვის პრემიერის მიღებაზე მიწვევის გაუქმება?
თქვენი სავარაუდო ვერსია როგორია?
– ჩემი აზრით, აქ კობახიძისთვის ბაიდენთან მიღებაზე უარის თქმის კონტექსტი სხვაა, და ივანიშვილი უარს ამბობდა, როგორც სანახევროდ არაოფიციალური პირი ამერიკელებთან შეხვედრაზე, ეს მგონი კიდევ სხვაა.
კობახიძისთვის ბაიდენთან მიღებაზე უარის თქმის კონტექსტი სხვაა, და ივანიშვილი უარს ამბობდა, როგორც სანახევროდ არაოფიციალური პირი ამერიკელებთან შეხვედრაზე, ეს მგონი კიდევ სხვაა
ბაიდენთან მიღებაზე მიწვევა და შემდეგ გაუქმება დიპლომატიურ ენაზე ცნობილი ფენომენია და ასევე დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, აშშ-ს ადმინისტრაციის იმ პირთან კომუნიკაციის შეწყვეტას, რომელსაც მიღებაზე უარი ეთქვა. ამგვარი რამ, ცნობილი დიპლომატიური ხერხია და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ნიშნავს იმ სიგნალს, რომ აშშ-ს სთან, როგორც კონკრეტულ პერსონაჟთან და მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას ამ ეტაპზე ვწყვეტთ.
ბაიდენთან მიღებაზე მიწვევა და შემდეგ გაუქმება დიპლომატიურ ენაზე ცნობილი ფენომენია და ასევე დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, აშშ-ს ადმინისტრაციის იმ პირთან კომუნიკაციის შეწყვეტას, რომელსაც მიღებაზე უარი ეთქვა
ეს სიგნალია არ არის სასიამოვნო სიგნალი, მით უმეტეს ს წინ. სამწუხაროდ, ეს არის აშშ-ს პასუხი კობახიძის აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაზე, კერძოდ ორი კვირის წინ მუქარანარევ განცხადებაზე, რომ საქართველო აშშ-თან ურთიერთობებს გადახედავს. ეს ისეთი ტიპის მუქარა იყო, რომ აშშ-ს სურვილიც რომ ჰქონოდა, მისი გატარება გაუჭირდებოდა.
ასეა იმის გამოც, რომ კობახიძის ამ განცხადებაზე აშშ-ს რეაქციას თვალს ადევნებენ რეგიონის პოლიტიკური ელიტები. ბაიდენის მიღებაზე კობახიძისთვის უარის თქმით აშშ-მ ქართველებს ბურთი თავისივე მოედანზე დაუბრუნა. ეს ძალიან ცუდი და ესკალაციისკენ მიმართული სიგნალია. არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ რუსებისთვის და კავკასიის რეგიონული ელიტებისთვის თურქეთისა და ირანის ელიტების ჩათვლით.
რუსულ პოლიტიკას კავკასიაში სერიოზული კრიზისის ხანა აქვს. ის, რითაც კავკასიას აკონტროლებდა იყო სამხედრო-პოლიტიკური მდგენელი. ეს მდგენელი ახლა საკმაოდ მინიმიზებულია. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რუსეთს როსტოვის სამხრეთით სამხედრო ნაწილი საერთოდ არ აქვს
– გასული კვირის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვისგან საქართველოსთან დაკავშირებით რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ. ლავროვმა მოგვიწოდა „მეზობელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან“ საერთო ენა გამოვნახოთ.“ მან ასევე თქვა, რომ ამ პროცესს მოსკოვის ხელს შეუწყობს, თუ თბილისი სოხუმთან და ცხინვალთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას მოაწერს ხელს. ასევე თქვა, რომ მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მცდელობას კრიტიკულად შეაფასოს წარსული.
ლავროვის ამ მოწოდებას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მიესალმა, და თქვა – კარგი იქნება, თუ რუსეთი დან და სამხრეთ ოსეთიდან თავის სამხედრო ძალებს გაიყვანდა.
ბატონ კალაძეს რომ მოსკოვისგან რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა მოეთხოვა, ლოგიკური, სამართლიანი და გასაგები იქნებოდა. რაც შეეხება, კონფლიქტის ზონებიდან რუსული ჯარების გაყვანას, ძნელი წარმოსადგენია, რომ ბატონმა კალაძემ არ იცოდეს, რომ კონფლიქტის ზონებში რუსული სამხედრო ბაზები პრაქტიკულად ცარიელია, ამ ბაზებზე მინიმალური რაოდენობის რუსი სამხედროები დგანან. ისინი უკრაინის ფრონტზე არიან გადასროლილი.
ახლა როცა, ლავროვის თბილისისგან ისევ „ახალი რეალობის“ აღიარებას ითხოვს, ოღონდ ვორდინგს ცვლის და „მეზობელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან“ ურთიერთობების მოგვარებისკენ მოგვიწოდებს, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის განცხადება, რომ საქართველოს მთავრობა ლავროვის ინიციატივას მიესალმება?
– დავიწყებ თავად ლავროვის განცხადებით, რადგან აქ მნიშვნელოვანია ამ განცხადების როგორც ფორმა, ისე შინაარსი. ფორმის თვალსაზრისით, ლავროვის აქტიურობა ცოტა უცნაურია, ადრე ლავროვის უწყება კონტექსტიდან გამომდინარე, იმპერიული ქედმაღლობით თაკილობდა კავკასიური პრობლემატიკაზე საუბარსა და მსჯელობას. კავკასიის თემებზე ლავროვი განცხადებებს ძალიან იშვიათად აკეთებდა. ასეთ განცხადებებს, როგორც წესი, მისი მოადგილეები აკეთებდნენ ხოლმე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიურობა და არეალი შემცირდა თითქმის ოთხჯერ. რუსეთის საგარეო სტატუსი თვალსაჩინოდაა დამცრობილი, წლების წინ რუსეთის როლის 4 ჯერ შემცირება წარმოუდგენელიც კი იყო. ახლა ვხედავთ, რომ კავკასიის თემით უშუალოდ დაკავება ლავროვს პირადად მოუწია. ეს უფრო იძულებას ჰგავს, ვიდრე მის სურვილს.
რაც შეეხება შინაარსს. რუსულ პოლიტიკას კავკასიაში სერიოზული კრიზისის ხანა აქვს. ის, რითაც რუსეთი კავკასიას აკონტროლებდა იყო სამხედრო-პოლიტიკური მდგენელი. ეს მდგენელი ახლა საკმაოდ მინიმიზებულია.
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რუსეთს როსტოვის სამხრეთით სამხედრო ნაწილი საერთოდ არ აქვს. არა თუ კავკასიაში, არამედ სამხრეთ რუსეთშიც კი. რუსეთს ისე გაუჭირდა, რომ უკანასკნელი სამხედრო ნაწილები უკრაინის ფრონტზე ჰყავს გადასროლილი. ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის საოკუპაციო რესურსი ნულზეა დასული.
რუსულ პოლიტიკას კავკასიაში სერიოზული კრიზისის ხანა აქვს. ის, რითაც რუსეთი კავკასიას აკონტროლებდა იყო სამხედრო-პოლიტიკური მდგენელი. ეს მდგენელი ახლა საკმაოდ მინიმიზებულია. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რუსეთს როსტოვის სამხრეთით სამხედრო ნაწილი საერთოდ არ აქვს
ამიერკავკასიიდან, იგივე აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინის ფრონტზეა გაყვანილი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ანალოგიური ვითარებაა სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ თემაზე კალაძის განცხადება უცნაური იყო, მხედველობაში მაქვს მისი წინადადება რუსეთს, რომ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანა შესთავაზა.
ეტყობა, კალაძე საქმის კურსში არაა, რომ ამიერკავკასიაში, მათ შორის არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში რუსული ბაზები პრაქტიკულად არ არსებობს და იქ, ახლა, პრაქტიკულად ცარიელი რუსული ბაზებია. ასეთია რეალობა ამ ბაზებზე წელიწად ნახევარზე მეტი ხანია რომაა. ეგ კი არა, რუსებს უკრაინის ფრონტზე საომრად აფხაზები და სამხრეთელი ოსები ჰყავს გაყვანილი.
კალაძე საქმის კურსში არაა, რომ ამიერკავკასიაში, მათ შორის არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში რუსული ბაზები პრაქტიკულად არ არსებობს და იქ, ახლა, პრაქტიკულად ცარიელი რუსული ბაზებია
ახლა ვითარება ასეთია – რუსეთს საქართველო დარჩა კავკასიაზე ზემოქმედებისა და პოლიტიკური ოპერირების ერთადერთ ბერკეტად. ახლა რუსეთი ამ ბერკეტის გამოყენებას ცდილობს და ლავროვის განცხადებაც ასე უნდა წავიკითხოთ. – ამ თემაზე საქართველოში აზრთა სხვადასხვაობასა და ბუნდოვანებას წერტილი თავად პუტინმა დაუსვა, როცა 30 სექტემბერს აფხაზეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მეტიც, მან ამ მილოცვაში ასევე თქვა, – „რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას სახელმწიფოებრივი განვითარების პრობლემების გადაჭრაში“.
ლავროვისა და პუტინის განცხადებები რა შანს უტოვებს იმათ, ვინც საქართველოში აფხაზეთის მიმართულებით სერიოზული პოლიტიკის დაგეგმვაზე და შემდეგ მის განხორციელებაზე საუბრობს და ფიქრობს?
– პუტინს შეეძლო ეს განცხადება არ გაეკეთებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, შეგნებულად გააკეთა. ამით მან ჩრდილოეთ კავკასიურ ელიტებს, პირველ რიგში ეს ეხება აფსუების მონათესავე ხალხებს, ადიღებს, ჩერქეზებსა და ყაბარდოელებს. პუტინმა აფხაზები და და ჩრდილოეთ კავკასიაში მათი მონათესავე ხალხები დაამშვიდა, რომ რუსეთი აფხაზეთს საქართველოს არ დაუთმობს. სხვანაირად პუტინის ეს განცხადება აფხაზებისადმი არ იკითხება.
პუტინმა აფხაზები და და ჩრდილოეთ კავკასიაში მათი მონათესავე ხალხები დაამშვიდა, რომ რუსეთი აფხაზეთს საქართველოს არ დაუთმობს. სხვანაირად პუტინის ეს განცხადება აფხაზებისადმი არ იკითხება
პუტინს ქართველებისთვის ტაქტიანად შეეძლო ის ბონუსი მაინც გადმოეგდო და არ ეთქვა რომ ეს დღე აფხაზების ქართველებზე გამარჯვების დღეა. მან პირდაპირ ღიად თქვა, რომ ულოცავს აფხაზებს დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღეს. ლავროვისა და პუტინის ეს განცხადებები სრულ დისონანსშია „ქართული ოცნების“ ლიდერების მესიჯბოქსებთან. ჩემი აზრით, დღევანდელი კანონმდებლობის გათვალისწინებით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, პრაქტიკულად თეორიულადაა შეუძლებელი. არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მის ადგილზე სხვა პოლიტიკური ძალაც რომ იყოს. ასეა იმიტომ რომ ასეთი საარჩევნო მოდელი გვაქვს.
ლავროვისა და პუტინის განცხადებები სრულ დისონანსშია „ქართული ოცნების“ ლიდერების მესიჯბოქსებთან
აფხაზეთთან და ოსებთან ხელისუფლების შერიგების სხვადასხვა ვერსიები პრაქტიკულად განუხორციელებელია საარჩევნო გარემოებებიდან გამომდინარე. და პრემიერის განაწილების წესზე.
აფხაზეთისა და ოსეთის თემებზე „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის განცხადებები უფრო შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის საარჩევნო დისკურსია, ვიდრე სტრატეგიული ამოცანებზე სერიოზული გათვლები.
აფხაზეთისა და ოსეთის თემებზე „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის განცხადებები უფრო შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის საარჩევნო დისკურსია, ვიდრე სტრატეგიული ამოცანებზე სერიოზული გათვლები
– 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროს ახლოვდება და ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია მალე ფინიშის სწორზე გავა.
მმართველი „ქართული ოცნება“ მრავალრიცხოვან შეხვედრებს მართავს რეგიონებში. ამ შეხვედრებზე სიტყვით გამოდის ამავე პარტიის საპატიო თავმჯდომარე . „ქართული ოცნების“ მთავარი მესიჯებია „მშვიდობა“, ქრისტიანული ფასეულობების დაცვა, ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლა და ოჯახური ტრადიციებისა და სიწმინდის დაცვა.
გარდა ამისა, ივანიშვილის 2008 წლის ომის დაწყებაში სააკაშვილსა და დასავლეთს ადანაშაულებს და პირობას დებს რომ „ნაცმოძრაობას“ გაასამართლებს. ოპონენტების დაპატიმრებისა და გაუქმების ლოზუნგით საქართველოში ჩატარებული არც ერთი საარჩევნო კამპანია არ გვახსენდება.
დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, ამგვარი განცხადებებით ივანიშვილის არა მხოლოდ კოჭს უგორებს კრემლს, არამედ, თუ ში ებრძვის სამხედრო ძალით დასავლეთს, საქართველოშიც ებრძვის დასავლეთს. ამბობს, რომ თუ საქართველოს დასავლური კურსი ექნა, ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება. თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის მთავარ ლოზუნგებს?
სავარაუდოდ, რატომ ემთხვევა „ქართული ოცნების“ მესჯები კრემლის მესიჯებსა და ნარატივებს? და საერთოდ, რამდენად აქტუალურია „მშვიდობის“ თემა?
– მთავარი მესიჯბოქსი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს არის მშვიდობის ლოზუნგი. ხელისუფლება ყველას ამუნათებს, რომ არა ისინი, „ნაცმოძრაობის“ ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს რუსეთთან ომი გარანტირებული ექნებოდა.
მიჭირს საარჩევნო თვალსაზრისით შევიცნო, რამდენად ბონუსის შემცველია „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული რიტორიკა. მაგრამ, ერთ რამეს ვხედავ, რუსების დამშვიდების თვალსაზრისით „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ შეტოპა, რუსული სამხედრო-პოლიტიკური საფრთხე არა მარტო ჩრდილოეთ, არამედ სამხრეთ კავკასიაში აღარ არსებობს, ამიტომ, გაუგებარია, ვის ვამშვიდებთ ასე დაუსრულებლად. ვიმეორებ, გაუგებარია, საქართველოს მოსახლეობის გარდა, ვის ვუგზავნით მესიჯს, რომ საქართველო ომში არ ჩაებმება? როგორ უნდა ჩავებათ ამ ომში, ამასაც ვერ ვხედავ. არადა, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ამუნათებს, რომ მას გარედან აძალებდნენ ომში ჩართვას.
გაუგებარია, საქართველოს მოსახლეობის გარდა, ვის ვუგზავნით მესიჯს, რომ საქართველო ომში არ ჩაებმება? როგორ უნდა ჩავებათ ამ ომში, ამასაც ვერ ვხედავ. არადა, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ამუნათებს, რომ მას გარედან აძალებდნენ ომში ჩართვას
ეს იმდენად მძიმე ბრალდებაა და თუ ამ ნარატივს „ქართული ოცნება“ გააგრძელებს, იგი შეიძლება ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კატაკლიზმებში მოხვდეს საგარეო პოლიტიკური ასპექტიდან გამომდინარე.
ეს ისეთი მიუღებელი მესიჯბოქსია, რომ 4 ნოემბრის შემდეგ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგება ძალიან გაჭირდება.
– იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა, რა რესურსი და შესაძლებლობები ექნება მას დაალაგოს ურთიერთობა აშშ-თან, ევროკავშირთან, რომლის რეკომენდაციებზე მმართველი გუნდის ლიდერები ამბობდნენ, რომ მათ „ჩალის ფასი“ აქვს?
– თუ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საქართველოს ადმინისტრირებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ მან თავისი ნარატივი აბსოლუტურად უნდა გამოცვალოს. სხვანაირად, წარმოუდგენელი იქნება გარე სამყაროსთან ურთიერთობა. კრიტიკული და პროპაგანდისტული ესკალაციის ზედა ზღვარზე ვართ.
თუ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საქართველოს ადმინისტრირებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ მან თავისი ნარატივი აბსოლუტურად უნდა გამოცვალოს. სხვანაირად, წარმოუდგენელი იქნება გარე სამყაროსთან ურთიერთობა. რიტორიკული და პროპაგანდისტული ესკალაციის ზედა ზღვარზე ვართ
ამის შემდეგ დასავლეთისგან წამოვა ძალიან სერიოზული პოლიტიკური რეპრესიები. თუ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან დაპირისპირების კურსი არ აქვს დაგეგმილი, გაუგებარია რა რესურსებით უნდა განაგრძოს ქვეყანამ ამ პოლიტიკური კურსის რეალიზება. „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან ურთიერთობის დეესკალაცია ყველა შემთხვევაში მოუწევს.
თუ დავუშვებთ ივანიშვილის პრეზიდენტობას, დღევანდელი კანონმდებლობით, პრეზიდენტის არჩევის წესი ისეთია, პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, ანუ ივანიშვილის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი.
თუ ივანიშვილს დასავლეთთან დეესკალაცია უნდა, ამგვარი დეესკალაციის გეგმა მან ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა ჩამოაყალიბოს
ჩემი ინფორმაციით, მას აქვს სურვილი თავად გახდეს პრეზიდენტი. თუ ივანიშვილი გახდა პრეზიდენტი, ის უკვე ვეღარავის ამოეფარება, თავად იქნება პოლიტიკურად ვალდებული დასავლეთთან დეესკალაციის პოლიტიკა გაატაროს. თუ ივანიშვილს დასავლეთთან დეესკალაცია უნდა, ამგვარი დეესკალაციის გეგმა მან ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა ჩამოაყალიბოს.
– უკვე ცნობილია არჩევნებში მონაწილე პარიების საარჩევნო სიები. გასულ კვირას ამ თემაზე კი იყო მსჯელობა, მაგრამ მაინც გკითხავთ – თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მმართველი პარტიის საარჩევნო სიამ?
იმ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიებმა, რომლებსაც მეტ-ნაკლებად აქვთ 5 % -იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა?
ამ სიებთან დაკავშირებით ყველაზე მეტად რამ გაგაკვირვათ და რა აღმოჩნდა თქვენთვის მოულოდნელობა?
– პირველ რიგში, ჩემთვის მოულოდნელობა არის ის, რომ ოპოზიციის საარჩევნო აქტივობა არის ძალიან დაბალი. თუ ამას იმასთან ერთად განვიხილავთ, რომ ოპოზიცია არ არის კონსოლიდირებული, უამრავი საარჩევნო სუბიექტია, ზოგი დიდი, ზოგი პატარა, ეს მაფიქრებს შემდეგს – ოპოზიციას „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ხმების დაგროვება გაუჭირდება.
შესაბამისად, არჩევნების შემდეგ ჩვენ შესაძლოა გვქონდეს ასეთი რეალობა – 5-6 საარჩევნო სუბიექტი „ქართული ოცნების“ ჩათვლით გადალახავს ბარიერს. 12-15%-მდე ოპოზიციური ამომრჩევლის ხმები „დაიწვება“ იმის გამო, რომ პარტიების ნაწილი 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ.
ძალიან ბევრი პარტიისთვის 1%-იანი ბარიერის გადალახვა აღმოჩნდა საკმაოდ მიმზიდველი პოლიტიკური გარემოება. გასაგებია, რომ „დაიწვება“ საკმაოდ სერიოზული ოპოზიციური ხმები
„ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა არჩევნების შედეგთან ვერ შეგუებული ელექტორატი იქნება, რომელიც საკმაოდ აქტიურ მიტინგურ აქტიურობაში გამოხატავს უკმაყოფილებას. „ქართული ოცნებისთვის“ დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება იმითაც არის აქტუალური, რომ მომავალ მიტინგურ აქტივობის დეესკალაცია მოახდინოს.
თუ არჩევნების შემდეგ მიტინგები საკმაოდ მასშტაბური იქნება და მისი მხარდაჭერა აშშ-დან სერიოზული იქნა, ჩვენ შედეგად, შეიძლება მივიღოთ არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის ფაქტი. ესაა „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი და არა ოპოზიციასთან დებატები.
-ში პარტიების მიერ საარჩევნო სიების წარდგენა დასრულებულია. ახლა ვიცით, რომ არჩევნებში 19 პარტია მიიღებს მონაწილეობას.
თუ არჩევნებში მონაწილე პარტიებს სიას გადახედავთ, ნათლად ჩანს, რომ ძალიან ბევრ პარტიას რეალურად არა აქვს 5-იანი ბარიერის გადალახვის შანსი. ცხადია, ისინი ხმების გარკვეულ რაოდენობას მიიღებენ, მაგრამ, მათ მიერ მიღებული ხმებს რომ „ქართული ოცნება“, როგორც პირველ ადგილზე გასული პარტია წაიღებს, ცხადია. ეს რომ ამათ არ ესმოდეთ, ძნელი დასაჯერებელია. არც ისაა გამორიცხული, რომ ბევრი მათგანის მონაწილეობას „ქართული ოცნება“ მიესალმება, ანაც თავადაა ამ პროცესის უკან. რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ არჩევნებში ისეთი პარტიები არ იღებენ მონაწილეობას, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი არ აქვთ?
– სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ საკენკს ბევრი ოპოზიციური პარტია წამოეგო. კანონმდებლობით, პარტიები, რომლებიც 1%-იან ბარიერს გადალახავენ, არჩევნების შემდეგ საკმაოდ სერიოზულ ფინანსურ პრეფერენციებს იღებენ. ამიტომ, ძალიან ბევრი პარტიისთვის 1%-იანი ბარიერის გადალახვა აღმოჩნდა საკმაოდ მიმზიდველი პოლიტიკური გარემოება. გასაგებია, რომ „დაიწვება“ საკმაოდ სერიოზული ოპოზიციური ხმები.
საკმაოდ სერიოზულად ვფიქრობ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება აშშ-ს პოლიტიკური ელიტის ძალიან ხისტი მოთხოვნა იქნება და ეს მოთხოვნა იქნება საქართველოსა და დასავლეთს შორის დეესკალაციის წინაპირობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ამერიკელებთან
მე ერთ რამეზე ვამახვილებ ყურადღებას. მომავალი წლის არჩევნების იდეა, ანუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების იდეა, პრეზიდენტ ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიაში“ ზურაბიშვილის იდეა არ იყო.
როგორც მე ვიცი, ეს აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის სალივანის გზავნილი იყო, ამიტომაც მოიწია გახარიას ამ ქარტიისთვის შეერთება. მანამდე ის წინააღმდეგი იყო რიგგარეშე არჩევნების.
ამიტომ, საკმაოდ სერიოზულად ვფიქრობ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება აშშ-ს პოლიტიკური ელიტის ძალიან ხისტი მოთხოვნა იქნება და ეს მოთხოვნა იქნება საქართველოსა და დასავლეთს შორის დეესკალაციის წინაპირობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ამერიკელებთან.
იმედი მაქვს, რომ ივანიშვილი აშშ-ს მისამართით ოქტომბრის ბოლო ორ კვირაში რიტორიკას დაარბილებს. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია „ქართული ოცნების“ მიერ ურთიერთობების დალაგება დასავლეთთან და პირველ რიგში აშშ-თან
ამერიკული ელიტა ყოველთვის ძალიან დიდი ეჭვით უყურებდა საქართველოს არჩევნების აშშ-ს არჩევნებთან დამთხვევას. ვაშინგტონში ეს აღიქმებოდა სურკოვის იდეად. საქართველოში არჩევნები ყოველთვის ტარდებოდა მაშინ, როცა ამერიკული ელიტა შიდა პრობლემებით იყო დაკავებული.
– სასამართლომ ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ემიგრაციაში არიან, უარი უთხარა სხვადასხვა ქვეყნებში დამატებითი უბნების გახსნაზე. საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ 60 უბანს გახსნის. მიუხედავად ემიგრანტების აქტიურობისა, წელს არჩევნებში საკმაოდ ბევრი ემიგრანტი ვერ მიიღებს იმის გამო რომ ჩვენი საკონსულო სამსახურები აშკარად გაუმართავად მუშაობდნენ. როგორც ჩანს, ეს გაუმართაობაც, ხელოვნური იყო.
20 ოქტომბრისთვის მოლდოვაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოლდოვა 228 სარჩევნო უბანს გახსნის. ფაქტია, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა პრობლემა არაა.
თქვენ როგორ შეაფასებდით ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას ემიგრანტებთან მუშაობისა და საარჩევნო უბნების გახსნის თვალსაზრისით?
– ამ საკითხში ხელისუფლებისა და საგარეო საქმეთა სამსახურის პასიურობა მისი ლოგიკიდან იკითხება. ხელისუფლება უფრთხის დასავლეთის ქვეყნებში ემიგრანტთა შორის სრულმასშტაბიან ჩატარებას. როგორც ჩანს, ხელისუფლებას სერიოზული ეჭვი აქვს, რომ ემიგრაცია ხმას „ქართულ ოცნებას“ არ მისცემს.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩემი ინფორმაციით, არჩევნებამდე ბოლო ორი კვირის რიტორიკიდან ხელისუფლების და პირადად ივანიშვილის რიტორიკიდან აშშ-ს ელიტა დაასკვნის როგორი დამოკიდებულება ჩამოიყალიბოს საქართველოში არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
აშშ-ს მხრიდან არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა დამოკიდებულია პირადად ბიძინა ივანიშვილზე. თუ ივანიშვილს უნდა დაალაგოს ამერიკასთან ურთიერთობები, იგი პრეზიდენტი გახდება თუ არ გახდება, ამის და მიუხედავად, ვალდებულია ეს გარემოება გაითვალისწინოს.
იმედი მაქვს, რომ ივანიშვილი აშშ-ს მისამართით ოქტომბრის ბოლო ორ კვირაში რიტორიკას დაარბილებს. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია „ქართული ოცნების“ მიერ ურთიერთობების დალაგება დასავლეთთან და პირველ რიგში აშშ-თან.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი