საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მირიან, სულ ცოტა დრო რჩება აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ტრამპის ინაუგურაციამდე, რასაც დიდი ინტერესით ელოდება მთელი მსოფლიო. ვიდრე ეს მოხდება მანამდე ჩვენს საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე უნდა ვიმსჯელოთ. თუმცა, ტრამპის თემასა და ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ.
პროდასავლური ოპოზიცია 40 დღეზე მეტია აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას. ისინი „ქართულ ოცნებას“ „რუსულ ოცნებასაც“ უწოდებენ და ბრალს დებენ იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ატარებს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ქვეყანაში პოლიტიკურ ჩიხსა და კრიზისს არ აღიარებს. აქტივისტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის შედეგად 500-ზე მეტი მოქალაქე იყო დაკავებული, 51 ისევ პატიმრობაში რჩება. ახლა ძალოვნების აქტივობამ ბათუმში გადაინაცვლა და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ოპოზიცია არჩევნებს არ აღიარებს და ხელახალ არჩევნებსა და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვს.
როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას? საზოგადოების აქტიურობაზე „ქართული ოცნების“ რეაქციას, იმ პროპაგანდას, რომელსაც იგი პროტესტანტების წინააღმდეგ ეწევა?
– ყველაფერი რაც საშინაო პოლიტიკაში ხდება, ერთიანობაში და მთლიანობაში შეიძლება შეფასდეს, როგორც „ქართული ოცნების“ მცდარი ტაქტიკა. „ქართული ოცნება“ საზოგადოების აქტიურობას არ ელოდა, იმიტომ რომ რაიმე მწყობრი ლოგიკა მის იმპულსურ მოქმედებებში ფიზიკურად არ არის.
ივანიშვილს ეგონა რომ, ტრადიციულად ადრინდელი არჩევნების მსგავსად მიტინგები გარკვეული მუხტის მატარებელი იქნებოდა, მაგრამ 2-3 კვირის განმავლობაში დაკარგავდა იმ სიმწვავეს, რომელიც პრობლემურია მისი ხელისუფლებისთვის. შემდეგ კი არა მწვავე მოგერიების ფორმატის რეჟიმში იმოქმედებდა.
ყველაფერი რაც საშინაო პოლიტიკაში ხდება, ერთიანობაში და მთლიანობაში შეიძლება შეფასდეს, როგორც „ქართული ოცნების“ მცდარი ტაქტიკა
მაგრამ, როდესაც მკაფიო გახდა, რომ მიტინგის არც სიმწვავე, არც მასშტაბი არ არის მილევადი, პირიქით, თან საზოგადოების პროტესტს ადრინდელთან შედარებით მკაფიო მხარდაჭერა წამოუვიდა დასავლეთიდან, ივანიშვილი დადგა იმ დილემის წინაშე, როგორ უნდა ემოქმედა.
ჯერ ერთი ემოციურად „ავარდა“. როგორც ჩანს, მას გარკვეული ვადები ჰქონდა თავისთვის ჩამოყალიბებული ამ პროცესთან დაკავშირებით. მას ამ ვადებზე მიბმული ჰქონდა ქვეყნის ფინანსური პრობლემები, ეს ყველაფერი ვადებს რომ გადასცდა და მკვეთრად დაზარალდა ქვეყნის სავალუტო რეზერვები, ის ხომ სავალუტო რეზერვებს აღიქვამს როგორც მისი რეჟიმისა და პირადად მისი უსაფრთხოების ფინანსურ ინსტრუმენტს, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ისე მოქმედება, როგორც ახლა მოქმედებს.
როდესაც მისთვის წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლებელი გახდა, 3-5 დღეა გადავიდა მეორე ესკალაციაზე. მაკრონთან საუბარში ივანიშვილმა ვალდებულება აიღო, რომ თავს დაანებებდა ე.წ. ტიტუშკებით ოპერაციებს, მაგრამ, როცა ივანიშვილმა დაინახა საზოგადოების აქტივობის ზრდა, სხვა გზა მასთან გამკლავების ვერ დაინახა. ეს კი ნიშნავს იმას რომ ქვეყანაში არა მხოლოდ მისი, არამედ მმართველობის კრიზისია.
მაკრონთან საუბარში ივანიშვილმა ვალდებულება აიღო, რომ თავს დაანებებდა ე.წ. ტიტუშკებით ოპერაციებს, მაგრამ, როცა ივანიშვილმა დაინახა საზოგადოების აქტივობის ზრდა, სხვა გზა მასთან გამკლავების ვერ დაინახა. ეს კი ნიშნავს იმას რომ ქვეყანაში არა მხოლოდ მისი, არამედ მმართველობის კრიზისია
– ამის ფონზე ვხედავთ, რეპრესიების პოლიტიკამ თბილისიდან ბათუმში გადაინაცვლა. პოლიცია აქციაში უამრავ ადამიანს აკავებს. დაკავებულია „ნეტგაზეტას“ რედაქტორი მზია ამაღლობელი, რომლის სასამართლო დაიწყო. ასევე არიან დაკავებული პოლიტიკოსები ხოშტარია და კირთაძე.
ბათუმში თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბათუმში ასევე სცემეს სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.
ოპონენტების მიმართ ასეთი დამოკიდებულება რას შეიძლება ნიშნავდეს?
– რაც ბათუმში ბოლო დღეებში მოხდა, ნიშნავს იმას რომ ივანიშვილის მმართველობის კრიზისი დადგა. საქმე გვაქვს ძალაუფლების კრიზისთან და არა ძალაუფლების პრობლემებთან. შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ხელისუფლების კრიზისია.
ივანიშვილის და ხელისუფლების მთავარ იმედგაცრუებად ის შეიძლება ჩავთვალოთ რომ, როგორც ჩანს, ივანიშვილი ტრამპის გარემოცვიდან ელოდებოდა გარკვეულ საჯარო ჟესტებს, რაც მას მიტინგების ჩაცხრობაში მოეხმარებოდა. მისი და მისი სახელისუფლო გუნდის რიტორიკის ლოგიკა ისეთი იყო, რომ ისინი ბრალს სდებდნენ ბაიდენის ხელისუფლებას, რომ ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ს მომავალ ხელისუფლებასთან გაურთულოს და თეთრ სახლს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს.
რაც ბათუმში ბოლო დღეებში მოხდა, ნიშნავს იმას რომ ივანიშვილის მმართველობის კრიზისი დადგა. საქმე გვაქვს ძალაუფლების კრიზისთან და არა ძალაუფლების პრობლემებთან. შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ხელისუფლების კრიზისია
ამ თემაზე საუბრები ორგანიზებული იყო იმ მიზნით, რომ მას, როგორც ჩანს, ტრამპის გარემოცვისთვის უნდოდა იმის შეხსენება, რომ საქართველოს ხელისუფლება ტრამპს გულშემატკივრობდა და ჰქონდა იმედი, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ტრამპის გარემოცვა დაეხმარებოდა ივანიშვილს ბაიდენის მოგერიებაში. ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არ ჩანს.
ივანიშვილი ელოდებოდა არა 20 იანვარს, არამედ 4 ნოემბერს, ანუ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. ტრამპის თუ არა ტრამპის გარემოცვას ივანიშვილისთვის არანაირი კარგი ჟესტები არ გაუკეთებია.
ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების ქცევის მიზეზი შეიძლება იყო ის, რომ მათი მთავარი იმედგაცრუება ტრამპის გარემოცვის მხრიდან დაუდგათ. ტრამპის გარემოცვა არანაირ სურვილს არ ამჟღავნებს ივანიშვილის პრობლემების მოსაგვარებლად.
ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების ქცევის მიზეზი შეიძლება იყო ის, რომ მათი მთავარი იმედგაცრუება ტრამპის გარემოცვის მხრიდან დაუდგათ. ტრამპის გარემოცვა არანაირ სურვილს არ ამჟღავნებს ივანიშვილის პრობლემების მოსაგვარებლად
– ბრძანეთ რომ ხელისუფლების კრიზისიაო. არანაირი პირი არ უჩანს იმას, რომ „ქართული ოცნება“ რაიმე დათმობაზე წავიდეს, ან ვითარების განმუხტვის ისეთი გზაა მოძებნოს, რომელიც სიტუაციას დაამშვიდებდა.
აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციას როგორ ფორმაში და რა შედეგებით ხვდება ერთი მხრივ ოპოზიცია და საზოგადოება, ხოლო მეორე მხრივ „ქართული ოცნება?
– სამწუხაროდ, ქართულ ოპოზიციას არ აღვიქვამ არც ივანიშვილის საპირწონედ და არც რეალურ ძალად. ამიტომაა, რომ ქართველი ამომრჩეველი ოპოზიციურ პარტიებს აქციების ორგანიზებასთან არ აკარებს. ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მთავარი ოპონენტი და სამიზნე ივანიშვილია და მათ ეშინიათ, რომ აქციებზე ოპოზიციის ლიდერების წინა პლანზე აქტიურობა აქციების ძალმოსილებას და სიმწვავეს გაანელებს. შეიძლება ითქვას, რომ მართლებიც არიან.
ახლა რაც შეეხება იმას, რა მდგომარეობით მიდის ტრამპის ინაუგურაციამდე „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური ელექტორატი, ანუ ორი დაპირისპირებული მხარე და პოლუსი. როგორც გითხარით, ქართული ოპოზიცია პოლუსი არ არის.
აქ ჩვენ ერთი მთავარი, პროვოკაციული კითხვა შეიძლება დავსვათ – თუ ქართული ოცნება“ ფსონს ტრამპის პრეზიდენტობაზე დებდა, რატომ არ არიან მიწვეული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ტრამპის ინაუგურაციაზე.
თუ ქართული ოცნება“ ფსონს ტრამპის პრეზიდენტობაზე დებდა, რატომ არ არიან მიწვეული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ტრამპის ინაუგურაციაზე
შესაძლოა, ვიღაცები გამოჩნდნენ პრეზიდენტის ინაუგურაციის ფასიან სექტორში, მაგრამ, აქ საუბარია ტრამპის მეგობრების ტრიბუნაზე. ამერიკული ფოქს-ნიუსი ამბობს ამ ტრიბუნაზე მოხვედრილები იქნებიან ტრამპის მომავალი საყრდენები და ტრამპიზმის პოლიტიკის გამტარები მსოფლიოში. ტრამპიზმის გამტარებს შორის რატომ არ აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. თუ ტრამპი და მისი გარემოცვა ივანიშვილს უნდა მოხმარებოდა აშშ-სა და საქართველოს შორის ახალი ურთიერთობები აწყობაში და რთული პერიოდის გადალახვაში.
– ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები რომ საქართველოსთან დაკავშირებით აქტიურობენ, ეს ქართველი პოლიტიკოსების და საზოგადოების შედეგია…
– არც კი მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ იციან, რომ სამხრეთ კაროლინიდან კონგრესმენი ჯო იულსენი, არის სამხრეთ კაროლინელი რესპუბლიკელი სენატორის გრემის დასაყრდენი. გრემი ტრამპის მარჯვენა ხელად ითვლება და აშშ-ს მომავალი სახელმწიფო მდივნის რუბიოს პოლიტიკური პარტნიორია.
ამ სიტუაციაში ძალიან რთულია აჰყვე „ქართული ოცნების“ ლოგიკას და გაიაზრო ის ყველაფერი, რასაც ისინი სინამდვილეში ამბობენ და ბოლო განცხადებების სახით პოლიტიკურ ლანდშაფტად უნდა რომ დაგვიხატონ.
მე ვერ გავიგე „ქართული ოცნების“ იმედი იმაზე, რომ ტრამპმა უნდა გაანადგუროს ამერიკის დიფ სტეიტი და ამერიკული ნობილიტეტი, მმართველობის ზედა ნაწილი. ეს 150-200 ათასი ადამიანი ითვლება ამერიკული ხელისუფლების და ამერიკული სახელმწიფოებრიობის ფინანსურ კონსტრუქტორად. ამათი განადგურება ნიშნავს ამერიკის, როგორც ქვეყნის განადგურებას.
მე ვერ გავიგე „ქართული ოცნების“ იმედი იმაზე, რომ ტრამპმა უნდა გაანადგუროს ამერიკის დიფ სტეიტი და ამერიკული ნობილიტეტი, მმართველობის ზედა ნაწილი. ეს 150-200 ათასი ადამიანი ითვლება ამერიკული ხელისუფლების და ამერიკული სახელმწიფოებრიობის ფინანსურ კონსტრუქტორად. ამათი განადგურება ნიშნავს ამერიკის, როგორც ქვეყნის განადგურებას ქართული ოცნება“ რეალურად ვერ ხედავს რა ეგზისტენციალურ პრობლემებს შეეჯახება მისი მმართველობა. იმის ნაცვლად რომ ეს გაიაზრონ, დაკავებული არიან მიტინგების დარბევებით, რომელიც ამ პრობლემის შედეგია და არა მიზეზი
სინამდვილეში, როგორც ეს მოსალოდნელი იყოს, ტრამპისა და აშშ-ს პოლიტიკა იქნება ყველაზე ექსპანსიონისტური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ტრამპის ამგვარი გეგმები რანაირად წააგავს დიფ სტეიტის განადგურების პროგრამას. „
ქართული ოცნება“ რეალურად ვერ ხედავს რა ეგზისტენციალურ პრობლემებს შეეჯახება მისი მმართველობა. იმის ნაცვლად რომ ეს გაიაზრონ, დაკავებული არიან მიტინგების დარბევებით, რომელიც ამ პრობლემის შედეგია და არა მიზეზი.
„ქართულ ოცნებას“ დღეს უტევენ არა საშინაო პოლიტიკაში ნამოქმედარის გამო, არამედ, იმის გამო, რომ ის რუსეთის სასარგებლოდ და პუტინის სახელით მოქმედებს და კრემლის ინტერესების გამტარებელ ძალად თვლიან. ამ ნიშნით შემოტევა ახლა მსოფლიოში ყველაზე მძაფრი და სახიფათოა
– ის განცხადებები რომელიც აშშ-ში და ევროპაში საქართველოზე კეთდება, ასევე ევროპაში მხედველობაში მაქვს ის, რომ თვის ბოლოს ჩვენს დიპლომატებს შეეზღუდებათ დიპლომატიური პასპორტების გამოყენება, რაზე მიუთითებს?
როგორც თქვენ გიყვართ თქმა – გარე კონტურიდან საქართველოზე შეფასებები როგორია?
– ამ თემაზე ბევრჯერ გვისაუბრია, დღეს კიდევ უფრო მწვავედ გაუსვამ ხაზს. ამ შეფასებების მთავარი ნარატივი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევენ რუსეთის გავლენის გამტარებელ ძალად არა მარტო საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში.
ფაქტობრივად, ჩვენ არა საკუთარი ურთიერთობებიდან გამომდინარე შეიძლება შეგვექმნას პრობლემები, არა „ქართული ოცნების“ მმართველობის ავტორიტარული სტილის გამო, არა არჩევნების გაყალბების ფაქტის გამო, რაც თავის თავად მძიმე ბრალდებებია, „ქართულ ოცნებას“ დღეს უტევენ არა საშინაო პოლიტიკაში ნამოქმედარის გამო, არამედ, იმის გამო, რომ ის რუსეთის სასარგებლოდ და პუტინის სახელით მოქმედებს და კრემლის ინტერესების გამტარებელ ძალად თვლიან. ამ ნიშნით შემოტევა ახლა მსოფლიოში ყველაზე მძაფრი და სახიფათოა.
„ქართულ ოცნებას დღეს არა მხოლოდ ავტორიტარიზმის გამო უტევენ, არამედ, როგორც შენიღბულ და ამ ბოლო ხანებში რუსეთის ღია მოკავშირეს
„ქართულ ოცნებას დღეს არა მხოლოდ ავტორიტარიზმის გამო უტევენ, არამედ, როგორც შენიღბული და ამ ბოლო ხანებში რუსეთის ღია მოკავშირეს. ამ სიბრტყეში გადავიდა „ქართულ ოცნებასთან“ დასავლეთის პრეტენზიები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დაპირისპირებას შეუქცევადი ხასიათი ექნება. ახლა ეს დაპირისპირება ახლა იმ სტადიაშია, რომ მისი ჩაქრობა შეუძლებელია.
ამას ვერ ჩააქრობ არჩევნების გამოძიებაზე თანხმობით, მიტინგებზე ესკალაციის შენელებით. რუსეთის და პუტინის სატელიტობის ბრალდება გამორიცხავს დასავლეთის მხრიდან „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის დათბობას.
ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე არაფერი იმის მსგავსი არ იქნება, რა ნარატივებით, იმედებით არიან განწყობილი „ქართულ ოცნებაში“ და რაც მათ გულს უმაგრებს
ჩვენი წინა ინტერვიუდან თვეზე მეტია გასული, ახლა კი შეგვიძლია იმ ფაქტის კონსტატირება, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ ბრალდებები და პრეტენზიები გაცილებით დამძიმებულია და გასცდა არჩევნების გაყალბების ქეისს. ამ სიტუაციაში ივანიშვილს გაუათმაგდა პრობლემები და იმედია, ის ამას აცნობიერებს.
– თქვენთან შეხმიანებამდე თქვენს ბოლო ინტერვიუს „ინტერპრესნიუსთან გადავხედე, სადაც თქვენ ამბობთ – „ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი – საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად .“
„კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუსაც გავეცანი, სადაც თქვენ ამბობთ – „დიდი კვანძი ტრამპსა და პუტინის შეხვედრაზე გაიხსნება“.
ტრამპის არაპროგნოზირებადობაზე ბევრი გვისაუბრია. ახლა დიდი მოლოდინი არსებობს შვეიცარიაში ტრამპსა და პუტინის შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით.
თუ ტრამპი პუტინს უკრაინის საკითხში და სხვა საკითხებშიც, რომლებსაც მხარეებს განსხვავებული პოზიცია აქვთ, შეჯერებული პოზიციებით არ შეხვდა, ვითარება აშკარად არა სახარბიელო იქნება ბევრი თვალსაზრისით
თუ ეს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გარეშე ჩატარდა, რა უნდა ვიფიქროთ – მსოფლიოს ახალი გადანაწილების იწყება? თუ ასეა, ჩვენ სად ვხდებით?
– ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე არაფერი იმის მსგავსი არ იქნება, რა ნარატივებით, იმედებით არიან განწყობილი „ქართულ ოცნებაში“ და რაც მათ გულს უმაგრებს.
ქართული პროტესტების დარბევა არ გამართლდება, სახეზე არ არის არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ტრამპმა დასავლეთის სახელით საქართველოს ქეისი გადააბაროს რუსეთს და საქართველოს შიდაპოლიტიკური საკითხები დასავლეთისთვის გახდეს ტაბუირებული თემა.
„ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს რომ ტრამპი ქართულ ქეისს რუსეთს გადასცემს და შემდეგ მისი შიშით ევროპა ვეღარ გაბედავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და „ქართულ ოცნებას“ ექნება ქვეყნის მისთვის კომფორტულად მართვის შესაძლებლობა და ჩვენ იქ ვიქნებით, სადაც ბოლო 238 წელი ვიყავით. ამის არანაირი წინაპირობა არ არის
„ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს რომ ტრამპი ქართულ ქეისს რუსეთს გადასცემს და შემდეგ მისი შიშით ევროპა ვეღარ გაბედავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და „ქართულ ოცნებას“ ექნება ქვეყნის მისთვის კომფორტულად მართვის შესაძლებლობა და ჩვენ იქ ვიქნებით, სადაც ბოლო 238 წელი ვიყავით. ამის არანაირი წინაპირობა არ არის.
ამის არც ერთი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს რუსეთს მარტო ვერავინ გადასცემს. პოლიტიკაში გაცნობიერების მინიმალური კომპეტენციაც საკმარისია იმისთვის რომ ერთმა კაცმა გადაწყვიტოს ერთი ქვეყნის და მთელი რეგიონის, ან პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქეისის საპირისპირო გადაწყვეტილება.
მოსაზრება, რომ ტრამპი საქართველოს და პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩუქნის პუტინს, რისი იმედიც აქვთ ქართველ რუსეთუმეებს, დიდი აბსურდია
მოსაზრება, რომ ტრამპი საქართველოს და პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩუქნის პუტინს, რისი იმედიც აქვთ ქართველ რუსეთუმეებს, დიდი აბსურდია. ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული დღემდე ფაქტი არ არსებობს ქვეყნების გაჩუქების, მით უმეტეს კონტინენტების.
როგორც ჩანს, ბევრს ერევა დღევანდელი სიტუაცია 1945 წლის სიტუაციაში. მაშინ სტალინი იდგა ბერლინში, ამერიკას და ინგლისს არ უნდოდათ გერმანიაში ფაშიზმის ხელახალი აღორძინება და უნდოდათ გერმანიის აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ევროპა რუსებისთვის გადაცემა. რისი გადმოცემაც არ უნდოდათ, მაგალითად ირანის, ტრუმენი ყველას დაბომბვებით დაემუქრა და იძულებული გახადა რუსული ჯარი ირანიდან გასულიყო.
დღევანდელ ვითარებაში გაუგებარი ისაა, თუ როგორ უნდა გადმოსცეს ამხელა მეგა გეოპოლიტიკური სივრცე ტრამპმა რუსეთს და მერე ეს სივრცე როგორ უნდა დაიცვას რუსეთმა, რომელსაც სამხედრო ავიაცია არ ჰყავს.
რუსებს ავდეევკას და კურახოვოს აღება უჭირთ და ეგ როგორ უნდა მოხდეს? ასეთი ტიპის გადაბარებები მაშინ მოხდა როცა სტალინი ბერლინში იდგა. რუსები ახლა კურახოვოსთან და პოკროვსკისთნ იბრძვიან.
ივანიშვილი ოპოზიციის მოგერიების ნაწილში ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან დახმარებას არ მიიღებს, ეს არის სრულიად ნათელი, თეთრი სახლის კულისებიდან ამის შესახებ გზავნილები მას უკვე მიღებული აქვს
ერთად ერთი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე შეიძლება გადაწყდეს, დადასტურებულად შეიძლება ითქვას რაა ტრამპის პორტფელში, ეს არის ის, რომ ტრამპს უნდა რუსეთისთვის მახრჩობელა სანქციების შესუსტება რომლის პოზიციების ნაწილით სარგებლობენ არა ამერიკა, არამედ ინდოეთი, ჩინეთი და მესამე სამყარო.
ეს ქვეყნები სადღაც 50-70 მილიარდს სარგებელს იღებენ იმით, რომ რუსეთი სანქციებშია. ასეთი შეღავათის გაგრძელება დასავლეთის ინტერესებში არ შედის.
რუსეთის დამასუსტებელი სანქციების ეფექტი დაახლოებით 120-130 აშშ მილიარდი დოლარია. ამან საკმაოდ შეასუსტა რუსეთის ექსპანსია. ტრამპს ისე უნდა მოიქცეს, რომ რუსეთის დასუსტების ბენეფიციარები მისი კონკურენტები არ იყვნენ. ტრამპის მიერ საქართველოს გადაცემა რუსეთისთვის გამორიცხულია.
– 7 მარტს პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ კონგრესსა და სენატს თავის სამომავლო გეგმებზე უნდა მიმართოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მანამდე აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ძირითად და ურთულეს საკითხებზე აშშ-ს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდნენ.
ამის შემდეგ გამოჩნდება რეალურად როგორი პოლიტიკა ექნება ტრამპს საქართველოს მიმართ. 7 მარტამდე საკმაოდ დიდი დროა. მანამდე როგორ შეიძლება განვითარდეს საშინაო პოლიტიკაში პროცესები?
– ივანიშვილის დღევანდელი ტაქტიკა მდგომარეობს შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე – ივანიშვილმა ვერ მიიღო პროპაგანდისტული მხარდაჭერა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რაც მისი აზრით ოპოზიციის აქციების სულისკვეთებას მნიშვნელოვნად შეასუსტებდა, მან ვერ მიიღო რა ეს, მან სიხისტეს მოუმატა იმისთვის, რომ როგორღაც მისი პრობლემების შემდგომი ზრდა შეემცირებინა.
მაგრამ, ეს მცდარი გზაა, რადგან ივანიშვილი ოპოზიციის მოგერიების ნაწილში ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან დახმარებას არ მიიღებს, ეს არის სრულიად ნათელი, თეთრი სახლის კულისებიდან ამის შესახებ გზავნილები მას უკვე მიღებული აქვს.
რუსეთი და მათ შორის ხელისუფლებაში ქართველი რუსეთუმეები ელოდებიან იმას, რომ 20 იანვრის შემდეგ ტრამპი გამოვა და საჯაროდ განაცხადებს ამერიკა მიდის პოსტსაბჭოთა სივრციდან. ეს ხალხი იმას ელოდება, რომ როგორც ავღანეთიდან გავიდა ამერიკა, ისე გავა სამხრეთ კავკასიიდან. ეს არის აბსურდამდე მისული მოლოდინები. არაფერი ამის მსგავსი არ მოხდება
ამერიკის დღევანდელმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, მისმა საგარეო უწყებამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ რუბიოსთან შეთანხმებით და ტრამპის თანხმობითაც პირდაპირ თქვა და ამაზე სომხური რესურსები პირდაპირ საუბრობენ, – აშშ-მ სომხეთთან ურთიერთობა აიყვანეს სტრატეგიულ რანგში.
– დიახ, სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა – აშშ-მ სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ასეთია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მირზოანის ვაშინგტონში ვიზიტის შედეგი.
გარდა ამისა, სომხეთის პარლამენტი ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ სპეციალურ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივან ბლინკენს მოკავშირეებთან ე.წ. გამოსამშვიდობებელი ვიზიტი არ ჰქონია თბილისში. წინა შემთხვევაში პომპეო, გვახსოვს იყო.
ფაქტია, რომ ეს ყველაფერი არაფერ კარგზე არ მიუთითებს…
– ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ რუსეთს კავკასიას არავინ არ აძლევს. კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალ ადმინისტრაციის ტრენდი იქნება. თუ ვინმე ადევნებს თვალ-ყურს რესპუბლიკელების კონგრესში საგარეო პოლიტიკის პროფილურ კომიტეტებში მიმდინარე პროცესებს, ამის ანოტაციები იბეჭდება კონგრესისა და სენატის საიტებზე, დაინახავენ თუ რა ინტერესი და პოზიციები ექნება ტრამპის აშშ-ს ადმინისტრაციას.
რუსეთი და მათ შორის ხელისუფლებაში ქართველი რუსეთუმეები ელოდებიან იმას, რომ 20 იანვრის შემდეგ ტრამპი გამოვა და საჯაროდ განაცხადებს ამერიკა მიდის პოსტსაბჭოთა სივრციდან. ეს ხალხი იმას ელოდება, რომ როგორც ავღანეთიდან გავიდა ამერიკა, ისე გავა სამხრეთ კავკასიიდან. ეს არის აბსურდამდე მისული მოლოდინები. არაფერი ამის მსგავსი არ მოხდება.
ტრამპის ადმინისტრაციასთან აშშ-ში სომხური ლობი სერიოზულად მუშაობს და უნდა თქვას, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ისტორიაში პირველად სომხები ახლა ჩვენზე მუშაობენ. ამერიკის სომხური ლობი კოლოსალურ თანხებს ხარჯავს, რომ კავკასიაში ამერიკის გავლენები გაძლიერდეს და გაცილებით ძლიერი იყოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა
ყველაზე მთავარი ინტრიგა იმაშია, რომ როცა ტრამპის ადმინისტრაცია მოვა, არანაირი ჟესტები და რევერანსები არ იქნება გაკეთებული „ქართული ოცნების“ მისამართით, აი მერე როგორი სიხისტე ექნება ივანიშვილს შიდა პოლიტიკის კონტურზე და გარე კონტურის მოლოდინებზე, ვნახავთ.
გამოიკვეთა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ისეთ კორპორაციების კომუნიკაციები, რომლებიც კავკასიის ქეისზე მუშაობენ. კავკასიის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციაში რესპუბლიკელების პოლიკური კურსი ჩვენთვის უფრო მისაღები იქნება, ვიდრე ეს დემოკრატებს ჰქონდათ.
ტრამპის ადმინისტრაციასთან აშშ-ში სომხური ლობი სერიოზულად მუშაობს და უნდა თქვას, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ისტორიაში პირველად სომხები ახლა ჩვენზე მუშაობენ. ამერიკის სომხური ლობი კოლოსალურ თანხებს ხარჯავს, რომ კავკასიაში ამერიკის გავლენები გაძლიერდეს და გაცილებით ძლიერი იყოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
როდესაც ტრამპის ადმინისტრაციაში კავკასიის მიმართ პოლიტიკის ახალი იდეოლოგია ჩამოყალიბდება და როგორც ამბობენ ეს საკითხი საგარეო კომიტეტში განიხილება, ამის შემდეგ, ვფიქრობ სერიოზული პრობლემები შეექმნება არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ რუსულ გავლენებს. აშშ ღიად განაცხადებს რომ კავკასიიდან რუსეთი უნდა გავიდეს. ამ მოცემულობის გარეშე ვერც სომხეთის მომავალი იარსებებს. თუ საქართველო დარჩა რუსეთის ორბიტაზე, მაშინ სომხეთის დანაწილება აზერბაიჯანულ და თურქულ გავლენის ზონებად, ეს იქნება მხოლოდ დროის საკითხია.
უკრაინისა და სომხური გეოპოლიტიკური მდგენელები საქართველოზე მუშაობს. ეს კი მაღალი რანგის პოზიტიურ მომავალს გვისახავს, ვიდრე ადრე შეიძლებოდა გვქონოდა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი