მირიან მირიანაშვილი – თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება

ტრამპის მიერ ჯერ დაწყებულ და შემდეგ 90 დღით შეჩერებული ტარიფების შედეგებზე, -რუსეთს შორის მიმდინარე კონსულტაციების შედეგებსა და პერსპექტივაზე, რამ შეიძლება აიძულოს ტრამპი უარი თქვას პუტინთან დიალოგზე, ევროპა-აშშ, აშშ-ჩინეთსა და აშშ-ირანის ურთიერთობებზე, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება ვაშინგტონის პოლიტიკა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მირიან, აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მიერ მსოფლიოს ქვეყნებისთვის ჯერ დაწესებულ ტარიფებზე, შემდეგ 90 დღით გაუქმებაზე უნდა დავიწყოთ საუბარი.
ფაქტია, რომ ტრამპის მიერ ყველა ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი ტარიფების დაწესებამ მსოფლიო ეკონომიკაში და საფონდო ბირჟებზე დიდი რყევები „სავაჭრო ომი“ გამოიწვია. რაც აისახა კიდეც არა მხოლოდ მსხვილ მწარმოებლებზე, ასევე გადამზიდავებზე და მომხმარებლებზე და ფასების ზრდაზე.
აშკარაა, რომ ტრამპს „ტარიფების ომის“ დაწყებით სხვა შედეგის მიღება უნდოდა, მაგრამ, აბსოლუტურად სხვა რამ მიიღო და როგორც ამბობენ, ახლა თავად „ტრამპია ჩიხში.“ თქვენ როგორ შეაფასებდით ტრამპის „სატარიფო პოლიტიკას“, ასევე იმას თუ რისი მიღწევა სურდა ტრამპს და რეალურად რა მიიღო?
– აქ ტრამპის ლოგიკაა გასარკვევი. ერთი შეხედვით მან მთელ მსოფლიოს ფინანსურ-ეკონომიკური ომი დაუწყო, შემდეგ მალევე, 20 წუთში მთელი რიგი ქვეყნების მიერ დაწესებული ტარიფული ფორმატის ანალიზითაც შეიძლება დავადგინოთ, რომ ეს იყო ფაქტობრივად ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული განხორციელებული დარტყმა.
ტარიფების სხვა ქვეყნებისთვის დაწესება გახლდათ ერთგვარი ზაუალირების მომენტი. თუ ფაქტოლოგიას მივყვებით,ძირითადად დარტყმის ობიექტი იყო ჩინეთი და ის ქვეყნები, რომელთაც ჩინეთი იყენებს აშშ-ში ჩინური საქონლის ტრანზიტისთვის. ეს ქვეყნებია ვიეტნამი, კამბოჯა და კიდევ სხვა ქვეყნები.
ტრამპის მიერ დაწყებული „სავაჭრო ომი“ იმდენად მასშტაბურია, ტრამპის მიერ დაწყებული სატარიფო ღონისძიება უნდა განვიხილოთ, როგორც აშშ-ჩინეთის „ცივ ომად“ და აშშ-ს მხრიდან ჩინეთზე შეტევად. ჯერჯერობით, მე თავს შევიკავებდი აშშ-ს მხრიდან ჩინეთის წინააღმდეგ სატარიფო ომის შედეგებზე საუბრისაგან. დამარცხდა თუ არა ამ ომში ტრამპი, ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს დიდი პროცესის მხოლოდ დასაწყისია.
ტრამპის მიერ დაწყებული სატარიფო ღონისძიება უნდა განვიხილოთ, როგორც აშშ-ჩინეთის „ცივ ომად“ და აშშ-ს მხრიდან ჩინეთზე შეტევად
ფაქტია, რომ ჩინეთი უფრო მოწყვლად სიტუაციაშია. ჩინეთის ეკონომიკა 1/3-ით უფრო მცირეა, ვიდრე აშშ-ის, ჩინეთის შიდა ბაზარი თითქმის 5 ჯერ ნაკლებია ამერიკის ბაზაზე. ჩინეთის შესაძლებლობები იმ მხრივაა შეზღუდული, რომ მას ამ მოცემულობაში აშშ-თან დიდი ხნის მანძილზე პაექრობა გაუჭირდება. ფაქტობრივად, ჯერ ტრაპმა, შემდეგ ჩინეთმა გამანადგურებელი ტარიფები გაცვალეს. აშშ-ს მიერ დაწესებული ტარიფები ჩინეთისთვის ნიშნავს ჩინეთის ექსპორტის განულებას.
ცხადია, რომ აშშ-ჩინეთის სატარიფო ომი მოლაპარაკებებით დამთავრდება. ახლა მთავარია რა დონის ზარალს მიიღებს მსოფლიო. თუ აშშ-ჩინეთს შორის მოლაპარაკებები ტარიფებზე დახანდა, მინიმუმ ერთი თვით, თვე ნახევრით, მაშინ მსოფლიო ეკონომიკის რეცესია გარდუვალი იქნება. ეს პროცესი საქართველოზეც აისახება.
ერთი რამ ფაქტია – ძველი მსოფლიო დამთავრდა. ადრე ომების შემდეგ იწყებოდა ახალი მსოფლიო ეკონომიკის ფორმირება. ეკონომიკაში აშშ-ს დომინაცია აშშ-ს აძლევს საშუალებას მსოფლიოს თავზე მოახვიოს ახალი ეკონომიკური მოდელი.
თუ აშშ-ჩინეთს შორის მოლაპარაკებები ტარიფებზე დახანდა, მინიმუმ ერთი თვით, თვე ნახევრით, მაშინ მსოფლიო ეკონომიკის რეცესია გარდაუვალი იქნება. ეს პროცესი საქართველოზეც აისახება
მე ერთ პარადოქსულ დასკვნას შემოგთავაზებთ – საქართველოსთვის ეს პერიოდი პოზიტიურია. მსოფლიოს ძველი ეკონომიკური მოდელიდან ჩვენ არანაირი ხეირი არ გვქონდა. ჩვენ ძველი ეკონომიკური მოდელის ბენეფიტების მიღმა ვიყავით. რადგან ახლა მსოფლიოში ახალი ეკონომიკური მოდელი ყალიბდება, იმედს ვიტოვებ, ამ პროცესისგან გარიყულები არ აღმოვჩნდებით.
– მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ტრამპის მთავარი დაპირების ს ომის დასრულების თემაზე, ვხედავთ, რომ შედეგი ჯერ არ ჩანს.
ხან თავად ტრამპი, ხან პუტინის წარმომადგენლები, კერძოდ, მისი პრესმდივანი დრო და დრო აცხადებენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები და კონსულტაციების წარმატებით მიმდინარეობს, ფაქტია, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ომი მიმდინარეობს. რუსეთის ახორციელებს უკრაინის ქალაქებზე საჰაერო დარტყმებს, რის შედეგადაც უკრაინის მოქალაქეები კვდებიან და ზარალდებიან.
ცხადად ჩანს, რომ ტრამპი ჩქარობს რუსეთთან ურთიერთობების გარკვევას, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მას არ აძლევს საშუალებას შეხვდეს პუტინს და სთვის და დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის მეტ-ნაკლებად დაასრულოს უკრაინა-რუსეთის ომი.
ფაქტია, რომ პუტინმა ტრამპი ომის დასრულების მოლაპარაკებებში კი ჩართო, მაგრამ, არანაირად არ ჩანს, რომ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას მანამდე აპირებს, ვიდრე ომის დაწყების კრემლის გეგმები არ შესრულდება. არადა, მათი რეალიზება რომ შეუძლებელია, ეს პუტინის გარდა, ტრამპისთვისაც ცხადია.
ვხედავთ იმასაც რომ ახლა ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომში ერთნაირად ადანაშაულებს პუტინს, ბაიდენს და ზელენსკის. არადა, ფაქტი ისაა, რომ რუსეთი დაესხა თავზე უკრაინას და არა უკრაინა რუსეთს და უკრაინა იძულებულია რუსეთისგან დაიცვას თავი.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ხდება?
– მართლაც აბსურდია, როცა ტრამპი ერთნაირად ადანაშაულებს პუტინს, ბაიდენს და ზელენსკის უკრაინაში ომის გაჩაღებაში. მაინც პოზიტიური ტრანსფორმაციაა, რადგან ტრამპი ცოტა ხნის წინ ომის გაჩაღებაში მხოლოდ ბაიდენს და ზელენსკის ადანაშაულებდა.
როგორც ჩანს, ტრამპის „ომის გამჩაღებლების“ სიაში პუტინის გამოჩენამ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების გაჭიანურებამ განაპირობა. აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო პუტინის მიერ ტრამპის დაიმედებით იმაზე, რომ პუტინი მზადაა ტრამპის პირობებზე ომის შესაწყვეტად.
არ უნდა ვიფიქროთ, რომ ტრამპი პუტინთან მაამებლობის სამყაროში ანგარიშმიუცემლად გადაეშვა. როგორც ჩანს, ტრამპსა და პუტინს შორის პირველივე სატელეფონო საუბარში პუტინმა ომის დასრულებაზე ტრამპის წინადადება მიიღო.
პუტინი, ფაქტობრივად დათანხმდა ტრამპს იმას, რომ რუსეთი აღარ იქნება ჩინეთის სატელიტი. ანუ, პუტინი ტრამპს სი ძინ პინის გადაგდებაზე დათანხმდა. ტრამპის „რუსეთუმეობის“ არსი მდგომარეობს იმაში, რომ მას 2 აპრილს დაანონსებული სატარიფო ომის წინ უნდოდა დაემთავრებინა ჩინეთთან სატარიფო ომი და რუსეთთან მოლაპარაკებებში შესულიყო, როგორც ტრიუმფატორი.
ტრამპის „რუსეთუმეობის“ არსი მდგომარეობს იმაში, რომ მას 2 აპრილს დაანონსებული სატარიფო ომის წინ უნდოდა დაემთავრებინა ჩინეთთან სატარიფო ომი და რუსეთთან მოლაპარაკებებში შესულიყო, როგორც ტრიუმფატორი
არა მხოლოდ როგორც უკრაინა-რუსეთს შორის ომის დამთავრების მსურველი. ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებას როგორც აშშ-რუსეთის დაახლოების კონტექსტში მოიაზრებდა. ის გეგმავდა ჩინეთთან ეკონომიკური ომის დაწყებამდე პეკინის სატელიტის რუსეთის ჩამოშორებას. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ეს გეგმები ტრამპს 70%-ით ჩაეშალა. თუ ტრამპის გეგმები 20 აპრილამდე, ანაც შემდეგი ერთი თვის მანძილზე არ განხორციელდა, ანუ პუტინი მათ რეალიზაციაზე იტყვის უარს, მაშინ ტრამპისგან გაცილებით უფრო მკვახე და სერიოზულ ძალისხმევას უნდა ველოდოთ პუტინის წინააღმდეგ.
თუ ტრამპის გეგმები 20 აპრილამდე, ანაც შემდეგი ერთი თვის მანძილზე არ განხორციელდა, ანუ პუტინი მათ რეალიზაციაზე იტყვის უარს, მაშინ ტრამპისგან გაცილებით უფრო მკვახე და სერიოზულ ძალისხმევას უნდა ველოდოთ პუტინის წინააღმდეგ
ახლა პუტინი ასეთი მოცემულობის წინაშე დგას – ან სი ძინ პინი უნდა გადააგდოს, ან ტრამპი. პუტინისთვის არჩევანის გაკეთება მრავალი თვალსაზრისით არის რთული. მაგრამ, დღეს პუტინისთვის სი ძინ პინის გადაგდება უფრო რთულია, ვიდრე ტრამპის. პუტინი სი ძინ პინთან ბევრი თვალსაზრისით არის დაკავშირებული. მაგრამ, თუ პუტინმა ტრამპის გადაგდება მოინდომა, იგი მისგან სერიოზულ დარტყმას მიიღებს.
ახლა პუტინი ასეთი მოცემულობის წინაშე დგას – ან სი ძინ პინი უნდა გადააგდოს, ან ტრამპი
– ძალიან ბევრი უცხოელი, მათ შორის უკრაინელი და რუსი დამკვირვებლები აცხადებენ, რომ – „პუტინი ცდილობს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები რუსეთის რესურსებით იყიდოს“.
ამ თემაზე მსჯელობისას ეს მტკიცება უპირველესად აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპსა და მის გარემოცვას ეხება. ამგვარი მტკიცებები რეალობასთან რამდენად ახლოსაა?
– ამგვარი მტკიცებები რეალობას აბსოლუტურად შეესაბამება. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ვის ყიდვაზეა საუბარი. ტრამპის ადმინისტრაცია ბევრი ინტერეს ჯგუფისგან შედგება, მაგრამ, მათში სამის გამოყოფა შესაძლებელია.
ტრამპის მთავრობა პრაქტიკულად კოალიციურია. კოალიციაში შედიან – ტრამპის ოჯახი, რომელშიც შედიან კუშნირები და ასე შემდეგ, ასევე ს პრემიერი ნეთანიაჰუ თავისი ებრაული ლობით და კიდევ ბევრი სხვა, მასკის ციფრული ოლიგარქატი, რომელიც უცნაური ქმნილებაა მსოფლიო საფინანსო ასპარეზზე, არის პირველი არაებრაელ მულტიმილიარდერთა დაჯგუფება, და „რესპუბლიკური“ პარტიის ელიტა, რომელსაც პირველი ორისგან განსხვავებით თავისი სპონსორული და თავისი ელექტორალური ბაზა აქვს.
ტრამპის მთავრობა პრაქტიკულად კოალიციურია. კოალიციაში შედიან – ტრამპის ოჯახი, რომელშიც შედიან კუშნერები და ასე შემდეგ, ასევე ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ თავისი ებრაული ლობით და კიდევ ბევრი სხვა, მასკის ციფრული ოლიგარქატი, რომელიც უცნაური ქმნილებაა მსოფლიო საფინანსო ასპარეზზე, არის პირველი არაებრაელ მულტიმილიარდერთა დაჯგუფება, და „რესპუბლიკური“ პარტიის ელიტა, რომელსაც პირველი ორისგან განსხვავებით თავისი სპონსორული და თავისი ელექტორალური ბაზა აქვს
როცა პუტინის მხრიდან ამერიკელების მოსყიდვაზე ვსაუბრობთ, პირველი ორის – ტრამპის ოჯახის და არაებრაული ოლიგარქების მოსყიდვაზეა საუბარი. აქ რუსებს გარკვეული შედეგები აქვს დადებული, მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს „რესპუბლიკური“ ელიტა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს მეთაურობით და აქ რუსეთს შეუთანხმებელი პრობლემები აქვს. მე ვერ ვხედავ რუსეთის მხრიდან ამ შეუთანხმებელი საკითხების გადალახვის რესურსს. თუმცა, მტკიცებები იმის შესახებ, რომ პუტინი ცდილობს დასავლეთის ელიტის ყიდვას მართალია.
პრობლემა იმაშია, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს „რესპუბლიკური“ ელიტა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს მეთაურობით და აქ რუსეთს შეუთანხმებელი პრობლემები აქვს. მე ვერ ვხედავ რუსეთის მხრიდან ამ შეუთანხმებელი საკითხების გადალახვის რესურსს. თუმცა, მტკიცებები იმის შესახებ, რომ პუტინი ცდილობს დასავლეთის ელიტის ყიდვას მართალია
თუმცა, ტრამპთან და მასკთან კომუნიკაციები სერიოზულად აზარალებს პერსპექტივაში სამხედრო სფეროსა და ენერგეტიკულ სფეროებს. რუსეთთან ზავი ნიშნავს, რუსეთის ენერგეტიკული რესურსების მსოფლიო ბაზარზე დაბრუნებას, რაც მათთვის ეგზისტენციალური გამოწვევაა. როგორ უნდა მოაგვაროს პუტინმა ტრამპთან ურთიერთობის ეს პრობლემა, ეს არ ჩანს. ამიტომ მე ტრამპსა და პუტინის გარიგებას გრძელვადიანად ვერ ვუყურებ, როგორც შესაძლებელს.
– ტრამპსა და პუტინს შორის მოლაპარაკებების პარალელურად უცნაურადაც კი ვითარდება ურთიერთობები აშშ-სა და ევროპას შორის.
ვხედავთ, რომ ვაშინგტონის მიმართ ევროპას ნდობა აქვს დაკარგული. ევროპის წამყვანი ქვეყნები უკრაინასთან მიმართებაში ტრამპისაგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებენ. ევროპის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინას 2029 წლამდე მიაწოდონ 21 მილიარდი ევრო. გარდა ამისა, დაეხმარონ უკრაინას აგრესორი რუსეთის შესაჩერებლად.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას უკრაინის საკითხში ევროპისაგან დიამეტრალურად განსხვავებული პოზიცია აქვს?
რამდენად დიდია იმის ალბათობა, ტრამპმა ხელი ჩაიქნიოს პუტინზე და უკრაინის საკითხში საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის მხარე დაიჭიროს?
– 21 მილიარდი ევრო უკრაინისთვის გამოყო გერმანიის მთავრობამ 2029 წლამდე. ევროპელებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის 23 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ. ეს უკრაინისთვის სამხედრო სფეროს დახმარებისთვის წინა წელს გამოყოფილ თანხებზე გაცილებით მეტია.
ევროპა ემზადება იმისთვის, რომ ეკონომიურად და ფინანსურად უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის გადაიბაროს. ეს რუსებისთვის ცუდი სიგნალია, მათ ეგონათ, რომ თუ უკრაინა-რუსეთის ომს ამერიკა ჩაეხსნებოდა, ეს მათ ხელ-ფეხს გაუხსნიდა.
სულ უფრო და უფრო სუსტდება ტრამპი, სულ უფრო და უფრო ძლიერდება რუბიო-გრეის დაჯგუფება და საგარეო პოლიტიკა მათ ხელშია. ეს ის ხალხია ვინც ეწინააღმდეგება უკრაინა-რუსეთის ომისგან აშშ-ს ჩამოშორებას. მე უკრაინის ფრონტიდან ამერიკელების წასვლის შესაძლებლობას ვერ ვხედავ.
ევროპა ემზადება იმისთვის, რომ ეკონომიურად და ფინანსურად უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის გადაიბაროს. ეს რუსებისთვის ცუდი სიგნალია, მათ ეგონათ, რომ თუ უკრაინა-რუსეთის ომს ამერიკა ჩაეხსნებოდა, ეს მათ ხელ-ფეხს გაუხსნიდა
როცა, ცოტა ხნის წინ ლავროვი ევროპის კონტინენტიდან წასვლაზე საუბრობდა, მაგრამ, არანაირად არ იკვეთება საქართველოსადმი ამერიკის ინტერესის განელების პერსპექტივა. პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ კავკასიისა და შუა აზიისადმი „რესპუბლიკური“ ელიტის ინტერესი იზრდება.
– გასულ კვირას აშშ-სა და ირანს შორის დასრულდა მოლაპარაკებები, თუმცა ითქვა, რომ ეს მოლაპარაკებები ამ კვირის გამოც გაიმართება.
საგულისხმოა ის, რომ ამ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა ავღანეთის თალიბი ხელისუფლების მიერ აშშ-თვის ბაგრამის სამხედრო ბაზაზე ამერიკელი სამხედროების გამოჩენა.
თუ ამ მოლაპარაკებებზე ვაშინგტონისა და ირანის წარმომადგენლების განცხადებებს გავიხსენებთ, სულაც არაა გამორიცხული ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდოს და ისედაც ფეთქებადსაშიშ რეგიონში კიდევ ერთი კონფლიქტი დაიწყოს, რაც რუსეთისთვის მომგებიანი იქნება თუნდაც იმიტომ, რომ აშშ-ს უკრაინა-რუსეთის ომისთვის სრულფასოვნად ვერც მოიცლის …
აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობების უკიდურესად გამწვავების ალბათობა რამდენად მაღალია?
– არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ აშშ-ს ადმინისტრაციას გავლენები აქვს ავღანეთის თალიბების ხელისუფლებაზე. ავღანეთის უშიშროებისა და -ს მინისტრები ამერიკელებთან კომუნიკაციაში არიან.
ბაგრამის სამხედრო ბაზის თემა იმის გამო გახდა ახლა აქტუალური, რომ როდესაც ტრამპმა 2017 წელს ხელი მოაწერა ავღანეთიდან ამერიკელების გასვლის ხელშეკრულებას, იმ ხელშეკრულებით ბაგრამის ბაზაზე ამერიკელები უნდა დარჩენილიყვნენ. ანუ, საავიაციო ბაზა ამერიკელებს უნდა დარჩენოდათ. ამაზე უარი ბაიდენმა თქვა. ამ სამხედრო ბაზიდან ტრაგიკული სცენები პირადად ბაიდენის დამსახურებაა.
როდესაც ტრამპმა 2017 წელს ხელი მოაწერა ავღანეთიდან ამერიკელების გასვლის ხელშეკრულებას, იმ ხელშეკრულებით ბაგრამის ბაზაზე ამერიკელები უნდა დარჩენილიყვნენ. ანუ, საავიაციო ბაზა ამერიკელებს უნდა დარჩენოდათ. ამაზე უარი ბაიდენმა თქვა. ამ სამხედრო ბაზიდან ტრაგიკული სცენები პირადად ბაიდენის დამსახურებაა
მე რამდენადაც ვიცი, ტრამპმა თალიბებს მოსთხოვა ბაგრამის ბაზაზე ამერიკელების დაბრუნება. ირანიდან მიღებული ინფორმაციებით, ამის წინააღმდეგი თალიბებიც არ ყოფილან. ამიტომ, დიდია იმის ალბათობა, რომ ავღანეთში ამერიკელების სამხედრო ბაზა კიდევ გამოჩნდება. ეს ტრამპს ჩინეთზე და შუა აზიაზე ზეწოლისთვის სჭირდება.
რაც შეეხება ირანის ქეისს. დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა რუსეთში. თავიდან ნავარაუდევი იყო ირანის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტი. აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე ამერიკამ რუსეთისაგან ირანისაგან და ჩინეთისაგან ჩამოშორება მოითხოვა.
როგორც ჩანს, რუსეთმა ჩინეთს ვერ გაუბედა და ამერიკელებს ირანისაგან ჩამოშორებას დაჰპირდა. ჩემი ვარაუდით, სწორედ ამის გასარკვევად ჩავა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში. თუ რუსეთმა აშშ-ს თხოვნა გაითვალისწინა, გამოვა, რომ ცოტა ხსნის წინ რუსეთ-ირანს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდება. ირანული პრესა გუშინ და დღეს წერს რომ რუსეთმა ირანს უღალატა.
როგორც ჩანს, რუსეთმა ჩინეთს ვერ გაუბედა და ამერიკელებს ირანისაგან ჩამოშორებას დაჰპირდა. ჩემი ვარაუდით, სწორედ ამის გასარკვევად ჩავა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში. თუ რუსეთმა აშშ-ს თხოვნა გაითვალისწინა, გამოვა, რომ ცოტა ხსნის წინ რუსეთ-ირანს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდება. ირანული პრესა გუშინ და დღეს წერს რომ რუსეთმა ირანს უღალატა
სხვათა შორის, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები იმ სასტუმროში გაიმართა, რომელშიც მე არა ერთხელ ვყოფილვარ და დაახლოებით წარმომიდგენია ამ მოლაპარაკებებზე ამ სასტუმროში რა ამბავი იქნებოდა. ირან-რუსეთის შეთანხმებით ნავარაუდევი იყო ის, რომ რუსეთი ირანს სტრატეგიულ თვითმფრინავებს და ასევე ს -300-ის ნარჩენებს მიაწვდიდა.
– სულ ცოტა ხსნის წინ მოსკოვი საქართველოს დროგამოშვებით იწვევდა 3 +3-ის ფორმატში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ჩანს, ეს თემა რუსების მხრიდან დაიხურება?
– მიწვევა, შესაძლოა, ბევრნაირი იყოს, მაგრამ, 3 +3-ის ფორმატი, რომელიც იმთავითვე ანტიამერიკული იყო, როგორც ჩანს, აღარ იქნება.
აშშ-ს სურს რუსეთი ირანსაც ჩამოშორდეს და ჩინეთსაც.
– საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ვითარების ფონზე აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივას გვერდს ვერ აუვლით.
რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტ ტრამპს საქართველო და სამხრეთ კავკასია ნაკლებად აინტერესებს, როგორც არა ერთხელ ვთქვი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დალაგება სურს. ტრამპის ამ გეგმებში რამდენად და რა ადგილი უკავია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას, ერთმნიშვნელოვნად არ ჩანს.
რაც ჩანს ისაა, რომ საქართველოსა და კავკასიის თემების საკითხებით ვაშინგტონში დაკავებული არიან „რესპუბლიკური“ პარტიის ტრამპის ის გარემოცვა, რომლებიც მის დასაყრდენად ითვლებიან კონგრესსა და სენატში.
ტრამპის თანაგუნდელები მკაცრად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობები მინიმუმზეა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს უწყებამ საქართველოზე დასმულ კითხვას წერილობით უპასუხა, მაგრამ ამ წერილობითი პასუხი დეტალები „ქართული ოცნებისთვის“ სახარბიელო რომ არაა, ფაქტია.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ხდება? სავარაუდოდ, როდის გვეცოდინება პასუხი კითხვაზე პრეზიდენტ ტრამპს რა პოზიცია აქვს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მიმართ?
– ძალიან მოცულობითი კითხვაა და მე მინდა მას ფუნდამენტურად მას ვუპასუხო.
ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული უნდა ყოფილიყო რუსულ-ამერიკულ გარიგებაზე, რომელიც უნდა დადებულიყო უკრაინის კონფლიქტის დასრულების კონტექსტში.
რუსულ დიპლომატიას და პირადად ლავროვს, ამ მორიგებაში, ერ-რიადსა და ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებში, ლამის კატეგორიულად მოითხოვდნენ აშშ-საგან საქართველოს თემის განხილვას. მოსკოვს სურდა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში საქართველოს ქეისის იმდაგვარად წარმოჩენა, რომ საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადასვლა ამერიკელების თანხმობით მომხდარიყო.
რუსულ დიპლომატიას და პირადად ლავროვს, ამ მორიგებაში, ერ-რიადსა და ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებში, ლამის კატეგორიულად მოითხოვდნენ აშშ-საგან საქართველოს თემის განხილვას. მოსკოვს სურდა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში საქართველოს ქეისის იმდაგვარად წარმოჩენა, რომ საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადასვლა ამერიკელების თანხმობით მომხდარიყო
ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო რუბიო და „რესპუბლიკური“ დაჯგუფება. ამ წინააღმდეგობის გადალახვა რუსეთმა ვერ შეძლო. ფაქტობრივად აშშ-ს როლი საქართველოსთან მიმართებაში კი არ შესუსტებულა. თუ ეს საკითხი აშშ-ს „დემოკრატიულ მმართველობაში“, თეთრ სახლში სალივანის მუშაობისას გაურკვეველი იყო, რუბიოს და გრემის დროს, საქართველოს საკითხი გაცილებით მეტადაა აქტივიზირებული.
თუ რუსებმა ამერიკელებთან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო,“ მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ამერიკელების თანხმობით ვერ აღმოჩნდება. თუ ამაზე ამერიკელების თანხმობა არ იქნება. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველო რჩება დასავლეთისა და პირველ რიგში ამერიკის ორბიტაზე და ამ კუთხით რუსეთის მცდელობები იქნება წარუმატებელი. ეს დღევანდელი გადასახედიდან აქსიომურად ჩანს.
საქართველო რჩება დასავლეთისა და პირველ რიგში ამერიკის ორბიტაზე და ამ კუთხით რუსეთის მცდელობები იქნება წარუმატებელი. ეს დღევანდელი გადასახედიდან აქსიომურად ჩანს
თუ რუსეთი ძალისმიერად შეეცადა ამ რეალობის ცვლილება, ამის შესაძლებლობებს, როგორც ჩვენში ბევრი ამბობს, მე ვერ ვხედავ. თუ 20 აპრილამდე, ან პირველ მაისამდე რუსეთი ჩინეთს არ ჩაეხსნა, ტრამპის განცხადებები და ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ იმაზე გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
თუ ასე მოხდა, რუსეთს საქართველო კი არა ბევრი სხვა რამ დაავიწყდეს, რადგან ამერიკა რუსეთისთვის ეგზისტენციალური პრობლემების შექმნისთვის ემზადება. რუბიოს აპარატში და სენატში გრემის მიერ მომზადებულია რუსეთზე ბაიდენის ლაით-დონის სანქციები კი არა, არამედ გამანადგურებელი სანქციები. მხედველობაში მაქვს სანქციები რუსული ნავთობზე.
თუ 20 აპრილამდე, ან პირველ მაისამდე რუსეთი ჩინეთს არ ჩაეხსნა, ტრამპის განცხადებები და ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ იმაზე გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს
ეს ისეთი სანქციები იქნება, რომ რუსეთი ნავთობს ვეღარ გაყიდის და ნავთობის ექსპორტით მიღებული ფულით ვეღარ იომებს. რუსეთს ომის წარმოების სხვა ალტერნატივა არ აქვს. რუსეთისთვის ძალიან დრამატული პერიოდი მწიფდება და ამიტომ, მათ საქართველოსთვის აღარ ეცლებათ.
– მიხეილ გალუზინმა , რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე განაცხადა – „მზადა ვართ საქართველოსთან აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები, … აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს… სა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარება გადახედვას არ ექვემდებარებაო…
კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა კი თქვა – კიდევ გამოჩნდებიან საქართველოში ირაკლი მეორეები და რუსეთთან მიერთებას მოითხოვენ …
ეს განცხადებები რას შეიძლება ნიშნავდეს?
– ეს განცხადებები არის რუსეთის ელიტის მხოლოდ სურვილები. მოდით გულახდილად ვთქვათ – ქართულ ელიტებში საკმაოდ არიან ამ სურვილებით შეპყრობილი ადამიანები. რუსულ-ქართული სურვილები თუ ისინი ამერიკელების და მათ შორის ჩინელების პოლიტიკურ ნებას არ დაეყრდნო, დღევანდელ მსოფლიოში, ბევრს არც არაფერს ნიშნავს. გალუზინი არ არის ის პიროვნება, რომ მსოფლიო პოლიტიკა მისი სურვილებით ყალიბდებოდეს.
რუსულ-ქართული სურვილები თუ ისინი ამერიკელების და მათ შორის ჩინელების პოლიტიკურ ნებას არ დაეყრდნო, დღევანდელ მსოფლიოში, ბევრს არც არაფერს ნიშნავს. გალუზინი არ არის ის პიროვნება, რომ მსოფლიო პოლიტიკა მისი სურვილებით ყალიბდებოდეს
რაც შეეხება რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, უნდა ვთქვათ, რომ ტრამპი და მისი ოჯახი მზად არიან რუსეთს ბევრი რამ გადასცენ ჩინეთის „გადაგდების“ სანაცვლოდ და საფასურად. მაგრამ, რაკი ამის შესაძლებლობა რუსეთს დღეს არ აქვს, საქართველოს მომავალი საკმაოდ დაცულია.
მე ერთი რამ მინდა ვთქვა, – საქართველოს მომავლის ქეისი და დრამატურგია გაცხადდება უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში. როგორც კი ტრამპისთვის ნათელი გახდება, რომ რუსეთი ჩინეთს ვერ ტოვებს, ანუ პუტინი სი ძინ პინს ვერ გადააგდებს, აშშ-ს მხრიდან მოსალოდნელია ანტირუსული აქციების მთელი ბუკეტი, მათ შორის საქართველოსთანაც მიმართებაში.
ტრამპი და მისი ოჯახი მზად არიან რუსეთს ბევრი რამ გადასცენ ჩინეთის „გადაგდების“ სანაცვლოდ და საფასურად. მაგრამ, რაკი ამის შესაძლებლობა რუსეთს დღეს არ აქვს, საქართველოს მომავალი საკმაოდ დაცულია
თუ რუსულ-ამერიკული გარიგება არ მოხდა, საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციაც არ მოხდება. თუ ლეგიტიმაცია არ მოხდა, მაშინ საქართველოს პირველივე იქნება ძალიან სერიოზული რისკების შემცველი თუ საერთოდ ეგზისტენციალური არა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი