მირიან მირიანაშვილი – დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას

საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუციასა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სავარაუდო შედეგებზე, რომელზეც ს ომის დასრულების ტრამპის გეგმებზე უნდა იმსჯელონ, ასევე იმაზე, ეს პროცესები როგორ აისახება საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მირიან, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის ერთ-ერთი ვერსია მიიღო, რომლის რამდენიმე ვარიანტი პრესაში იყო გავრცელებული.
ევროპარლამენტის რეზოლუცია იმაზე მეტად მკაცრი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ფაქტია რომ იგი საკმაოდ ბევრ ადამიანს შეეხო, – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომელიც რეზოლუციაში თვითგამოცხადებულ ხელისუფლებად“ არის მოხსენიებული, რადგან, მათი აზრით, 28 ოქტომბრის მიჩნეულია „არასამართლიანად ჩატარებულ“ არჩევნებად, რეზოლუცია ასევე შეეხო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ეკონომიკურად, პოლიტიკურად და პროპაგანდისტულად „მხარდამჭერ ქსელს“.
ევროპარლამენტმა მიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ მთავრობებს ორმხრივ რეჟიმში მიიღონ გადაწყვეტილებები. თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას?
– უდავოა, რომ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია არის ევროპული პოლიტიკური ელიტის ყველა დროის ყველაზე სერიოზული დემარში, რაც კი მათ საქართველოსთან დაკავშირებით მიუღიათ.
ევროპარლამენტის რეზოლუცია ულტიმატუმის მსგავსი პოლიტიკური დოკუმენტია. თავს ნუ მოვიტყუებთ და ნუ ვიტყვით რომ ეს რეზოლუცია არის ემოციურ საფუძველზე მარგინალური წრეების მიერ გაკეთებული პოლიტიკური სვლა.
უდავოა, რომ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია არის ევროპული პოლიტიკური ელიტის ყველა დროის ყველაზე სერიოზული დემარში, რაც კი მათ საქართველოსთან დაკავშირებით მიუღიათ
ევროპარლამენტი ევროსაბჭო არ არის, ევროპარლამენტია. ევროპარლამენტში პოლიტიკური პროცესები სერიოზულად იმართება ევროპის პოლიტიკური ელიტების მიერ. ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია იმას ნიშნავს, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების მთავრობებსა და პოლიტიკურ ელიტებში ამ რეზოლუციის მისაღებად სერიოზული კულუარული მუშაობაა ჩატარებული.
ეს კი იმავდროულად ნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლებას არანაირი სერიოზული მხარდაჭერა არა აქვს. სამწუხაროდ ასეა, რადგან საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუცია ილუზიის მსხვრევაცაა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპაში არა აქვს მხარდაჭერა არც ევროპის უკიდურესი ულტრამემარჯვენეების და არც ულტრამემარცხენეების მხრიდანაც.
ამ რეზოლუციაზე კენჭისყრისას ძალთა თანაფარდობამ აჩვენა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ევროპელი უკიდურესი მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც და მათი ფრაქციები პოლიტიკურ ოფსაიდში არიან. მათმა დიდმა ნაწილმა კენჭისყრისას თავიც კი შეიკავეს და „ქართული ოცნებისთვის“ მხარდაჭერა არ გამოუცხადებიათ.
ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია იმას ნიშნავს, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების მთავრობებსა და პოლიტიკურ ელიტებში ამ რეზოლუციის მისაღებად სერიოზული კულუარული მუშაობაა ჩატარებული
არადა, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა იმედი, რომ ულტრამემარჯვენე ევროპული ძალები უნგრეთის პრემიერ ორბანის მიერ იმართებიან. ორბანი ამგვარი პოლიტიკური ილუზიით კვებავს წლების მანძილზე საქართველოს ხელისუფლებას. მე ვერც ორბანის და ვერც „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპაში ვერც ერთი დამუხრუჭებული პოლიტიკური პროცესი ვერ დავინახე.
ეს არის ის რეალობა, რომლის გათვალისწინება ჩვენ მოგვიწევს. მარტივად რომ ვთქვათ, ევროპარლამენტის რეზოლუცია ნიშნავს საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების დე-იურედ არ ცნობას. ამაზე მეტი რა უნდა მომხდარიყო, არ ვიცი. როგორადაც რბილად არ უნდა ვიმსჯელოთ ამ თემაზე, სამწუხაროდ, ამგვარ რადიკალურ შეფასებას ვერ ავცდებით.
ევროპარლამენტის რეზოლუცია ნიშნავს საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების დე-იურედ არ ცნობას… მე ვერც ორბანის და ვერც „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპაში ვერც ერთი დამუხრუჭებული პოლიტიკური პროცესი ვერ დავინახე
ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია არანაირ კონტექსტში არ არის პოზიტიური. ნურავინ იფიქრებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების ამგვარი შეფასება არის ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერებისთვის კარგი. ფაქტი ისაა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია არავისთვის კარგი არ არის.
– იმის გამო, რომ საერთო გადაწყვეტილებებს უნგრეთი და ბლოკავენ, ეს რეზოლუცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულმა მთავრობებმა ორმხრივ რეჟიმში უნდა მიიღონ.
თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულმა მთავრობებმა ორმხრივ რეჟიმში მიიღეს საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რეალურად როგორ სიტუაციაში აღმოჩნდება საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება?
თუ იზოლაციაში აღმოჩნდა ქვეყანა, როგორ იმოქმედებს ეს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე?
– ევროპის ქვეყნების მიერ ევროპარლამენტის მიღებას იმდენად დრამატული შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ამაზე საუბარი, სიმართლე გითხრათ, ცოტა მძაბავს კიდეც.
ევროპის პოლიტიკური წრეების კულუარული წრეებიდან მომწვდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებას კულუარულად შემოუთვალეს და მისცეს 30-40 დღე. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ იქნება მათი მხრიდან ამოქმედებული ევროპარლამენტის ის ნაწილი, რომლითაც ესტაფეტას ევროპული სახელმწიფოები აიღებენ.
ალბათ მათ, ამავე ვადაში ექნებათ რეაქციაც თუ საქართველოს ხელისუფლებამ რეზოლუციით გათვალისწინებული რეკომენდაციებისგან არაფერი შეასრულა.
– მალე მიუნხენში გაიხსნება უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ტრადიციულად იმართება.
წლევანდელ მიუნხენის კონფერენციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან უკვე ცნობილია რომ ამ კონფერენციაზე -ს ახალი ადმინისტრაცია წარმოადგენს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების პრეზიდენტ ტრამპის გეგმას.
ამ გეგმის დეტალები მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია, მაგრამ, უკვე ვიცით, ამ გეგმაზე საკმაოდ კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი პოლიტიკოსები და ექსპერტები.
ვიდრე მიუნხენში უკრაინა-რუსეთს შორის ომის დასრულების ტრამპის გეგმაზე ვისაუბრებდეთ, მოდით, საუბარი იმაზე მსჯელობით გავაგრძელოთ თუ როგორ მდგომარეობაში ხვდება ევროპა 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას?
– ევროპელი პოლიტიკური ელიტების აქტიურობის ციკლი იყო მიუნხენის კონფერენციამდე მთელი ერთი კვირა. ისინი კულუარულად გაეცნენ კელოგის ე.წ. გეგმას, რომელიც ტრამპის პრინციპებზე ჩამოაყალიბა აშშ-ს სპეც. წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში. მთელი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ ამ თემაზე ევროპელები თავიანთი პოზიციის შეჯერებას.
კელოგის გეგმის ყველაზე დამაინტრიგებელი და მთავარი ნაწილზე ევროპელებსა და ამერიკელებს შორის არის სერიოზული დავა. ევროპელებს უნდათ იმ სამშვიდობო მისიაში, რომელიც ტრამპის სამშვიდობო გეგმით უნდა განხორციელდეს, ევროპელები იყვნენ უმეტესობა. ამერიკულ ვერსიაში ევროპელების კვოტა მხოლოდ 50%-ია. საუბარია იმაზე, რომ არაევროპელებში შეიძლება იყვნენ ბრაზილიელები, სა და ეგვიპტელების სამშვიდობოები.
დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მდგომარეობს იმაში, დათანხმდება თუ არა ტრამპის პრესინგის შედეგად რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ევროპელი და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას.
დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მდგომარეობს იმაში, დათანხმდება თუ არა ტრამპის პრესინგის შედეგად რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ევროპელი და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მთავარი ინტრიგა ესაა. ყველაფერი სხვა დანარჩენი მეორადია. ასე, რადგან, ჰიბრიდული ომის ასეთი ტიპის დასასრულს მსოფლიო პოლიტიკა რუსეთისთვის არასახარბიელოდ ჩათვლის.
პუტინი უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ იბრძოდა და თუ ნატოს ჯარები უკრაინაში შევიდნენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ისინი უკრაინაში ნატოს დროშით შევლენ თუ ევროპული ქვეყნების დროშებით. თუ ასე მოხდა, ეს პუტინს არ მისცემს არანაირ შანს, უკრაინაში ომის წარმოება და შედეგები რუსეთის გამარჯვებად აღიქვას.
პუტინი უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ იბრძოდა და თუ ნატოს ჯარები უკრაინაში შევიდნენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ისინი უკრაინაში ნატოს დროშით შევლენ თუ ევროპული ქვეყნების დროშებით. თუ ასე მოხდა, ეს პუტინს არ მისცემს არანაირ შანს, უკრაინაში ომის წარმოება და შედეგები რუსეთის გამარჯვებად აღიქვას
ამიტომაცაა რომ ვამბობ, უკრაინის ომის დასრულების მთავარი ინტრიგა სწორედ ამაშია. როგორც ჩანს, ამერიკელებსა და ევროპელებს შორის მთავარი დავის თემა კულუარულად ამაზეა.
– ტრამპის სამშვიდობო გეგმით – „უკრაინა ნატოში ვერ შევა“, ტრამპი აღარ საუბრობს „უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე,“ ასევე იმაზე, რომ „უკრაინას მოუწევს თავისი ტერიტორიების ნაწილი დათმობა“.
ის, რაც თქვენ ახლახან ბრძანეთ – ტრამპის ე.წ. გეგმასთან კორელაციაში როგორაა?
– მე გავეცანი კელოგის გეგმას, რომელიც კელოგმა ევროპელ ლიდერებს ერთი კვირის წინ დაურიგა. ასე რომ ეს დოკუმენტი მთლად კულუარული დოკუმენტი აღარ არის.
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ კელოგი, როგორც ტრამპის წარმომადგენელი უკრაინა-რუსეთის საკითხებში რუსების მოთხოვნით შეიძლება შეიცვალოს?
– მოდით არ ავყვეთ რუსულ პროპაგანდას. კელოგის შეცვლა ოლეკერით, ტრამპის პირადი ელჩით რუსეთთან მოლაპარაკებებში, არის რუსული პროპაგანდის მიერ შემოგდებული ნარატივი.
კელოგი დარჩება უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების საკითხებში ტრამპის სპეცწარმომადგენლად. ტრამპსა და რუბიოს შორის გუშინდელმა საუბარმა დაადასტურა.
რაც შეეხება ამერიკელ ელჩს, რომელმაც რუსების მიერ დაკავებული ამერიკელი მოქალაქე გაანთავისუფლებინა რუსებს, ის იქნება პუტინთან ტრამპის პირადი კომუნიკატორი.
უკრაინაში აშშ-ს წარმომადგენელი არის ოფიციალური თანამდებობა, ხოლო ტრამპის პირადი კომუნიკატორი პუტინთან, არის ტრამპის პირადი კომუნიკატორი.
– ეს გარდა იმისა, რომ ფუნქციების დუბლირებას ჰგავს, მრავალ ეჭვებსა და პასუხგაუცემელ კითხვებსაც გააჩენს?
– ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მოდით ამას შევხედოთ საქართველოს კონტექსტში.
თუ კელოგის გეგმის ის ნაწილი, რომელსაც ტრამპი უჭერს მხარს, განხორციელდა და ევროპელი მშვიდობისმყოფელები ბრიტანეთიდან, იტალიიდან, ასევე ევროპის სკანდინავიური ქვეყნებიდან შევიდნენ უკრაინაში შესასვლელ მშვიდობისმყოფელთა შემადგენლობაში, ეს ნიშნავს უკრაინის კონფლიქტის რუსეთისთვის არასახარბიელოდ დასრულებას. ყველაფერი სხვა, არის მეორადი. ნატოს ქვეყნების სამშვიდობო ძალების ეგიდით უკრაინაში შესვლა არის უკრაინაში რუსეთის დამარცხება. შეიძლება, კაპიტულაციის ტოლფასიც კი.
ნატოს ქვეყნების სამშვიდობო ძალების ეგიდით უკრაინაში შესვლა არის უკრაინაში რუსეთის დამარცხება. შეიძლება, კაპიტულაციის ტოლფასიც კი
რუსეთმა ომი უკრაინაში დეკლარირებულად იმისთვის დაიწყო რომ უკრაინა ნატოში არ შესულიყო. სინამდვილეში, რუსეთმა ომი უკრაინაში უკრაინის ეროვნული სიმდიდრეების ხელში ჩაგდების მიზნით დაიწყო. ამიტომ იყო, რომ უკრაინულ რესურსებზე საუბარი ტრამპმა რუსეთთან სავაჭრო თემად აქცია. ის ფასიანი აქტივი, რომელზეც არის საუბარი, ამერიკული ვერსიით ეს იშვიათი მეტალების 30 პოზიციაა. ევროპელების კლასიფაიკაციით უკრაინაში 17 იშვიათი მეტალია.
რუსეთმა ომი უკრაინაში დეკლარირებულად იმისთვის დაიწყო რომ უკრაინა ნატოში არ შესულიყო. სინამდვილეში, რუსეთმა ომი უკრაინაში უკრაინის ეროვნული სიმდიდრეების ხელში ჩაგდების მიზნით დაიწყო. ამიტომ იყო, რომ უკრაინულ რესურსებზე საუბარი ტრამპმა რუსეთთან სავაჭრო თემად აქცია
უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინაში იშვიათი მეტალების ფასი დოლარებში 12 ტრილიონის ეკვივალენტურია და ის აღემატება რუსეთის ტერიტორიაზე იმავე ლითონების მარაგს.
– მოდით დავაზუსტოთ – ეს იშვიათი მეტალები უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა თუ უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე?
– 40% არის რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე და 60%-ზე ოდნავ ნაკლები უკრაინის ტერიტორიაზე. ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში მთავარი ინტრიგა მდგომარეობს იმაში, რომ ტრამპის გეგმით თუ ამერიკელებმა ეს სიმდიდრეები უკრაინელებისგან, როგორც კანონიერი მეპატრონეებისგან შეიძინეს, ამის შემდეგ, რუსეთი ვეღარ გაბედავს ამერიკელებს, როგორც კანონიერ მფლობელებს უარი უთხრას ამ რესურსების ექსპლუატაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს რესურსები მათ საკონტროლო ზოლში იქნება.
ფაქტობრივად, საუბარია იმაზე, რომ რუსეთს უნდა წაართვან 5-6 ტრილიონ დოლარიანი აქტივი, რომელიც ამ ომის შედეგად მოიპოვა.
მე ამ თემაზე აშშ-ს სენატში განხილვას ვუყურე. განხილვისას სენატორები ემუშტრებოდნენ იმით, რომ თუ ყველა აქტივი, რომელიც რუსეთის კონტროლს მიღმა იქნება, სასამართლოების მიერ იქნება დაყადაღებული.
ტრამპის გეგმით თუ ამერიკელებმა ეს სიმდიდრეები უკრაინელებისგან, როგორც კანონიერი მეპატრონეებისგან შეიძინეს, ამის შემდეგ, რუსეთი ვეღარ გაბედავს ამერიკელებს, როგორც კანონიერ მფლობელებს უარი უთხრას ამ რესურსების ექსპლუატაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს რესურსები მათ საკონტროლო ზოლში იქნება
ფაქტობრივად, საუბარია იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ბაიდენისგან განსხვავებით, რომელიც მზად იყო რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სიმდიდრეები რუსებისთვის მიეცა, ტრამპის ადმინისტრაციას ამ სიმდიდრეების მთლიანად წაღება უნდა.
– უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების ტრამპის გეგმები აქტიურად განიხილება ევროპულ, განსაკუთრებით გერმანულ და ფრანგულ გამოცემებში.
ევროპული გამოცემები ახლა იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, თუ რა დღეში შეიძლება აღმოჩნდეს ევროპული უსაფრთხოება, თუ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულება ტრამპის გეგმით განვითარდა. ამ თემაზე ევროპელთა მსჯელობები ძალიან არასახარბიელოდ გამოიყურება ევროპისთვის.
ევროპელი პოლიტიკოსები და ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1938 წლის „მიუნხენ-2“ იქცეს.
უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების ტრამპის გეგმასთან დაკავშირებით რამდენად საფუძვლიანია ამერიკელ და ევროპელ ანალიტიკოსთა მოსაზრებები?
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2025 წლის მიუნხენის კონფერენცია შეიძლება „მიუნხენი-2“ აღმოჩნდეს?
– ნუ ავყვებით რუსული პროპაგანდის ნარატივებს და განაწყენებული ევროპელების რიტორიკას.
ევროპელ ელიტებს ისევე ჰქონდათ თვალი დადებული უკრაინულ სიმდიდრეებზე. მე პროდასავლური ცნობიერების ადამიანი ვარ, მაგრამ, ვიცი, რომ დასავლეთი იდეალური არაა და ამგვარი მიდგომით მინდა თვალი ვადევნო პროცესებს.
უკრაინის სიმდიდრეებისთვის ომში ევროპაც მონაწილეობდა. აქ საუბარი იმაზე კი არ იყო, „რუსული სამყარო“ როგორ ჩამოყალიბდებოდა. „რუსული სამყარო“ და ამის თანმდევი რიტორიკა, რუსების ხელში პროპაგანდისტული ინსტრუმენტი იყო და მეტი არც არაფერი.
სინამდვილეში, უკრაინა-რუსეთის ომი იყო უკრაინული სიმდიდრეების ხელში ჩაგდების ომი და ეს იცოდა ყველა სერიოზულმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა მთელი ამ წლების მანძილზე. ახლა ევროპელები ძალიან განაწყენებული არიან, იმიტომ რომ ტრამპი ცდილობს მთელი უკრაინული სიმდიდრეების ამერიკელების გავლენის ქვეშ მოქცევას.
სინამდვილეში, უკრაინა-რუსეთის ომი იყო უკრაინული სიმდიდრეების ხელში ჩაგდების ომი და ეს იცოდა ყველა სერიოზულმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა მთელი ამ წლების მანძილზე. ახლა ევროპელები ძალიან განაწყენებული არიან, იმიტომ რომ ტრამპი ცდილობს მთელი უკრაინული სიმდიდრეების ამერიკელების გავლენის ქვეშ მოქცევას
ფაქტობრივად, ტრამპის პოლიტიკური გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მიიღოს ამერიკამ, რუსეთმა აღიაროს ამერიკის როლი პოსტსაბჭოთა სივრცესა და მსოფლიოში, ევროპელები კი უკრაინაში მარტო სამშვიდობო ძალების კონტიგენტში იყვნენ წარმოდგენილი.
რა თქმა უნდა, ეს ევროპელ ელიტებს მაქსიმალურად არ აწყობთ და მაქსიმალურად ეცდებიან ტრამპის პოლიტიკური გეგმის ტორპედირებას,
– უკრაინა-რუსეთის ომის თემაზე ევროპელებისა და ამერიკელებს შორის კონსენსუსის მიღწევა რამდენად შესაძლებელია?
– საბოლოო ჯამში, უკრაინის საკითხში ყველაფერი ამერიკელებსა და ევროპელებს შორის კონსენსუსის მიღწევისაკენ წავა. იმიტომ, რომ ტრამპის გეგმით უკრაინის რუსების მიერ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ევროპის ჯარები უნდა შევიდნენ.
როგორც ამბობენ, პრესის ქვეშ მყოფი პუტინი იძულებულია ბევრ რამეზე დათანხმდეს. როგორც ამბობენ, პუტინმა იმ წინადადებებზე პასუხის გასაცემად, რომელიც მას ტრამპმა წარუდგინა, დრო ითხოვა.
როგორც ამბობენ, პუტინს სურს რუსეთის მოსახლეობა შეამზადოს იმ პირობების მისაღებად, რომელიც მას უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპმა შესთავაზა.
თუ ევროპელები დათანხმდნენ, რომ მათი სამშვიდობო ძალები შევლენ უკრაინაში, არანაირი პრობლემა არ იქნება. ტრამპი იძულებული იქნება ევროპელების პოზიცია გაითვალისწინოს.
ქართველი რუსეთუმეებისა და რუსული პოლიტიკური ელიტის სურვილები რომ აშშ წავიდეს კავკასიის რეგიონიდან, აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან
– მოდით დავაზუსტოთ – ევროპელების სამშვიდობო ძალების შეყვანა ტრამპის გეგმით ნავარაუდევია უკრაინაში რუსების მეირ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე?
და კიდევ – რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მდგომარეობა და მომავალი, სავარაუდოდ, როგორ იქნება?
– საუბარია, უკრაინა-რუსეთის შეიარაღებული ძალების ფრონტის გამყოფ ზოლზე ევროპელი სამშვიდობოების შეყვანაზე.
ბოლო რამშტაინზე ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა – ამერიკამ რამშტაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ ბრიტანეთს გადააბარა. ევროპულმა ელიტებმა გადაწყვიტეს გაიღონ დამატებითი ხარჯები და შეავსონ უკრაინისთვის მატერიალური დანაკლისები.
აშშ-ს ახალმა თავდაცვის მინისტრმა ჩამოაყალიბა გეგმა, რომლის თანახმადაც კონფლიქტი შეწყდება 2014-სა და 2025 წლებს შორის ჯარების მდგომარეობით ხაზებს შორის. კულუარულად საუბარია იმაზე, რომ პუტინი თანახმაა მხოლოდ ის ტერიტორია დათმოს, რომელიც ხერსონის ოლქის შავი ზღვის სანაპირო ზოლია. ეს არის რუსების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების სადღაც 10%.
როგორც ამბობენ, პუტინს სურს რუსეთის მოსახლეობა შეამზადოს იმ პირობების მისაღებად, რომელიც მას უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპმა შესთავაზა
ჯერჯერობით ამაზეა საუბარი, მაგრამ საბოლოოდ გამყოფი ზონები ფრონტის ხაზებზე სად გაივლის, ჯერ არავინ არ იცის.
– რუსების მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების სტატუსი სავარაუდოდ, როგორი იქნება?
– ტრამპის გეგმით ყველაზე დამაინტრიგებელი მოცემულობაც სწორედ ესაა. ფაქტობრივად, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ზოლიდან 10 კილომეტრის სიღრმეში ტერიტორიის დანგრეული ნაწილის ჯამური ოდენობა 1%-ზდ ნაკლებია.
ეს ეხება საცხოვრებელ ფონდსაც და დანარჩენ ინფრასტრუქტურას. უკრაინულ კონტროლს დაქვემდებარებულ რაც არის, დაზიანებული ბევრია, მაგრამ ბევრად ნაკლებად, ვიდრე იმ ტერიტორიაზე, რასაც რუსები აკონტროლებენ.
იმ ტერიტორიას, რომელსაც რუსები აკონტროლებენ, ფაქტობრივად მთვარის ზედაპირს ჰგავს. ამ ტერიტორიებს მთვარის ლანჩაფტი აქვთ. მანდ ბევრი არც არაფერია დარჩენილი. სხვადასხვა შეფასებით მათ აღდგენას 2 ტრილიონი აშშ დოლარი უნდა.
ტრამპის გეგმით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი სარეაბილიტაციოდ უნდათ შეტენონ რუსეთს. ტრამპის გეგმით უკრაინულ-რუსული კონფლიქტი 20 წლის მანძილზე დაპაუზდება როგორც იურიდიულად ისე სამხედრო თვალსაზრისით. ამ 20 წლის განმავლობაში უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე დაწესდება მორატორიუმი.
აშშ-ს ახალმა თავდაცვის მინისტრმა ჩამოაყალიბა გეგმა, რომლის თანახმადაც კონფლიქტი შეწყდება 2014-სა და 2025 წლებს შორის ჯარების მდგომარეობით ხაზებს შორის. კულუარულად საუბარია იმაზე, რომ პუტინი თანახმაა მხოლოდ ის ტერიტორია დათმოს, რომელიც ხერსონის ოლქის შავი ზღვის სანაპირო ზოლია. ეს არის რუსების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების სადღაც 10%
ერთად ერთი, რაზეც ტრამპის გეგმით მორატორიუმი არ დაწესდება, ეს არის ამერიკელების მიერ იშვიათი მეტალების საბადოებზე, რომელიც რუსეთის განკარგულებაში აღმოჩნდა უკრაინის ტერიტორიაზე. ეს საბადოების აინტერესებს ტრამპის ადმინისტრაციას ყველაზე მეტად.
– „ინტერპრესნიუსთან“ იანვრის თვის ინტერვიუში თქვენ ამბობდით – „კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება.“ იმის ფონზე რასაც პრეზიდენტი ტრამპი უკრაინაზე ამბობს, ძნელი წარმოსადგენია აშშ-ს სამხრეთ კავკასიაზე ჰქონდეს სერიოზული გეგმები.
ამგვარი მოლოდინი არც ბაქოში აქვთ და არც ერევანში. ასეა მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა აშშ-თან თანამშრომლობის შესახებ ქარტიას მოაწერა ხელი.
წინა ინტერვიუში ასევე გაქვთ ნათქვამი – „მოსაზრება, რომ ტრამპი საქართველოს და პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩუქნის პუტინს, რისი იმედიც აქვთ ქართველ რუსეთუმეებს, დიდი აბსურდია.“
ახლაც ასე ფიქრობთ? თუ უკრაინაში ომის დასრულებაზე ტრამპის სცენარით განვითარდა პროცესები, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოსთან მიმართებაში ვაშინგტონს, სავარაუდოდ, როგორი პოლიტიკა შეიძლება ჰქონდეს?
– ყოველთვის გამოვთქვამდი იმ პოზიციას, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ეკონომიკური პოტენციალით ტრამპის დაინტერესება აშშ-ს ელიტისთვის ამ ეტაპზე კარდინალურად მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზს და კავკასიას ეკონომიკური თვალსაზრისით აშშ უნდა დაემშვიდობოს, თუ ის საქართველოზე იტყვის უარს.
ვისაც გეოგრაფია ელემენტარულად მაინც ესმის, ამ სივრცეში გეოგრაფიული გასაღები საქართველოში დევს. პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ შემადგენელზე აღარაფერს ვამბობ. საქართველოს პორტების გარეშე ამ სივრცეში ოპერირება არის შეუძლებელი. ეს იმდენად დიდი აქტივია, წარმოუდგენელია ამ აქტივზე ამერიკული ელიტისაგან უარის თქმა.
თუ ვინმეს აინტერესებს მე ნუ მენდობა და შეიხედოს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის საიტზე, იქ საკმარისად კარგად არის ახსნილი პრემიერ ფაშინიანთან შეხვედრის დროს ამერიკელების დაინტერესება კავკასიის თემით.
არა ერთ ასეთ წყაროზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა – ქართველი რუსეთუმეებისა და რუსული პოლიტიკური ელიტის სურვილები, რომ აშშ წავიდეს კავკასიის რეგიონიდან, აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან.
ბაიდენის ადმინისტრაციასთან შედარებით ტრამპის ადმინისტრაციის დაინტერესება კავკასიით გაზრდილია. ტრამპი ეყრდნობა ოლიგარქიულ ამერიკას, რომლის ინტერესი პოსტსაბჭოთა სივრცის რესურსებისადმი განუზომლად დიდია, ვიდრე აშშ დემოკრატების ადმინისტრაციისას იყო. ამიტომ, მე ველოდები ამ ინტერესის ზრდას და არა კლებას.
ტრამპის გეგმით უკრაინულ-რუსული კონფლიქტი 20 წლის მანძილზე დაპაუზდება როგორც იურიდიულად ისე სამხედრო თვალსაზრისით. ამ 20 წლის განმავლობაში უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე დაწესდება მორატორიუმი
მაგრამ, ეს ყველაფერი განხორციელდება არა საჯარო განცხადებების ფორმატში, როგორც დემოკრატების ადმინისტრაციის დროს იყო, ამას უფრო კულუარული ხასიათი ექნება, მაგრამ, შედეგად კავკასიაში რუსეთის გავლენის დამცრობას მივიღებთ ძალიან მალევე. ეს იქნება ძალიან თვალსაჩინო პროცესი და ამის დანახვა უნდათ თუ არა რუსეთუმეებს, ამისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევთ.
– საქართველო წიაღისეული სიმდიდრით საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა, ამიტომ ვიკითხავ – აშშ შეიძლება საქართველოს წიაღისეული სიმდიდრეებით დაინტერესდეს?
– რუსული აგენტურის მცდელობის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე იშვიათი მეტალების რუკა გასაიდუმლოებულია. ბოლო 20 წელის რუსული გავლენები საქართველოში ზრდადი იყო. საქართველო ერთად ერთი ტერიტორიაა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, სადაც არანაირი წვდომა არ არსებობს ქვეყნის წიაღისეულზე.
ამიტომ აქ ძალიან დიდი ინტრიგაა, მხედველობაში მაქვს ის, თუ რას მოიცავს საქართველოს ტერიტორია და რით ვართ მდიდრები. ამას ყველაფერს ცოტა ხანში ფარდა აეხდება და მერე ამაზე უფრო საგნობრივად ვისაუბრებ. ძალიან ბევრ სიმდიდრეებს ვფლობთ და რუსებს ამ სიმდიდრეებზე სერიოზული პრეტენზიები აქვთ. მაგრამ, მათ მოუწევს ამ პრეტენზიების დამცრობა, ვინაიდან საქართველო ამ კუთხით ძალიან სერიოზული აღმოჩენების წინაშე აღმოჩნდება, როცა ამ კუთხით თემის აქტუალიზაცია მოხდება.
მაგრამ, არა მარტო ამ კუთხითაც. ყველა ის სიმდიდრეები, რაც შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზშია, ასევე შუა აზიაშია, მათი ექსპლუატაცია შავი ზღვის გარეშე განუხორციელებელია. დასავლეთის ჯამური ინვესტიციები მარტო ყაზახეთში 300 მილიარდ დოლარს აჭარბებს. და თქვენ გგონიათ ისინი ამას ყველაფერს ჩინეთს დაუტოვებენ? ეს ხომ აბსურდია.
ტრამპი ეყრდნობა ოლიგაქრულ ამერიკას, რომლის ინტერესი პოსტსაბჭოთა სივრცის რესურსებისადმი განუზომლად დიდია, ვიდრე აშშ დემოკრატების ადმინისტრაციისას იყო. ამიტომ, მე ველოდები ამ ინტერესის ზრდას და არა კლებას
ძალიან დამაინტრიგებელი მოვლენების განვითარების წინაშე ვდგევართ და უნდა დაველოდოთ.
მაგრამ, ერთ რამესაც ვიტყვი – როდესაც რესურსებსა და მატერიალურ დოვლათზეა საუბარი, მათ შორის უკრაინის რესურსებზე, რატომ არ შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას ამერიკულ მხარეს შესთავაზოს . ჩვენ ხომ აფხაზეთის იურიდიული მეპატრონეები ვართ?
ჩვენ იქ რუსეთი არ მიგვიშვებს, თურქეთიც შეიძლება ჩაგვეწილოს თუ იქ რუსეთს პოზიციები შეერყა. ჩვენ ხომ ერდადერთი არგუმენტი გვაქვს, ჩვენ ვართ ყველას მიერ აღიარებული აფხაზეთის კანონიერი მეპატრონისები.
რაც შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზშია, ასევე შუა აზიაშია, მათი ექსპლუატაცია შავი ზღვის გარეშე განუხორციელებელია. დასავლეთის ჯამური ინვესტიციები მარტო ყაზახეთში 300 მილიარდ დოლარს აჭარბებს. და თქვენ გგონიათ ისინი ამას ყველაფერს ჩინეთს დაუტოვებენ? ეს ხომ აბსურდია
თუ ჩვენ ამ აქტივს დასავლეთს და პირველ რიგში ტრამპის ადმინისტრაციას შევთავაზებთ, დარწმუნებული ვარ ძალიან სერიოზული ლობისტების მოძებნა შეიძლება აფხაზეთთან მიმართებაში. რუსები ამერიკელებს წინ ვერ დაუდგებიან და ჩვენ შეგვეძლება აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპერირების დამატებითი ბერკეტები გაგვიჩნდეს. დღეს ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.
„ქართული ოცნება“ ტრამპის იდეების კონტექსტში ქადაგებს და თუ ტრამპის მომხრეები არიან, მის იდეალებს იზიარებენ, რატომ არ იზიარებენ პოსტსაბჭოთა სივრცის მატერიალური დოვლათის კონტექსტში?
თუ „ქართული ოცნების“ ამ თემას დაძრავს, მაშინ ვირწმუნებ, რომ ისინი ტრამპის მემარჯვენე იდეოლოგიის ადეპტები და ტრამპისები არიან.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი