მირიან მირიანაშვილი – ბაიდენისა და სი ძინ პინის შეხვედრაზე მთავარი თემა იყო აშშ-სა და ჩინეთს შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენების გადანაწილების საკითხი, ჩვენთვის მნიშვნელოვან კონტექსტში მოხდა საკითხების განხილვა და შედეგების მიღწევა

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ექსპერტს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მირიან, დასრულდა -სა და ჩინეთის სამიტი სან-ფრანცისკოში. სამიტის დასრულების შემდეგ მხარეთა წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეხვედრა ჩინელ კოლეგასთან „კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო.“ აშშ-სა და ჩინეთს შორის აღდგა სამხედრო კომუნიკაცია. ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის განცხადებებიც ამ შეხვედრის შედეგებზე საკმაოდ საინტერესო და მრავლისმეტყველი იყო.
გასაგებია, რომ იმ ინფორმაციებით, რაც ამ შეხვედრის შედეგებზე გავრცელდა, სრული არაა, მაგრამ, კარგია, რომ თანამედროვე მსოფლიოს ორი ზესახელმწიფოს ლიდერი ერთმენთს შეხვდა და აშშ-სა და ჩინეთს შორის დიალოგი როგორც ჩანს, საკმაოდ კონკრეტულიც იყო.
ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები კეთდება, მაგრამ, დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ აშშ და ჩინეთი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების სან-ფრანცისკოში გამართულ შეხვედრას? სავარაუდოდ, ვაშინგტონი და პეკინი რაზე შეთანხმდნენ?
– მე შევეცდები ამ ყველაფერს შევხედო ქართული ინტერესებიდან გამომდინარე.
მანამდე კი აღვნიშნავ ერთ გარემოებას – მედიით ტრანსლირებული ის გარემოება, რომ თითქოს ამერიკა და ჩინეთი მანამდე დაპირისპირებაში იყვნენ ერთმანეთთან და ამ შეხვედრამ ისინი ერთმანეთისკენ და თანამშრომლობისკენ მოატრიალა, გადაჭარბებული მგონია. მანამდე აშშ-სა და ჩინეთს შორის არავითარი დაპირისპირება არ იყო.
ს პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმა იყო, რომ ჩინეთი ჩაეთრია ამერიკასთან დაპირისპირებაში. ჩინელების გეგმა იმთავითვე იყო საპირისპირო, ჩინეთს სურდა და მიაღწია კიდევაც რუსეთი ჩაერთო დასავლეთთან ეგზისტენციალურ დაპირისპირებაში და შემდეგ დასუსტებული რუსეთი მასზე დამოკიდებული გაეხადა, რასაც, მიაღწია კიდეც.
რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმა იყო, რომ ჩინეთი ჩაეთრია ამერიკასთან დაპირისპირებაში. ჩინელების გეგმა იმთავითვე იყო საპირისპირო, ჩინეთს სურდა და მიაღწია კიდევაც რუსეთი ჩაერთო დასავლეთთან ეგზისტენციალურ დაპირისპირებაში და შემდეგ დასუსტებული რუსეთი მასზე დამოკიდებული გაეხადა, რასაც, მიაღწია კიდეც
ამ გადასახედიდან უნდა შევხედოთ ბაიდენისა და სი-ის შეხვედრას. ძირითადი დღის წესრიგიც ასეთი იყო. დეკლარირებულ დღის წესრიგსა და რეალურ დღის წესრიგს კარგი იქნება თუ ერთმანეთში არ აურევთ.
აშშ-ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის რეალური დღის წესრიგი ეხებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენების სფეროების გადანაწილების აშშ-სა და ჩინეთს შორის. ბოლო წელიწად ნახევარია, სწორედ ეს არის აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის მთავარი საკითხი. მათ შორის ასევე პრობლემურია ეკონომიკური საკითხები, შორეული აღმოსავლეთის, აკვატორიების საკითხები, მაგრამ, ეს საკითხები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის.
აშშ-სთან ყველა შეხვედრაზე ჩინეთი წევს აგრეთვე მისთვის მნიშვნელოვან ჩაინა ტაუნების თემას. ეს საკითხი ჩინეთისთვისაც მნიშვნელოვანია და გლობალური პოლიტიკისთვისაც. ჩინური ემიგრაცია დაახლოებით 70-80 მილიონ ადამიანს შეადგენს და ისინი აკონტროლებენ ჩინეთის საგარეო ვაჭრობის თითქმის ნახევარს. თავის დროზე ამერიკელებმა ჩაინა ტაუნებში კონცენტრირებული ეკონომიკური შესაძლებლობები მთლიანად ტაივანს ჩააბარეს.
ბაიდენისა და სი-ის შეხვედრაზე მთავარი თემა იყო აშშ-სა და ჩინეთს შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენების გადანაწილების საკითხი. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან კონტექსტში მოხდა ამ საკითხების განხილვა და შედეგების მიღწევა
ამიტომაა ტაივანის თემა ასე აქტუალური ჩინეთისთვის. ჩინეთისთვის ტაივანზე მხოლოდ სუვერენიტეტის დაწესების პრობლემა სულაც არაა მთავარი. 25 მილიონიანი ტაივანი აკონტროლებს სამჯერ მეტ ჩინურ ემიგრაციას, რომელიც მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ადგილებში ჩაინა ტაუნებად არის ჩამოყალიბებული.
ვიმეორებ, ბაიდენისა და სი-ის შეხვედრაზე მთავარი თემა იყო აშშ-სა და ჩინეთს შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში გადანაწილების საკითხი. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან კონტექსტში მოხდა ამ საკითხების განხილვა და შედეგების მიღწევა.
– პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-სა და ჩინეთს მოქმედების თემას ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით.
რადგან ახლა მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში მთავარია უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებია, გკითხავთ – ამ შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორი იქნება პეკინის პოზიცია -რუსეთის ომთან და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით?
– მე ადრეც ვამბობდი და ვეყრდნობოდი ამერიკული დაზვერვის ღია მონაცემებს და ამას აშშ-ს ადმინისტრაციაც აღიარებდა, ეს პირველ რიგში სალივანს ეხება – ჩინეთი რუსეთს სამხედრო ტექნიკით და კრიტიკულად აუცილებელი შესაძლებლობებით არ ეხმარება. შესაბამისად, ეს ისედაც ძალაში იყო და ასე გაგრძელდება.
ჩინეთი რუსეთს სამხედრო ტექნიკით და კრიტიკულად აუცილებელი შესაძლებლობებით არ ეხმარება. შესაბამისად, ეს ისედაც ძალაში იყო და ასე გაგრძელდება
რაც შეეხება უკრაინაში ომს. უკრაინაში ომი გაგრძელდება მინიმუმ ერთი წელი. უკრაინაში ომი რუსეთის დამასუსტებელ მთავარ კატეგორიად არის ჩამოყალიბებული.
ანუ, უკრაინაში ომი გაგრძელდება ძირითადად მანამდე, სანამ არ მოხდება ჩინურ-ამერიკული გადანაწილება პოსტსაბჭოთა სივრცეში. როგორც კი ეს გაფორმდება და დასრულებულად ჩამოყალიბდება უკრაინაში ომის გაგრძელება წარსულს ჩაბარდება.
უკრაინაში ომი გაგრძელდება ძირითადად მანამდე, სანამ არ მოხდება ჩინურ-ამერიკული გადანაწილება პოსტსაბჭოთა სივრცეში. როგორც კი ეს გაფორმდება და დასრულებულად ჩამოყალიბდება უკრაინაში ომის გაგრძელება წარსულს ჩაბარდება
– სან-ფრანცისკოს შეხვედრაზე ითქვა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა არა მხოლოდ უკრაინა-რუსეთის ომზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე იმსჯელეს.
ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა ვაშინგტონისა და პეკინის თანამშრომლობა, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაზეც თქვენ უკვე მიანიშნეთ კიდეც.
ვიცით, რომ აშშ და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ასეა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის მიუხედავად ცდილობს არ დაკარგოს გავლენები ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ზოგან მას ეს გამოსდის, ზოგან, არაა.
ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი აქტიურად თანამშრომლობენ ჩინეთთან. ყაზახეთსა და უზბეკეთს ესმით, რომ რუსული პორტები კარგა ხანს იქნება ჩაკეტილი და სამხრეთ კავკასიის კორიდორით ცდილობენ ევროპულ ბაზრებზე გასვლას.
ამ თვალსაზრისით „აბრეშუმის გზა“ და საქართველო, როგორ „შუა დერეფანი“, აქტუალური თემაა. აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებობს კონსენსუსი სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის გააქტიურებასთან დაკავშირებით? თუ, როგორც ბევრი, მათ შორის ვაშინგტონში კვლავაც თვლის, რომ სამხრეთ კავკასიაში ჩინეთი არა მხოლოდ თავის, არამედ რუსეთის როლსაც ითავსებდეს?
– მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. „შუა დერეფანი“, როგორც ტერმინი, მოძველდა და წარსულს ჩაბარდა. ეს ტერმინი იმ პერიოდის ტერმინია, როცა კიდევ სხვა დერეფნები არსებობდა. ახლა სხვა აღარაფერი არსებობს გარდა საქართველოზე გამავალი დერეფნისა. ამიტომ, ახლა ყოფილ „შუა დერეფანს“ „საქართველოს დერეფანი“ ვუწოდოთ. ეს რეალობის ასახვა იქნება.
ტერმინოლოგიაში ჩამოყალიბებიდან გამომდინარე ახლა მთავარია ვის რა როლი ექნება საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო ამ ერთადერთად დარჩენილი „საქართველოს დერეფნის“ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
ახლა მთავარია ვის რა როლი ექნება საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო ამ ერთადერთად დარჩენილი „საქართველოს დერეფნის“ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია
ჩვენ, პრაქტიკულად გვიდგება ის ეპოქა, რომელიც, თუ ისტორიულ პარალელებს გავავლებთ, ჩამოყალიბდა ჯერ ბიზანტიის იმპერიის დაშლის შედეგად, შემდეგ მას სელჯუკების იმპერია მიჰყვა და 1204 წლის შემდეგ აქ 100 წელი ხდებოდა გავლენის ცენტრების ჩამოშლა, რამაც ქართველებს დიპლომატიისა და სამხედრო რესურსების დაგროვების საშუალება მისცა.
შეიქმნა შესაძლებლობა გამოთავისუფლებული ვაკუუმი ჩვენი დომინაციით შეევსოთ. დავითისა და თამარის ეპოქა აქ მეგაიმპერიების ნგრევას მოჰყვა.
– ახლა იგივე ხდება?
– ახლა, პრაქტიკულად იგივე ხდება. ვინმეს თუ იმის ილუზია აქვს, რომ გამოთავისუფლებულ ვაკუუმს თურქეთი და აზერბაიჯანი შეავსებს და აქ თურანის იდეები დაიქოქება, ცდება.
ამერიკა და პირველ რიგში დასავლეთი და მათთან სოლიდარულ რეჟიმში მყოფი ჩინეთი პოსტსაბჭოთა სივრციდან რუსეთს იმიტომ კი არ ისტუმრებენ, რომ სამხრეთ კავკასიაში თურქეთმა შეავსოს ეს ვაკუუმი. თუ ვინმე ასე ფიქრობს, სერიოზულ მიამიტურ შეცდომას უშვებს.
ამერიკა და პირველ რიგში დასავლეთი და მათთან სოლიდარულ რეჟიმში მყოფი ჩინეთი პოსტსაბჭოთა სივრციდან რუსეთს იმიტომ კი არ ისტუმრებენ, რომ სამხრეთ კავკასიაში თურქეთმა შეავსოს ეს ვაკუუმი. თუ ვინმე ასე ფიქრობს, სერიოზულ მიამიტურ შეცდომას უშვებს
ჩემი აზრით, უახლოეს ხანში დაიწყება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აზერბაიჯანის ელიტის მორჯულება. ძალიან ხისტი მორჯულების პროცესი დაიწყება. შედეგად მივიღებთ თვისობრივად ძალიან დამცრობილ აზერბაიჯანულ და თურქულ პრეტენზიებს.
„შუა აზიის ქეისი“, ფაქტობრივად უკვე გარკვეულია. ამერიკასთან შეთანხმებით ყაზახეთს სამხედრო გარანტიები მისცა ჩინეთმა, ფაქტობრივად, ცენტრალური აზია რუსეთისგან შეუღწევლად გამოცხადდა.
ახლა მთავარია სამხედრო-პოლიტიკური გარანტიების კონტურების ჩამოყალიბება საქართველოსთან მიმართებაში. ცენტრალური აზიის სრული ანალოგიით საქართველო სამხედრო-პოლიტიკურ გარანტიებს დასავლეთისგან მიიღებს ნატოში და ევროკავშირში მიღებამდე გაცილებით ადრე. თუმცა, ეს პროცესიც დაჩქარებულად ჩაივლის.
ახლა მთავარია სამხედრო-პოლიტიკური გარანტიების კონტურების ჩამოყალიბება საქართველოსთან მიმართებაში. ცენტრალური აზიის სრული ანალოგიით საქართველო სამხედრო-პოლიტიკურ გარანტიებს დასავლეთისგან მიიღებს ნატოში და ევროკავშირში მიღებამდე გაცილებით ადრე. თუმცა, ეს პროცესიც დაჩქარებულად ჩაივლის
– ახლა აქტუალური თემაა თუ როდის დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ვინ დაიწყებს მის მშენებლობას.
„ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ – ანაკლიის პორტი არ აშენდება, სანამ არ მოხდება ამ თემაზე ამერიკულ-ჩინური სერიოზული ღია, ან ფარული გარიგება“.
ანაკლიის პორტის თემაზე აშშ-ს ახალმა ელჩმა ქალბატონმა დენიგანმა განაცხადა – „ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს“. ვიცით, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი აქვთ ბელგიურ და ლუქსემბურგულ კომპანიას და ჩინურ- სინგაპურულ კომპანიას.
ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება რის შესაბამისად და რის გათვალისწინებით იქნება მიღებული?
– კარგი შეკითხვაა. მე გიპასუხებთ განსხვავებულ კონტექსტში, ვიდრე ამ თემას საქართველოში უყურებენ, რადგან, ჩვენში ამ საკითხებზე აშკარად რეალობას აცდენილი ხედვები დომინირებს.
ჩინურ-ამერიკულ რიტორიკას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ნუ მივიღებთ რეალურ მონეტად. ეს რიტორიკა რუსების „დაბოლების“ მიზნით ჩამოყალიბებული რიტორიკაა. აშშ და ჩინეთი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ.
ჩინურ-ამერიკულ რიტორიკას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ნუ მივიღებთ რეალურ მონეტად. ეს რიტორიკა რუსების „დაბოლების“ მიზნით ჩამოყალიბებული რიტორიკაა. აშშ და ჩინეთი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ
ანაკლიაში დღეს არსებული ვითარება ჩამოყალიბებულია ჩინურ-ამერიკული მორიგებით, რომ პორტის მშენებლობა ჩინურ და ევროპულ კომპანიებს მიენდობა. ეს 2-3 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება პორტის მშენებლობის აქტიურ ფაზას, უნდა მივყვეთ გაზრდილი ტვირთების გრაფიკს, ტვირთები ჩინეთიდან წამოვა დასავლეთისკენ. ეს გრაფიკი ღია მოხმარებაში არის, მაგრამ თუ ვინმე სტრატეგიული გადაზიდვებისა და დასავლური კომპანიებს მასალებს ჩაუღრმავდება, დავინახავთ, რომ ანაკლიის პორტის აქტიური ფაზა უნდა დაიწყოს არა უგვიანეს 2025 წლისა.
– ანუ, ჯერ არ გაირკვევა, ვის ააშენებს?
– თუ მსოფლიოში ნებისმიერ სტრატეგიულ პორტს შეხედავთ, რომელიც ბოლო 20-25 წელშია აშენებული, ყვითელ ზღვაში, ჩინეთში, სინგაპურში, სპარსეთის ყურეში, დავინახავთ, რომ პორტების მშენებლობისას მშენებლები იცვლებიან ხელთათმანებივით.
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პორტს ვინ აშენებს. მთავარია, პორტი იყოს ჩართული სერიოზულ საერთაშორისო ტრენდში. ამის შესახებ უნდა იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ანაკლიასთან მიმართებაში უკვე არსებობს.
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პორტს ვინ აშენებს. მთავარია, პორტი იყოს ჩართული სერიოზულ საერთაშორისო ტრენდში. ამის შესახებ უნდა იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ანაკლიასთან მიმართებაში უკვე არსებობს
– მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის მიეცა დადებითი პასუხი იმაზე, რომ ქვეყანა დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, მოსკოვის პასუხმაც არ დააყოვნა.
ამ თემაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა – „ევროკავშირი არ მალავს განზრახვას გაგაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, ეს არ გამოვა“.
თქვენ როგორ აღიქვით ლავროვის ეს განცხადება? რეალურად, რა ბერკეტები აქვს კრემლს, რომ ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიას, კერძოდ საქართველოს, იმოძრაოს ევროკავშირისა და ატლანტიკური სივრცის მიმართულებით?
– რუსეთს არავითარი ბერკეტი არ აქვს. რუსეთის საგარეო პოლიტიკის ქცევის წესი ცნობილია. რუსეთი პოლიტიკურ და სამხედრო დამარცხებებს, რომელიც შეიძლება გამარჯვებად გააპიაროს, შეძლებისდაგვარად აპიარებს. მძიმე მარცხებს, რომელიც ვერანაირად ვერ გაპიარდება, იმას ცდილობენ არ შეიმჩნიონ და თვალი დახუჭონ.
საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც, რუსეთის საგარეო პოლიტიკა ვერანაირად ვერ გააპიარებს.
საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შეიძლება უახლოეს პერიოდში მოგვეწებოს სომხეთი. სომხეთთან მიმართებაში რუსეთს სერიოზული პრობლემა აქვს. სომხები ითხოვენ სომხეთიდან რუსის სამხედროების გაძევებას.
– კი ვნახე ამის შესახებ ინფორმაციები, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ გიუმრიში რუსულ ბაზას ყოფნის ვადა 2044 წლამდე აქვს…
– დიახ, მაგრამ, ამჟამად, სომხეთის ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან სამხედრო შეთანხმებაში მოძებნოს იურიდიული ხარვეზები, რომ ეს ხელშეკრულება ბათილად გამოაცხადოს. რუსეთს თავის ტკივილები პირველ რიგში სომხეთიდან ექნებათ და არა საქართველოდან. ვგულისხმობ რუსული ჯარის სომხეთიდან სამარცხვინო გამოძევების პერსპექტივას.
სომხეთის ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან სამხედრო შეთანხმებაში მოძებნოს იურიდიული ხარვეზები, რომ ეს ხელშეკრულება ბათილად გამოაცხადოს. რუსეთს თავის ტკივილები პირველ რიგში სომხეთიდან ექნებათ და არა საქართველოდან. ვგულისხმობ რუსული ჯარის სომხეთიდან სამარცხვინო გამოძევების პერსპექტივას
ამიტომ, ჩემი აზრით, საქართველოს გარანტირებულად შეუძლია გაიაროს ევროპასთან ინტეგრაციის პერიოდი რუსეთიდან რაიმე მწვავე რეაქციის გარეშე. საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე რუსეთიდან მწვავე რეაქცია არ იყო და დარწმუნებული ვარ, არ მომავალში არ იქნება.
საქართველოს გარანტირებულად შეუძლია გაიაროს ევროპასთან ინტეგრაციის პერიოდი რუსეთიდან რაიმე მწვავე რეაქციის გარეშე. საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე რუსეთიდან მწვავე რეაქცია არ იყო და დარწმუნებული ვარ, არ მომავალში არ იქნება
– მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ცხადი გახდა, რომ დეკემბერში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, საკმაოდ დიდი დრო გავიდა.
თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარის შემდეგ და 2024 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საქართველოს საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?
– ევროკომიის დადებითი რეკომენდაცია ქართველების დიდი ნაწილისთვის, მათ შორის ხელისუფლების ნაწილისთვის, ეს იყო დიდი მოულოდნელობა. ოპოზიციისთვისაც, იმიტომ რომ მისი დიდი ნაწილი ცოტა სხვანაირად აზროვნებდა და მოქმედებდა.
ახლა მიმდინარეობს, ქართული პოლიტიკური ელიტის, ანუ ხელისუფლება-ოპოზიციის მიერ მომხდარისა და ახალი რეალობის გადაფასება.
მე ცოტა სხვანაირად შევხედავ ამ რეალობას და გეტყვით რომ მიუხედავად ევროკავშირის შემოთვლისა, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია საქართველოში შიდაპოლიტიკურ რეალობაზე დამოკიდებული არ არის.
ეს არის ორი განსხვავებული პროცესი. როგორ ჩატარდება არჩევნები, რამდენად დააკმაყოფილებს საქართველოში შიდადაპირისპირება მხარეებს, ეს სხვაა. ევროსტრუქტურებთან საქართველოს ორიენტაცია ეს არის მსოფლიოს გავლენიანი ცენტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამას ხელს ვერც ევროჩინოვნიკები შეუშლიან და ვერც ევროპარლამენტი. ამიტომ, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი გაცილებით უფრო სწრაფად ჩაივლის, ვიდრე ეს ქართველებს ჰგონია. მე მგონია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არა 2030-ში, როგორც ეს მიშელმა თქვა და ამით რუსეთს „აწყნარებენ“, არამედ უფრო ადრე, 2028-ში გახდება.
ევროსტრუქტურებთან საქართველოს ორიენტაცია ეს არის მსოფლიოს გავლენიანი ცენტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამას ხელს ვერც ევროჩინოვნიკები შეუშლიან და ვერც ევროპარლამენტი. ამიტომ, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი გაცილებით უფრო სწრაფად ჩაივლის, ვიდრე ეს ქართველებს ჰგონია. მე მგონია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არა 2030-ში, როგორც ეს მიშელმა თქვა და ამით რუსეთს „აწყნარებენ“, არამედ უფრო ადრე, 2028-ში გახდება
ის 12 პუნქტიანი რეკომენდაციებიც შემოაგდეს არა საქართველოსთვის, არამედ რუსეთის დასამშვიდებლად. ამ რეკომენდაციით საქართველოში დეპოლიტიზაცია უნდა არ ყოფილიყო. შეიცვალა რამე ამ თვალსაზრისით? არაფერი. უფრო სწორად, რუსეთმაც მიიღო მონაწილეობა, რომ დეპოლარიზაცია რა მომხდარიყო.
აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ბლეფი იყო. ერთმანეთთან დაპირისპირებულ საქართველოს მიანიჭებენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. რეკომენდაციების შიგთავსი რეალობად არ უნდა მივიღოთ, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია არის გარდაუვალი და ეს პროცესი დაჩქარებული წესით წავა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ