საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მირიან, არჩევნების შემდეგ საკმაოდ დრო გავიდა, არჩევნების შედეგებზე უამრავი განცხადება კი მოვისმინეთ ყველა მხრიდან, მაგრამ, სურათი მაინც არც ცხადია და არც ნათელი. მხედველობაში მაქვს ის, რომ მმართველ გუნდსა და ხელისუფლებას არჩევნების შედეგები ბევრმა კი მიულოცა, მაგრამ აშშ-ს და ევროპის 13 ქვეყანა არჩევნების აღიარებისაგან თავი შეიკავა და არჩევნების შედეგების გამოძიებას ითხოვს. . .
თქვენი როგორ შეაფასებდით, იმ სურათს, რა რეალობაც ამ ეტაპზე გვაქვს არჩევნების შემდეგ?
– ვითარება, განსაკუთრებით აშშ-ს პრეზიდენტის წერილის შემდეგ გახდა შედარებით მკაფიო. როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ულტიმატური სახის წერილს გიგზავნის, აქ უკვე საუბარი რაიმე ტიპის ვაჭრობაზე აღარ არის.
ვფიქრობ, საქმე გვაქვს წინდაწინ ჩამოყალიბებული პოზიციის დეკლარირებასთან. როგორც ჩანს, დასავლეთი იყო მზად მოვლენების ასეთი განვითარებისთვის. იცოდა, რომ ცესკო-ს ჩამოყალიბებული შედეგი იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო და ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა მის გაპროტესტებას იმ მიმართულებით, როგორც ბაიდენის წერილშია ნათქვამი.
ვფიქრობ, საქმე გვაქვს წინდაწინ ჩამოყალიბებული პოზიციის დეკლარირებასთან. როგორც ჩანს, დასავლეთი იყო მზად მოვლენების ასეთი განვითარებისთვის. იცოდა, რომ ცესკო-ს ჩამოყალიბებული შედეგი იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო და ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა მის გაპროტესტებას იმ მიმართულებით, როგორც ბაიდენის წერილშია ნათქვამი
როგორც ჩანს, არჩევნების შემდეგ მოვლენათა ასე განვითარება დაგეგმილი იყო. მოლოდინი, რომ აშშ არჩევნების ასეთ შედეგს აშშ გაატარებდა, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იყო, არ გამართლდა. მოცემულობა, რომელიც ქართულ საზოგადოებაში, ასევე ექსპერტულ წრეებში ტრიალებდა იყო ისეთი – მისთვის არჩევნების არასასურველ შედეგს გაატარებდა თუ არა დასავლეთი, ეს კითხვა იყო მთავარი.
ჩვენ რეალობას ისე უნდა შევხედოთ, როგორც არის. ბაიდენის წერილი და მისი შინაარსი საქართველოს ხელისუფლებას მანევრირების საშუალებას უკარგავს. ამიტომ ახლა უნდა ვისაუბროთ ამ წერილის შედეგად ჩამოყალიბებულ კრიზისზე ქართულ-დასავლურ ურთიერთობებში
ამ კითხვაზე პასუხი ბაიდენის წერილმა გასცა. როცა ასე სწრაფად გიგზავნიან ბაიდენის სახელით არჩევნების შედეგებზე წერილს, ეს ნიშნავს რომ დისკუსია იმაზე საქართველოსთან მიმართებაში როგორი დამოკიდებულება უნდა ჩამოყალიბდეს თუ ისეთ რეაქციას არ გააკეთებ, როგორიც დასავლეთს უნდა, დისკუსიას ის მიმართულება აქვს მიღებული, როგორც დასავლეთს ჰქონდა დაგეგმილი. შედეგად, აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე ივანიშვილს ეგონა.
– ბაიდენის წერილის შემდეგ იყო ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, რომელშიც საქართველოს მიმართ საკმაოდ კრიტიკული შენიშვნებია გამოთქმული. შეიძლება იმის თქმას, რომ საქართველოსთან პრეტენზიებში ამერიკა მარტო არაა და მის ამ პოზიციას ევროპის საკმაოდ დიდი ნაწილი იზიარებს?
– ყველა გამოხმაურება, რომელიც დასავლეთიდან საქართველოში გამოიგზავნა, გვერდზე უნდა გადავდოთ, რადგან მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაიდენის წერილი იყო. ბაიდენის წერილი არის ამერიკის და დასავლეთის ლიდერის წერილი. ადმინისტრაციული განსჯის თვალსაზრისით ეს წერილი აშშ-ს ყველა შტოსათვის სამოქმედო პროგრამაა ორგანიზაციების სტრუქტურებისთვის, რომლებიც დასავლეთის გავლენის ქვეშ იმყოფებიან.
ბაიდენის წერილის კრიტიკას, რასაკვირველია, ჩვენი ხელისუფლება მოერიდა. ჩამოაყალიბა ის პოზიცია, რომელსაც ასეთ ვითარებებში აყალიბებს მსოფლიოში ყველა. საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი არ არის ინფორმირებული და ის შეცდომაში შეიყვანეს
დღევანდელი მსოფლიოს იერარქიებიდან გამომდინარე შეუძლებელია ბაიდენის წერილი ყველასთვის სამოქმედო დოკუმენტია და ევროპისთვის პირველ რიგში. ეს გახლავთ დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის ალფა და ომეგა. ამიტომ, ჩვენ რეალობას ისე უნდა შევხედოთ, როგორც არის. ბაიდენის წერილი და მისი შინაარსი საქართველოს ხელისუფლებას მანევრირების საშუალებას უკარგავს. ამიტომ ახლა უნდა ვისაუბროთ ამ წერილის შედეგად ჩამოყალიბებულ კრიზისზე ქართულ-დასავლურ ურთიერთობებში.
– როგორ უპასუხა ბაიდენის წერილსა და ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში გამოთქმულ პრეტენზიებს საქართველოს ხელისუფლებამ?
– ბაიდენის წერილის კრიტიკას, რასაკვირველია, ჩვენი ხელისუფლება მოერიდა. ჩამოაყალიბა ის პოზიცია, რომელსაც ასეთ ვითარებებში აყალიბებს მსოფლიოში ყველა. საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი არ არის ინფორმირებული და ის შეცდომაში შეიყვანეს, მაგრამ იმ რეალობიდან, რომელშიც ვართ, გამოსავალი არ არის. ამ რეალობიდან გამოსავალზე უნდა ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ჩამოყალიბებულია ბაიდენის წერილის ანალიზი.
ფაქტობრივად, პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი წერილით რუსეთს უთხრა, რომ საქართველოს ტერიტორიის მიტაცებასა და საკუთარი გავლენის ქვეშ დატოვებაში რუსეთის იმედები არის უსაფუძვლო
ანალიზის შედეგად შეიძლება მივიღოთ ის შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი წინასწარ იყო მზად იმ მოვლენებისთვის, რომელიც არჩევნების შედეგად დადგებოდა. ბაიდენის ასე სწრაფად გამოგზავნილი წერილი გვაფიქრებინებს, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ადამიანის ადმინისტრაცია ასე სწრაფად მომზადებას ვერ მოახერხებდა. როგორც ჩანს, აშშ-ს პრეზიდენტის წერილი არჩევნებამდე იყო მომზადებული.
– ბრძანებთ, რომ დასავლეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობებში ღრმა კრიზისია. თუ ამ კრიზისში უკვე ვართ შესული, ფაქტია, რომ ეს კრიზისი ასე გაუთავებლად ვერ გაგრძელდება და იგი უნდა დასრულდეს, მაგრამ რის ფასად და როგორ?
– ვფიქრობ, რომ ახლა თუობით საუბარს უნდა შევეშვათ. იმიტომ რომ ბაიდენის წერილმა ჩამოაყალიბა ის რეალობა, რომ ჩვენ ვართ კრიზისში. წერილის არსი იმაში მდგომარეობს იგი არის ულტიმატიური ხასიათის დოკუმენტი. ეს კრიზისი მანამდეც არსებობდა, დღევანდელი მისი მდგომარეობა ამ კრიზისის განვითარების შედეგია. თვისობრივად დაპირისპირების ესკალაციის ახალი ეტაპია.
უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის წერილის ადრესატი საქართველოს ხელისუფლების გარდა კიდევ ვინაა. ამ წერილის ადრესატი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება არაა. ბაიდენის წერილის ადრესატია რუსეთის პოლიტიკური ელიტა და დასავლური პოლიტიკური ელიტა, რომლის მოქმედების ვექტორსა და ხასიათსაც აშშ აყალიბებს.
ფაქტობრივად, პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი წერილით რუსეთს უთხრა, რომ საქართველოს ტერიტორიის მიტაცებასა და საკუთარი გავლენის ქვეშ დატოვებაში რუსეთის იმედები არის უსაფუძვლო.
ხელისუფლებას არჩევნებამდე ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმ სტანდარტული ნუსხით, რომელიც მსოფლიოში ელექტრონული არჩევნების ჩატარებისას ხდება ხოლმე. შერჩევითობის წესით უნდა ჩამოყალიბებულიყო რამდენიმე ათეული საარჩევნო უბანი და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საჯაროდ ტელევიზიით გადაცემულიყო. ტესტირება უნდა მომხდარიყო საარჩევნო მანქანების 2-3… არაა გამორიცხული რომ დასავლეთმა თავის მხრივ ხაფანგი დააგო. შედეგად მივიღეთ ის რეალობა, რომელიც გვაქვს. ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება თავის მართლება
იმავდროულად ბაიდენმა დასავლურ პოლიტიკურ ინსტიტუტებს მიანიშნა თუ როგორი უნდა იყოს მისი შემდგომი ქმედებები. არჩევნების შედეგებზე გამოძიება რომ უნდა ჩატარებულიყო მოფიქრებული იყო არჩევნებამდე, ახლა ამ წერილით ყალიბდება ფაქტობრივად გამოძიების შედეგი. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო სტრუქტურები გამოძიებას ჩაატარებენ, მიიღებენ იმ დასკვნას, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს კი ასევე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის. – ოპოზიცია ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების უბნებზე აუდიტის ჩატარებას ითხოვს. ამ მოთხოვნაზე ხელისუფლების არგუმენტები არადამაჯერებლად გამოიყურება.
– თუ ხელისუფლება დარწმუნებულია რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს. ჩვენ თუ გამოსავალს ვეძებთ, იგი უნდა მოძებნოს კიდეც…
– თქვენს კითხვაზე პასუხი შესაძლოა, გამიგრძელდეს. შევეცდები ის ობიექტური ხედვა ჩამოვაყალიბო, რომელიც მაქვს. იმისთვის რომ პრეტენზიები არჩევნების ჩატარებასთან და შედეგებთან მიმართებაში ყოფილიყო უსაფუძვლო, ხელისუფლებას
რამდენიმე ვერიფიცირებული ღონისძიება უნდა ჩაეტარებინა.
ხელისუფლებას არჩევნებამდე ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმ სტანდარტული ნუსხით, რომელიც მსოფლიოში ელექტრონული არჩევნების ჩატარებისას ხდება ხოლმე. შერჩევითობის წესით უნდა ჩამოყალიბებულიყო რამდენიმე ათეული საარჩევნო უბანი და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საჯაროდ ტელევიზიით გადაცემულიყო. ტესტირება უნდა მომხდარიყო საარჩევნო მანქანების 2-3%-ის. ეს ოპოზიციასაც უნდა მოეთხოვა, იმიტომ რომ ეს სტანდარტული პროცედურაა. თუ რატომ არ გაკეთდა ეს საქართველოში ეს ცალკე საუბრის თემაა.
ბაიდენი არ აპელირებს ქართულ ოპოზიციაზე, როგორც დაზარალებულზე. დასავლეთი დაზარალებულად აცხადებს ქართველ ერს
აქ ოპოზიციის მიმართულებითაც შეიძლება დიდი რაოდენობის ქვების სროლა. კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთებულიყო, რომ არჩევნების შემდეგ გაყალბების თემაზე არ ყოფილიყო საუბარი. მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ ოპოზიციამაც არაფერი არ გააკეთა იმისთვის რომ ხელისუფლებასთან ერთად დაედო ორგანიზაციულ ღონისძიებათა სტანდარტული ნუსხა.
ის, რომ ჩვენ არ ვიცით რომელი საარჩევნო მანქანები იქნა გამოყენებული, არ მომხდარა მათი ვერიფიცირება, მათი შემოწმება, არ მომხდარა იმ პროგრამების დადგენა, რომებიც ამ ამოცანების რეალიზებისთვის იქნა გამოყენებული, ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალებას გვაძლევს.
დასავლეთმაც იცოდა, რომ ისე გაკეთება, როგორც გაკეთდა, არ იყო ლოგიკური. მას შეეძლო ეთქვა – რატომ აკეთებთ ასე და არა სტანდარტის შესაბამისად. არაა გამორიცხული რომ დასავლეთმა თავის მხრივ ხაფანგი დააგო. შედეგად მივიღეთ ის რეალობა, რომელიც გვაქვს. ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება თავის მართლება.
დასავლეთი მოითხოვს, არა მხოლოდ ელექტრონული, არამედ იმ უბნების მასალების გახსნასაც, სადაც ელექტრონულად არჩევნები არ ჩატარებულა. შემდეგ მოითხოვენ იმ პროგრამებს, რომლითაც შესაძლებელი გახდა ელექტრონულად არჩევნების ჩატარება. ამ მასალების არგადაცემა გახდება საბაბი ოფიციალური ბრალდების ჩამოყალიბების
– თქვენ რასაც ბრძანებთ უნდა მომხდარიყო არჩევნებამდე. თუ ყველაფერი კარგად ჩატარდა, როგორც ხელისუფლება ამბობს, ახლა რატომ ამბობს უარს ხელისუფლება ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების უბნების აუდიტზე?
– ეს ის კითხვებია, რომელსაც დასავლეთი დაუსვამს ხელისუფლებას. ოპოზიციას გაყალბების არანაირი დოკუმენტი არ აქვს ხელზე, ეს დასავლეთმა იცოდა. ყველა არჩევნებში ქართული ოპოზიციის ტაქტიკა არის ასეთი, მას გაყალბების დოკუმენტური მასალა არ აქვს. ის ყოველთვის გაყალბებაზე საუბრობს, მაგრამ გაყალბების დოკუმენტს ვერ დებს.
დასავლეთი დიდი ხანია მიხვედრილი იყო არჩევნების შედეგი ასეთი იქნებოდა. დასავლეთის პოლიტიკური წრეების დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ ოპოზიციის დაპირისპირების მთავარ საბაბში ხედავს გამოსავალს. მათ ისიც იცოდნენ, რომ ოპოზიციას არჩევნების გაყალბების მასალა არ ექნებოდა და მათ ვერაფერსაც ვერ გადასცემდა. ბაიდენი არ აპელირებს ქართულ ოპოზიციაზე, როგორც დაზარალებულზე. დასავლეთი დაზარალებულად აცხადებს ქართველ ერს.
როდესაც ბაიდენის წერილი აყალიბებს აზრს, რომ არჩევნების ჩატარებისას ყველაფერი ისე არ იყო. კომისია ქართული ხელისუფლების მტკიცებულებას კი არ დაელოდება, შესაძლოა, მას აქ ჰქონდა გარკვეული წვდომა ელექტრონულ სოფტთან
კითხვები, რომელიც დასავლეთს ჯერ არ ჩამოუყალიბებია იქნება ასეთი – რატომ არ განხორციელდა ის პროცედურები, რომელიც მე ჩამოვაყალიბე. ახლა ის დროა ამ კითხვებზე პასუხისთვის ხელისუფლება მოემზადოს. ასევე პასუხია გასაცემი კითხვაზე – რატომ ჩატარდა საქართველოში შერეული არჩევნები? რატომ არ იყო ყველა უბნებში ელექტრონული მანქანები?
დასავლეთი მოითხოვს, არა მხოლოდ ელექტრონული, არამედ იმ უბნების მასალების გახსნასაც, სადაც ელექტრონულად არჩევნები არ ჩატარებულა. შემდეგ მოითხოვენ იმ პროგრამებს, რომლითაც შესაძლებელი გახდა ელექტრონულად არჩევნების ჩატარება. ამ მასალების არგადაცემა გახდება საბაბი ოფიციალური ბრალდების ჩამოყალიბების.
როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის ბაიდენის წერილი მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ივანიშვილი ელოდებოდა კულუარულ, ან ღია ვაჭრობას და უნდოდა 2020 წლის სცენარის განვითარება. როცა მოვლენები საბოლოოდ ჩაცხრა და და გარე და შიდა კონტურზე მოხდა არსებულ რეალობასთან შეგუება. ბაიდენის წერილმა ეს შეგუების მოდელი შეუძლებელი გახადა
– არჩევნების შედეგებზე ოპოზიციის რეაქცია ცნობილია. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საერთაშორისო გამოძიების დაწყებას მოითხოვს.ახლა ვიცით, რომ ოპოზიცია თავის სამომავლო გეგმებს მათ მხარდამჭერებს ორშაბათისთვის დაგეგმილ აქციაზე გააცნობს.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოპოზიციამ შეძლოს არჩევნების შესაძლო გაყალბების მასალების წარმოდგენა და დასავლელი პარტნიორების დარწმუნება იმაში, 2024 წლის არჩევნები საქართველოში გაყალბდა?
– ბაიდენის წერილით ჩამოყალიბდა მოცემულობა, რომ არჩევნები გაყალბებულია. ამას საწინააღმდეგო მოსაზრებას საერთაშორისო ეგიდით შექმნილი კომისია ვერ დადებს. საერთაშორისო კომისიის შექმნას არანაირი პროცედურები არ სჭირდება. საკმარისია დასავლურ სახელმწიფოებში მორიგება, რომლის საფუძველზე შეიქმნება კომისია. ეს კომისია ევროპის რომელიმე სტრუქტურით ეგიდით შექმნიან. ქართული ხელისუფლება დაიწყებს დავას იმაზე, რომ მას უნდა ამ კომისიაში ჩართვა. მას ამ კომისიაში არ ჩართავენ, თუმცა მას მასალების გადმოცემას დაჰპირდებიან. როდესაც ბაიდენის წერილი აყალიბებს აზრს, რომ არჩევნების ჩატარებისას ყველაფერი ისე არ იყო. კომისია ქართული ხელისუფლების მტკიცებულებას კი არ დაელოდება, შესაძლოა, მას აქ ჰქონდა გარკვეული წვდომა ელექტრონულ სოფტთან.
ქართულმა ოპოზიციამ ახლა რომ მიიღოს ხელისუფლების შეთავაზება და პარლამენტში შევიდეს, ამის შემდეგ კი დასკვნა დაიდოს, რომ საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურია, დასავლეთის თვალში ქართული ოპოზიციაც დისკრედიტირებული აღმოჩნდება. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კრიზისის სტარტი და ეს პოლიტიკური კრიზისის სტარტი მალე არ დასრულდება, როგორც ამას ხელისუფლება ვარაუდობს
– შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი რა იქნებოდა?
– ამაზე მეც ბევრი ვიფიქრე, მაინტერესებდა დასავლეთს რა გეგმა აქვს? ივანიშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ ნების ჩამომყალიბებელია სავარაუდოდ, შეუძლებელია არ გაეთვალა რომ იქნება პროტესტები, რომ იქნება დასავლეთის მხრიდან ამა თუ იმ ფორმით არჩევნების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა. როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის ბაიდენის წერილი მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ივანიშვილი ელოდებოდა კულუარულ, ან ღია ვაჭრობას და უნდოდა 2020 წლის სცენარის განვითარება. როცა მოვლენები საბოლოოდ ჩაცხრა და და გარე და შიდა კონტურზე მოხდა არსებულ რეალობასთან შეგუება. ბაიდენის წერილმა ეს შეგუების მოდელი შეუძლებელი გახადა.
თუ ხელისუფლებამ დღეს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ მოძებნა, იქნება დასავლეთის შემდეგი პასუხი – არჩევნები ლეგიტიმურად არ იქნება ცნობილი… ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდება ხელისუფლების მიტაცება… ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები, მძაფრი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
ჩვენ ახლა უნდა ვილაპარაკოთ იმ მოდელზე, რომელიც 2020 წლისგან განსხვავებული იქნება. რა ვარიანტი იქნება, ამის დეტალურად გათლა ძალიან რთულია. მაგრამ, ზოგადი კონტურები უკვე ნათელია. სრულიად ვერიფიცირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთი 2024 არჩევნებს არ ცნობს. დასავლეთის პოზიცია რომ შეიცვალოს ბაიდენის ახალი წერილია საჭირო. ასეთი ზიგზაგის შესაძლებლობა ნაკლებად შესაძლებელია.
– 2020 წელს ჩაერიოს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ამ ჩარევისგან რომ არაფერი გამოვიდა ვნახეთ. ამის დასტურია შეუსრულებელი ევროკომისიის რეკომენდაციები. ახლა ვინ შეიძლება აიღოს შუამავლის ფუნქცია?
– ბაიდენის წერილის ფონზე ამგვარი ფუნქციასა და პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერავის აიღებს. დასავლეთის ქვედა იერარქიებს არავითარი რესურსი არ ექნებათ ბაიდენის წერილის შინაარსის კორექტირება მოახდინონ. ასე იმის გამო, რომ დასავლეთის პოზიცია ძალიან ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბდა. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ასეთი შედეგი – დასავლეთმა შესაძლებლობა მოუსპო ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლის.
ქართულმა ოპოზიციამ ახლა რომ მიიღოს ხელისუფლების შეთავაზება და პარლამენტში შევიდეს, ამის შემდეგ კი დასკვნა დაიდოს, რომ საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურია, დასავლეთის თვალში ქართული ოპოზიციაც დისკრედიტირებული აღმოჩნდება. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კრიზისის სტარტი და ეს პოლიტიკური კრიზისის სტარტი მალე არ დასრულდება, როგორც ამას ხელისუფლება ვარაუდობს.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახდინოს საქართველოს ხელისუფლების. შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი, რაც საქართველოში მოხდა, მასთან შეთანხმებით და დირიჟორობით ხდებოდა
ჩვენ გრძელვადიანი პოლიტიკური კრიზისი მივიღეთ და ხელისუფლების როლი და ფუნქცია ამ კრიზისიდან გამოსვლაში გაცილებით მეტადაა პასუხისმგებელი, ვიდრე სხვების პასუხისმგებლობა.
თუ ხელისუფლებამ დღეს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ მოძებნა, იქნება დასავლეთის შემდეგი პასუხი – არჩევნები ლეგიტიმურად არ იქნება ცნობილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დასკვნა ვეღარ შემოტრიალდება, საბრალდებო დასკვნასავითაა. მერე ვერ იტყვის ხელისუფლება რომ არჩევნები იყო სამართლიანი. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაჰბრალდება ხელისუფლების მიტაცება.
ამის შემდეგ დასავლეთის შემდეგი ნაბიჯები გათვლა მაინცდამაინც ძნელი არ უნდა იყოს.
ეს მარტო ევროინტეგრაციის შეჩერება კი არ იქნება, ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები, მძაფრი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
ბიძინა ივანიშვილი, როგორც მისი ქცევის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, საპირისპიროში იყო დარწმუნებული. ეხლა მას სავარაუდოდ ტრამპის გამარჯვების იმედი აქვს, თუმცა, არც ეს ფსონი მგონია სწორი
ამიტომ, ახლა ხელისუფლებამ უფრო მოქნილი პოზიცია ჩამოაყალიბოს და თუ რამ არგუმენტები აქვს არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით, დასავლეთის შემდგომ ნაბიჯებს კი არ უნდა დაელოდოს, არამედ ეს ყველაფერი მაგიდაზე ახლა უნდა დადოს.
– გვერდს ვერ ავუვლით ჩვენთან ჩატარებულ არჩევნებზე რუსეთის რეაქციას. საქართველოში ჩატარებულ არჩევნების შედეგებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა – „თუ იქნება წინადადებები ჩვენ ქართველი მეზობლებისგან კონტაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ წინადადებებს განვიხილავთ.“
აღარაფერს ვამბობ არჩევნების შედეგებზე კრემლის პროპაგანდისტების ზღვარსგადასულ ტაშ-ფანდურზე. თან კმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას იყენებდნენ რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ქართულ არჩევნებზე ლავროვის განცხადება და საუბრები იმაზე დროა რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად ნაბიჯები გადადგან?
– მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახდინოს საქართველოს ხელისუფლების. შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი, რაც საქართველოში მოხდა, მასთან შეთანხმებით და დირიჟორობით ხდებოდა.
მოსკოვში ორგანიზებული ტაშ-ფანდურის, რუსეთის მედიაში დადგმული აღფრთოვანებული სპექტაკლების ფუნქცია მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ დასავლეთის წრეები იყვნენ მაქსიმალურად გაღიზიანებული. კარგად ვიცნობ რუსეთის შიდაპოლიტიკურ რეალობას, დირექტივები ასეთ ტაშ-ფანდურზე რომ არ ყოფილიყო, იგი არ შედგებოდა. ახლა რაც ვნახეთ აშკარად ცენტრალიზებული იყო.
ვინც არ უნდა გახდეს ამერიკის პრეზიდენტი, დასავლეთის პოლიტიკის სტრატეგია საქართველოსადმი დარჩება უცვლელი. ტაქტიკურად ტრამპი შეიძლება უფრო ხისტიც კი აღმოჩნდეს ვიდრე ჰარისი. ანუ ტაქტიკაში იქნება მხოლოდ სხვაობა. ესაა და ეს
რუსეთს უნდა რომ საქართველოზე გაღიზიანებულმა დასავლეთმა საქართველოსთან ურთიერთობის მაქსიმალურად ესკალაციის გზა აირჩიოს. რუსეთს შეეძლო არჩევნების შედეგები საჯაროდ გაეტარებინა და კულუარულად ეზეიმა, მაგრამ. მას უნდა რომ საქართველოზე დასავლეთის გაბრაზება გამოიწვიოს.
– რუსეთის ამგვარ ქცევაზე, სავარაუდოდ, როგორი იქნება აშშ-ს პოზიცია?
– ახლა მნიშვნელოვანია თუ რა სისწრაფით იმოქმედებს დასავლეთი. ყველას ეგონა, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ს საქართველოსთვის არ ეცლებოდა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ საქართველო ვაშინგტონისთვის ღირებული გეოპოლიტიკური მოცემულობაა იმისთვის, რომ თუნდაც ეს ერთი კვირა მოეთმინათ.
შესაბამისად აშშ-დან საქართველოზე ზეწოლა არ შენელდება მიუხედავად აშშ-ში კარს მომდგარი არჩევნებისა. რომლის გამოც იქაური ელიტა ახლა შიდა საარჩევნო რეალობაზეა სერიოზულად გადართული. საქართველოს საკითხი, როგორც ეს ბაიდენის წერილმა დაადასტურა, მაინც ყურადღების ფოკუსშია.ბიძინა ივანიშვილი, როგორც მისი ქცევის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, საპირისპიროში იყო დარწმუნებული. ეხლა მას სავარაუდოდ ტრამპის გამარჯვების იმედი აქვს, თუმც, არც ეს ფსონი მგონია სწორი.
ძნელი სავარაუდოა, ივანიშვილმა თანამდებობიდან წამსვლელ ბაიდენთან დაალაგოს არჩევნების თემა, ამ და კიდევ სხვა საკითხებზე აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან საუბარი კიდევ უფრო მძიმე იქნება
ტრამპს მცირე შანსი აქვს. ის ფაქტობრივად დაეწია ჰარისს, მაგრამ პენსილვანიაში სადაც წყდება არჩევნების ბედი დემოკრატების ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს და ძალიან რთული იქნება მისი გამარჯვება. თუ ეს მოხდა ეს იქნება ილონ მასკის პირადი ტრიუმფი, რადგან ახლა ის თვე ნახევარია პენსილვანიის შტატშია გადაბარგებული და ტრამპის სახელით თვითონ ატარებს არჩევნებს. თანაც დიდ ფულსაც ხარჯავს.
თუმცა, არა მგონია ადგილობრივ დემოკრატებს მოუგოს. ისე მე ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, ვინც არ უნდა გახდეს ამერიკის პრეზიდენტი, დასავლეთის პოლიტიკის სტრატეგია საქართველოსადმი დარჩება უცვლელი. ტაქტიკურად ტრამპი შეიძლება უფრო ხისტიც კი აღმოჩნდეს ვიდრე ჰარისი. ანუ ტაქტიკაში იქნება მხოლოდ სხვაობა. ესაა და ეს.
ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოზე ზეწოლა გაგრძელდება და ივანიშვილს მოუწევს სერიოზულ კომპრომისებზე წასვლა. ძნელი სავარაუდოა, ივანიშვილმა თანამდებობიდან წამსვლელ ბაიდენთან დაალაგოს არჩევნების თემა, ამავე თემზე და კიდევ სხვა საკითხებზე აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან საუბარი კიდევ უფრო მძიმე იქნება. ამერიკული მხარის მთავარი მოთხოვნა ახლავე შემიძლია გითხრათ, ესაა რიგგარეშე არჩევნები მომავალი წლის შემოდგომაზე. ინფორმირებული ადამიანები გაიხსენებენ, რომ ეს პუნქტი სავარაუდოდ სალივანის ჩამოწოდებული იყო ზურაბიშვილის ქართულ ქარტიაში.
რაც შეეხება კომპრომისების კეისის დანარჩენ შიგთავს, ესეც მალევე გახდება ცნობილი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი