მირიან მაზმიშვილი ჩხრეკის დეტალებზე: სამის ნახევარზე გადმოძვრნენ ფანჯრებიდან, დაგვადგნენ იარაღებით და დაიწყეს სახლის ჩხრეკა

“სამის ნახევარზე გადმოძვრნენ ფანჯრებიდან, დაგვადგნენ იარაღებით და დაიწყეს სახლის ჩხრეკა. გამოაჩინეთ იარაღიო. არ ვიცი რას ეძებდნენ, ჩვენ ერთი სანადირო თოფი გვაქვს და ისიც გაფორმებული კანონიერად. ყველაფერი მესმის, რომ ორდერი ჰქონდათ და სახლი გაჩხრიკეს, ჯერ რა საფუძველი ჰქონდათ, დღესაც არ ვიცი მაგრამ ეს ტახტი, პიანინო და ისინი რაზე დამიმტვრიეს? თვითონ ის ვარიანის პოლიციის უფროსი იმ ლოგინში ჩაწვება? სადაც გადამიყარა და გადმომიყარა ყველაფერი… ჩემი შვილი რომ ში იყო თუ მაგას უკავშირდება კი ბატონო, ყველაფერი მესმის, მაგრამ ტერორისტი კი არ არის. იქ წავიდა, იბრძოდა და დაბრუნდა და რახან ცოცხალი დაბრუნდა, მორჩა, ტერორისტია? ჩემი შვილი აქაც იბრძოდა 2008 წელს და სოხუმშიც იბრძოდა და მეც ომის ვეტერანი ვარ, რა დავაშავეთ ასეთი? ამდენი ხანია ქვეყანას ვემსახურებით” | ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლევან მაზმიშვილის მამა მირიან მაზმიშვილი TV პირველთან. მაზმიშვილების სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა

ასევე დაგაინტერესებთ

დიტო სამხარაძე: არც ირაკლი ღარიბაშვილის, არც გრიგოლ ლილუაშვილის და არც რომელიმე ყოფილი ან მოქმედი გუნდის წევრის გამო არ მოვსულვარ ოცნებაში. მოვედი მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო! საქართველო ჩვენ ვართ 41

ირინა იმერლიშვილი – საერთაშორისო უნივერსიტეტისგან შემოთავაზება მივიღე რექტორის პოზიციაზე და დავთანხმდი – რაც შეეხება მითქმა-მოთქმას საკონსტიტუციო სარჩელზე, შეიძლება ჩემი უფლებამოსილების ვადაში არც მოსწრებულიყო განხილვა