მირიამ ლექსმანი – „ოდირი“ ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშაა, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, ამიტომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოძიების ისეთი საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება რეჟიმებისგან

ჩვენ გვაქვს ყველა სახის მტკიცებულება, რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი – სამწუხაროდ, ვიცით, რომ „ოდირი“ ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშაა, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, ამიტომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოძიების ისეთი საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება ამ რეჟიმების გავლენისგან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა „მთავარ არხს“ განუცხადა.
მისივე თქმით, ახლა სანქციები ყველაზე მნიშვნელოვანია და რამდენიმე პიროვნება უნდა დასანქცირდეს, ვინც გაყალბებებზეა პასუხისმგებელი.
„ჩვენ გვაქვს ყველა სახის მტკიცებულება, რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ახლა საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გავეცნოთ დეტალებს. ვაიძულოთ საქართველოს ხელისუფლება, რომ გაასაჯაროოს დეტალები. მანამდე კი, სრულიად შეუძლებელია, რომ ჩვენ ამ არჩევნების შედეგები ვაღიაროთ.
ახლა ინდივიდუალური სანქციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ დავსჯით ყველას საქართველოში, ვინც მონაწილეობა მიიღო გაყალბებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დავასანქციროთ რამდენიმე პიროვნება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ გაყალბებებზე. სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ „ოდირი“ არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოძიების ისეთი საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება ამ რეჟიმების გავლენისგან და რაც მოიტანს სამართლიან შედეგებს და თუ დადასტურდება, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, შემდეგ შედეგებზე უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?