მინსკში სამიტზე პუტინის ორეული ჩავიდა – „უნიანი“

მინსკში სამიტზე პუტინის ორეული ჩავიდა – „უნიანი“
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების ლიდერთა სამიტზე პუტინის ორეული ჩავიდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
როგორც სოციალურ ქსელებში ჟურნალისტები და ექსპერტები წერენ, პუტინს არ დაჰყვებოდა დაცვის თანამშრომელი, რომელსაც სპეციალური ჩემოდანი დააქვს, ასევე ის ძალზე სწრაფად გადაადგილდებოდა, რაც რუსი დიქტატორისთვის დამახასიათებელი არ არის. გარდა ამისა, რუსი დიქტატორი დისტანციას არ იცავდა და ყველას ხელს ართმევდა, რაც მისთვის ძალზე უჩვეულოა.
ასევე პუტინის საქციელის შემსწავლელი პირები იუწყებიან, რომ აეროპორტში მის დასახვედრად ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო არ მივიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინსკში არა პუტინი, არამედ მისი ორეული ჩავიდა, რომელსაც „ვასილიჩს“ ეძახიან.
„უნიანის“ ცნობით, პუტინის ორეულის გარდა სამიტზე ორგანიზაციის წევრი პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ლიდერი ჩავიდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ს გარდა.
როგორც უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, პუტინს სულ მცირე სამი ორეული ჰყავს. სამივეს პლასტიკური ოპერაციები აქვთ გაკეთებული.