მინსკის სასამართლომ რადიო თავისუფლების ყოფილ თანამშრომელ იჰარ კარნეის 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა

22 მარტს მინსკის საქალაქო სასამართლომ ბელარუს ჟურნალისტს, იჰარ კარნეის, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, კარნეი დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობისთვის.
პროკურატურა ჟურნალისტისათვის 6 წლით პატიმრობას ითხოვდა.
ქვეყნის ავტორიტარ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან დაკავშირებული მედია წერს, რომ კარნეი გასამართლდა ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციასთან (BAJ) თანამშრომლობისთვის. აღნიშნული ჟურნალისტთა ასოციაცია ხელისუფლების მიერ ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
სამშაბათს, სასამართლოს პროცესის პირველ დღეს, მინსკის სასამართლოსთან სოლიდარობის ნიშნად მივიდნენ ევროკავშირს წევრი ქვეყნების: ავსტრიის, ნიდერლანდის, გერმანიის, პოლონეთის, სლოვაკეთის, შვედეთისა და ასევე დიდი ბრიტანეთის საელჩოების თანამშრომლები.
· 56 წლის იჰარ კარნეი ცნობილია, როგორც ბელარუსის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ პუბლიკაციების ავტორი, მოგზაური ბლოგერი. წარსულში ის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იყო.
· კარნეი პატიმრობაში გასული წლის ივლისის შუა რიცხვებიდან იმყოფება. იგი მინსკის იზოლატორშია მოთავსებული. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის (BAJ) ინფორმაციით, ამჟამად ბელარუსის ციხეებში 34 ჟურნალისტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია