“მინისტრი მეუბნება სქრინებს განახებთო, მიმანიშნებს, რომ ფრთხილად იყავით…” | შიმშილობა განათლების სამინისტროსთან

განათლების სამინისტროსთან მეორე დღეა შიმშილობს მასწავლებელი მაია ეკალაძე. მიზეზი უსამართლოდ ჩატარებული კონკურსია, რომელსაც საჯარო სკოლების დირექტორები უნდა შეერჩია.
მაია ეკალაძე და დავით ფერაძე სამინისტროსგან მათი დისკრეციის წესით თანამდებობაზე დანიშვნას და სკოლებში ს სამართლიანად ჩატარებას მოითხოვენ. პედაგოგები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ მათ მოთხოვნებს სამინისტრო სრულად არ დააკმაყოფილებს – “ეს იყო დაცინვა, ეს არ იყო კითხვებზე პასუხი, ვიშიმშილებ სანამ გამოისყიდიან დანაშაულს და აღიარებენ, არ ვაპირებ გაჩერებას” – ამბობს ეკალაძე, რომელსაც ექიმების თქმით, ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს პროტესტის ასეთ მწვავე ფორმას მიმართოს.
შიმშილობა ეკალაძემ მას შემდეგ დაიწყო, რაც განათლების მინისტრთან გუშინდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. როგორც მეორე პედაგოგი, დავით ფერაძე ამბობს, გიორგი ამილახვარმა ისინი “პოლიტიკურ ინტერესებში” დაადანაშაულა და ფეისბუქ-აქტივობის გამო, ფაქტობრივად დაემუქრა:
“მინისტრი მეუბნება, სქრინებს განახებთ რა გაქვთ მიმოწერილიო, ფეისბუქზე ფეიკებმა გააკეთეს თუ თქვენო? კაცი მანიშნებს, რომ ფრთხილად იყავით, ყველაფერს ვუთვალთვალებთო, ტელევიზიებთან რო თანამშრომლობთ ეჭვს აჩენსო” – აღნიშნა ფერაძემ
ცნობისთვის, დირექტორთა არჩევნები 900-ზე მეტ საჯარო სკოლაში ჩატარდა, თუმცა სამინისტრომ, სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა. სკოლის დირექტორობის არაერთი მსურველი კი არჩევნებს მიღმა დარჩა.