მინისტრის უცნაური პასუხი კითხვაზე: რატომ შეუჩერდა საქართველოს ფინანსური დახმარება? – “იყო ყიჟინა, რომ “ოცნება” ვერ შეძლებდა შედეგების მიღწევას”

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტების შეკითხვას, პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებისა და ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით ასე უპასუხა: შემიძლია ქართულ საზოგადოებას ერთი რამ ვუთხრა, როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი ყიჟინა, შეძახილი, რომ “ქართული ოცნება” ვერ შეძლებდა შედეგების მიღწევას, ამ ხელისუფლებამ მიაღწია იმ შედეგებს, რომელსაც თქვენ აფასებთ. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას და გააკეთებენ არჩევანს იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე. დარწმუნებული ვარ, ისინი ამას მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ