“მინისტრები ფეხებე გიკიდებენ პარლამენტს” – გოცირიძე

დეპუტატი, რომან გოცირიძე, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
როცა მინისტრი სადეპუტატო წერილობით შეკითხვაზე არ იძლევა პასუხს, მას ურჩევნია დაარღვიოს კანონი, ვიდრე უპასუხოს. როცა რაღაცას მალავ, ეს ან ცუდი მუშაობის მიჩქმალვაა, ან კორუფციის. აბა, მაშინ რატომ იგდებს შარში თავს. სიამოვნებს პარლამენტში თუ მედიაში გამოჭენება?
ვიდეოში, რომან გოცირიძე ამბობს, რომ მინისტრები კითხვებს არ პასუხობენ:
ეკონომიკის მინისტრი რომ დაიკარგა, 397 დღეა პასუხია არ გამცა კითხვაზე, გაზის და ნავთობის კორპორაციას რატომ ასესხა ბიუჯეტმა 230 მილიონი, ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტში იქით უნდა შეეტანა ფული.
392 დღე ველოდები ბატონ ღარიბაშვილს, 10 მილიონი რომ გადაუხადეთ როტშილდებს, რაში მიეცით 10 მილიონი?
ჯანდაცვის მინისტრს ტიკარაძეს მივწერე ვაქცინებთან დაკავშირებით, 930 დღეა პასუხი არ გაუცია, მოქმედ მინისტრს 100 დღე გავიდა, თურქეთიდან წამლების შესყიდვაზე, პასუხს არ მცემს. ნახევარი საათი მომინდება რომ ჩამოვთვალო. პატივს არ გცემენ თქვენ, პარლამენტს, ფეხებე გიკიდებენ მინისტრები.
http://

ასევე დაგაინტერესებთ