მინიმუმ 42 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად

მინიმუმ 42 ადამიანი დაიღუპა შაბათს ს არმიის მიერ ქალაქ ღაზის რაიონებზე განხორციელებული იერიშების შედეგად. ამის შესახებ იტყობინება ღაზის სექტორის მთავრობა, რომელსაც აკონტროლებს პალესტინური დაჯგუფება ჰამასი (-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული).
ერთ-ერთი შეტევა განხორციელდა ალ-შატიში, ღაზის სექტორში არსებული ლტოლვილთა რვა ისტორიული ბანაკიდან ერთ-ერთზე. დაიღუპა 24 ადამიანი, განუცხადა Reuters-ს ღაზის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
კიდევ 18 პალესტინელი დაიღუპა ალ-ტუფის რაიონზე განხორციელებული დარტყმის შედეგად.
ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა მოკლე განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ახლახან ისრაელის თავდაცვის ძალების ავიაგამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს ჰამასის სამხედრო ინფრასტრუქტურის ორ ობიექტზე ქალაქ ღაზის არეალში“.
ჰამასს კომენტარი არ გაუკეთებია ისრაელის განცხადებაზე, რომ მან ჰამასის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე განახორციელა იერიში. ჰამასის განცხადებაში ნათქვამია, რომ იერიშების სამიზნე იყო სამოქალაქო მოსახლეობა.
Reuters-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მიიჩქარის ათობით პალესტინელი სახლების ნანგრევებში მსხვერპლთა საძებრად.
ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰამასის მებრძოლები შარშან, 7 ოქტომბერს, შეიჭრნენ სამხრეთ ისრაელში. ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, მათ მოკლეს 1200-მდე ადამიანი და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
ამის შემდეგ ღაზის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო კამპანიაში დაიღუპა 37 ათასზე მეტი პალესტინელი, იტყობინება ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყება.

ასევე დაგაინტერესებთ