მინიმუმ შვიდ მკვლელობაში ბრალდებულს საბერძნეთში დაკავებისას საქართველოს ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა

სულ მცირე 7 მკვლელობისა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი ლაერტ ჰაჯიუ საბერძნეთის პოლიციამ დააკავა და ახლა მას ალბანეთში ექსტრადიციისთვის ამზადებენ.
მედიის ინფორმაციით, დანაშაულებების უმეტესობა მას და მის დაჯგუფებას სწორედ ალბანეთში აქვთ ჩადენილი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰაჯიუს დაკავებისას ქართული საბუთები აღმოაჩნდა, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს დოკუმენტაცია ყალბია.
ოფიციალურმა ტირანამ საბერძნეთს დამნაშავის ექსტრადიციისთვის საჭირო დოკუმენტები უკვე გაუგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…