„მინიმუმ მიმდინარე წლის ბოლომდე რაიმე სახის ტარიფის გადახედვა დაგეგმილი არ არის“ – დავით ნარმანია

მინიმუმ მიმდინარე წლის ბოლომდე რაიმე სახის ტარიფის გადახედვა დაგეგმილი არ არის, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ცვლილება, რომელიც “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” კანონში შევიდა, მომხმარებლებზე და ტარიფზე გავლენას არ იქონიებს.
“სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩება. კანონში შეტანილი ცვლილება განაპირობა იმან, რომ სთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა გაითვალისწინებოდა ტარიფში და ვინაიდან “ენგურჰესი” იქიდან შემოსავლებს არ იღებდა მისი ფინანსური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო იყო. აქედან გამომდინარე, ცვლილება იქნა მიღებული, რომლითაც კომპანიის ფინანსური მდგრადობა გაუმჯობესდება, უფრო კარგად მოემსახურება მის წინაშე არსებულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს. ეს ყველაფერი სამართლიანი ტარიფის დადგენის წინაპირობაა. მარეგულირებელი ამ ცვლილებაზე დაყრდნობით “ენგურჰესისთვის” ახალ ტარიფს დაადგენს, რომელიც სამართლიანი იქნება, მაგრამ სამომხმარებლო ტარიფებზე გავლენას არ მოახდენს”, – აცხადებს დავით ნარმანია.
მანვე აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი ამ წლის ბოლომდეა დადგენილი, ბუნებრივი აირის – 3 წლის განმავლობაში, ხოლო წყლის – 2026 წლის ბოლომდე.
bp.ge