„მინიმუმ, ახალი საწარმოები არ გაჩნდება” – დონორული დაფინანსების შეწყვეტის საფრთხე სოფლის მეურნეობაში

„საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით რეგიონებში ძალიან ბევრი გაკეთდა“,- ამის შესახებ „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, დღეს ფერმერებს ძალიან უჭირთ ხარისხის შესაბამისობის საწარმოების შექმნა, საერთაშორისო დონორები კი მათ როგორ წარმოების გაუმჯობესების, ისე გადაიარაღების კუთხით ეხმარებოდნენ.
იმ პირობებში, კი როდესაც მთავრობების ხედვებს შორის აცდენაა, წარმოუდგენელია, -მ ან ევროკავშირმა პროექტების მხარდაჭერა გააგრძელონ.
„საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით რეგიონებში ძალიან ბევრი სტარტაპი გაკეთდა. მაგალითად, ჩვენი ორგანიზაცია იყო კოვიდის პერიოდში და შემდგომ, რომელიც რეგიონში 25 ქალბატონს, დამწყებ ბიზნესმენს დაეხმარა და ხელი შეუწყო საკუთარ საქმიანობაში. ეს კონკრეტულად გაკეთდა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, მაგრამ შვეიცარიელების მხარდაჭერითაც გაგვიკეთებია მსგავსი საქმე. ზოგადად კი, უამრავი კარგი პროექტი კეთდება საერთაშორისო დონორების ჩართულობით.
მაგალითისთვის, კონკრეტულად ყველის საწარმოების კუთხით რომ ვისაუბროთ, ფერმერს დღეს არ აქვს იმის საშუალება, რომ ევროკავშირის სტანდარტით კი არა, საერთოდ ჩვენი კანონმდებლობის სტანდარტის შესაბამისად შექმნას ხარისხის შესაბამისობის საწარმო. ამიტომ, სწორედ დონორი ორგანიზაციები ეხმარებოდნენ მათ გადაიარაღებაში, ინვენტარიზაციაში, ხარისხის გაუმჯობესებაში და ა.შ. მათ შორის იყო ხარისხის კუთხით კადრების ტექნიკური გადამზადება და სხვა.
ამ კუთხითაც ძალიან დაეტყობა სექტორს, მინიმუმ, ახალი საწარმოები არ გაჩნდება. არსებულის შენარჩუნება და განვითარება ცალკე გამოწვევა იქნება“,- ამბობს რუსუდან გიგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, “ქართული ოცნების” გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.
წყარო: bpn.ge