„მინიმალური ხელფასი უფრო ლამაზად ჟღერს ვიდრე ეფექტი, რაც აქვს მის არსებობას ქვეყანაში“ – ლევან ვეფხვაძე

„მინიმალური ხელფასი უფრო ლამაზად ჟღერს ვიდრე ეფექტი, რაც აქვს მის არსებობას ქვეყანაში“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ბიზნეს ასოციაციის მიდგომა არის ის, რომ შრომის კოდექსის ბოლო სამი წლის პრაქტიკა ერთიანად შეაფასოს, გამოკვეთოს სუსტი და ძლიერი მხარეები და რაც დასაკორექტირებელია დააკორექტიროს.
„დღეს პასუხისმგებლობიანი ბიზნესის ხელში მინიმალური ხელფასი იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე საჯარო სივრცეში ამ ხელფასის შესახებ გაკეთებული განცხადებები, თუმცა მინიმალური ხელფასის პრობლემა ის კი არ არის, რომ თავისთავად დღეს ვიღაცისთვის წნეხი იქნება, არამედ მინიმალური ხელფასი აჩენს გრძელვადიანად პოლიტიკურ რისკებს.
ყოველი ს წინ ყოველთვის იქნებიან ძალები, რომლებიც იტყვიან, რომ მინიმალური ხელფასი ავწიოთ და გახდეს 10 000 ლარი, ყველას გვინდა ეს, მაგრამ ბიზნესმა უნდა დაარიგოს ხელფასი და გაისტუმროს ვალდებულებები, თუ ეს ვალდებულებები ვერ გაისტუმრა და იქნა მინუსში, შეუძლებელია რაიმე ტიპის ბიზნესის არსებობაზე ვისაუბროთ. ეს ბიზნესი ხვალ და ზეგ ფიზიკურად გაჩერდება და მინიმალური ხელფასის ოდენობა დარჩება ფურცელზე და ხალხი იქნება მშიერი“ – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ